ბურგოსი ბევრი ისტორიული და რელიგიური შენობითაა ცნობილი. ესპანეთის ამ ქალაქმა პოპულარობა გოთიკური სტილის კათედრალით და ციხით მოიპოვა, რომელიც ქალაქს ამაყად გადმოჰყურებს და გარშემო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მრავალი ღირსშესანიშნავი ძეგლის გარდა, ბურგოსში აღმოაჩენთ იმას, რაც ესპანეთს, როგორც ქვეყანას ასეთ მიმზიდველს ხდის: გემრიელი ადგილობრივი საჭმელი, ღვინო და მშვიდი გარემო, განსაკუთრებით წმინდა სიესტის დროს, დღის 2 საათიდან 5 საათამდე.

ბურგოსის კათედრალი

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კათედრალი

ოფიციალურად ეს კათედრალი წმ. მარიას სახელს ატარებს და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცული ძეგლია, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. დააკვირდით გასაოცარ ორნამენტებს და ქვის გაფორმებებს ამ მასიურ გოთიკურ ტაძარზე. გაფრთხილებთ, რომ ინტერიერში ძალიან გრილა.

მისამართი: პლაზა დე სანტა მარია

დე ლას ჰუელგას მონასტერი

რომაული მონასტერი ისტორიული და რელიგიური არტეფაქტებით

ეს მონასტერი მე-12 საუკუნეშია დაარსებული და დღეს აქ მუზეუმია, სადაც შუასაუკუნოვან ქსოვილებს, სამეფო სამარხებს და უნიკალურ მუსიკალურ მანუსკრიპტებს იხილავთ. გამოიკვლიეთ ეს დროში გაყინული ატმოსფერო. ღიაა სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10.30-13.00/16:00-17:30, ხოლო კვირას მხოლოდ 2 საათამდე.

მისამართი: Pl. Compás

პლაზა მაიორი

შეიგრძენით ბურგოსის პულსი მის ყველაზე პოპულარულ მოედანზე

Plaza Mayor – ბურგოსში ყველაზე პოპულარული შეხვედრების ადგილია. ის სავსეა ბუტიკებით, ბარებით და რესტორნებით. მისი ტერასა იდეალურია ხალხზე დასაკვირვებლად ფინჯანი ყავის მირთმევისას. პლაზა მაიორის ცენტრალური პოზიციის წყალობით, ეს ადგილი იდეალურია ბურგოსის ძველი ქალაქის დათვალიერების დასაწყებად.

ბურგოსის ისტორიული ცენტრი

ისტორიული დედაქალაქის, კასტილის უძველესი უბანი

ეს საფეხმავლო ქუჩების ერთობლიობაა, ქვაფენილიანი ხეივნები, რომლებიც მოედნებს უერთდებიან. აქ ტაპასის ბარების და რესტორნების საუკეთესო არჩევანია. ძველ ქალაქში არსებული ესპანური ატმოსფერო სეირნობით განსაკუთრებულად შეიგრძნობა.

ადამიანის ევოლუციის მუზეუმი

აღმოაჩინეთ ჩვენი წინსაფრები თანამედროვე მუზეუმში

Museo de la Evolución Humana – თანამედროვე შენობაშია განთავსებული, რომელიც მდინარე არლანზონს გადმოჰყურებს. თუ მაღლა სართულებზე ახვალთ, უკან დროში გადაინაცვლებთ და კაცობრიობის განვითარებას დააკვირდებით. ღიაა ყოველდღე დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე.

მისამართი: P.º Sierra de Atapuerca

მირადორ დელ კასტილო

დატკბით 270 გრადუსიანი ხედით ბურგოსზე

Mirador del Castillo – ბურგოსის ციხესიმაგრის ნაწილია და წარმოგვიდგენს შთამბეჭდავ პანორამულ ხედებს ქალაქზე, მისი საკულტო ძეგლებით. იქ ადვილად ახვალთ ძველი ქალაქიდან და დატკბებით მზის ჩასვლის ხედებით. შეგიძლიათ აიღოთ სასმელი სახელად la Ciudadela იქვე არსებული რესტორნიდან.

მისამართი: C. San Esteban, 24

ბურგოსის ძველი ქალაქის ღამის ცხოვრება

დალიეთ გემრიელი სასმელი ბურგოსის პოპულარულ ბარებში

ბურგოსის ძველი ქალაქი არის ადგილი, სადაც ღამით გემრიელად დალევთ. ჩვენ გირჩევთ Cerveceria Flandes-ს ლუდის და სიდრის დიდი არჩევანით და მყუდრო ატმოსფეროთი. იგივე ქუჩაზეა Jarra’N’Heavy. კლუბური ატმოსფეროთი კი გამოირჩევა – Cooper Club, სადაც შესანიშნავ კოქტეილებს დააგემოვნებთ.

კასა კინტანილა

გემრიელი ადგილობრივი კვება

Casa Quintanilla – ბრწყინვალე ადგილია წასახემსებლად. ამ მაღაზიაში შესვლისას თითქოს მე-19 საუკუნეში ვინაცვლებთ, იმ პერიოდში როცა ის გაიხსნა. გირჩევთ დააგემოვნოთ Morcilla – ბურგოსის ცნობილი ყველი და ასევე, შოკოლადიც. ღიაა დილის 5-დან საღამოს 9-ის ნახევრამდე. კვირას კი 10-დან 2-მდე.

მისამართი: C. Paloma, 17