ვალიადოლიდი კასტილის პროვინციაში მდებარეობს, მადრიდის ჩრდილოეთით. ეს პატარა, ცოცხალი ქალაქი შთამბეჭდავ არქიტექტურას და ბრწყინვალე მუზეუმებს წარმოგვიდგენს. დაბინდებისას კი აქაურ ღამის ცხოვრებას შეიგრძნობთ.
-
მოინახულეთ ვალიადოლიდის კათედრალი
ნუესტრა სენიორა დე ლა აზუნსიონის კათედრალი, იგივე ვალიადოლიდის კათედრალი მე-16 საუკუნეში აშენდა, თუმცა ეს მშვენიერი ფასადი მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაემატა. ის არქიტექტორმა, ხუან დე ჰერერამ დააპროექტა. ესტუმრეთ კათედრალის მუზეუმს და იხილეთ რელიგიური სკულპტურებისა და ნამუშევრების ფართო კოლექცია.
-
ესტუმრეთ ეროვნული კულტურის მუზეუმს
ვალიადოლიდის ეროვნული სკულპტურის მუზეუმი ესპანური ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციებს ინახავს. ელეგანტურ სან გრეგორიოს კოლეჯში არსებული მუზეუმი მე-16 საუკუნით დათარიღებულ ხის სკულპტურებს, ქვის ქანდაკებებს და სხვა ნამუშევრებს წარმოგვიდგენს.
-
დაისვენეთ სანაპიროზე Las Moreras
მართალია, ვალიადოლიდი სანაპირო ქალაქი არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სანაპირო არ აქვს. პისუერგას მდინარეზე თქვენ კეთილმოწყობილ ქვიშიან სანაპიროს იხილავთ, მზის აბაზანებისთვის, ცურაობისთვის და საღამოს წყლის პირას დალევისთვის.
-
დაათვალიერეთ მუზეუმი Museo de Colón
უდიდეს აღმომჩენს, ქრისტოფერ კოლუმბს ესპანეთში კრისტობალ კოლონს უწოდებენ. ის ვალიადოლიდში გარდაიცვალა და მისი ხსოვნის საპატივცემულოდ მუზეუმი გახსნეს. მუზეუმი მისი შვილიშვილის, დიეგო კოლუმბის სახლში მდებარეობს და ოთხ სართულს მოიცავს. აქ წარმოდგენილია ორიგინალი უძველესი რუკები, გემების მოდელები და ინტერაქციული გამოფენა.
-
ისეირნეთ მოედანზე Atmospheric Plaza San Pablo
სან პაბლოს ეკლესიასთან მდებარე მოედანი შთამბეჭდავი არქიტექტურით გამოირჩევა. ეკლესიასთან ერთად, აქ თქვენ იხილავთ პიმენტელის სასახლეს, რეალის სასახლეს და ხოსე ზორილას მუზეუმს.
-
ესტუმრეთ სერვანტესის სახლს
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი ავტორი, მიგელ დე სერვანტესი ვალიადოლიდში 2 წლით სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. ეს იყო პერიოდი როცა თავის ცნობილ ნამუშევარზე, დონ კიხოტზე მუშაობდა. სერვანტესის ბიბლიოთეკა და ოთახები ისეთივეა, როგორ მწერლის ბინადრობის პერიოდში.
-
დაათვალიერეთ მუზეუმი Museo Patio Herreriano
ყოფილ მონასტერში მდებარე ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს მიეძღვნა და ის წარმოგვიდგენს სალვადორ დალის ნამუშევრებსაც.
-
გაისეირნეთ პარკში Campo Grande Park
კამპო გრანდის პარკი ქალაქის უდიდესი მწვანე სივრცეა. აქ 100 სხვადასხვა სახეობის ხე და ყვავილების ბაღებია, ისევე როგორც ტბები და გუბურები. გაზაფხულზე გაისეირნეთ ნავით ტბაზე, ზაფხულში თავი უზარმაზარ ხეებს შეაფარეთ, შემოდგომაზე კი ყვითელ ფოთლებში ისეირნეთ.