ვერონაზე ყველას რომეო და ჯულიეტა ახსენდება, მაგრამ ეს იტალიური ქალაქია მეტია ვიდრე უბრალოდ ჯულიეტას აივანი. რომის, მილანის, ფლორენციის თუ ვენეციის მონახულების შემდეგ, ვერონა იდეალური გასაქცევი იქნება. აქ რომაული, შუა საუკუნეების და რენესანსის ისტორიული ძეგლებია. ვერონას არენა იტალიური კულტურის ჰაბია, სადაც ზაფხულობით საოცარი ეპრფორმანსები ტარდება. აქ ისიამოვნებთ შოპინგის და გასტრონომიის კუთხითაც. ვერონას ისტორიული უბანი დიდია, მაგრამ ფეხით მოსავლელი. ადგილობრივი ავტობუსები იაფია და ხშირად დადიან.

დღე 1: მთავარი ღირსშესანიშნაობები

დილა: გირჩევთ კარდუჩის კაფეს (Café Carducci) გემრიელი ესპრესოსა და კორნეტოსთვის. შემდეგ 15 წუთის სავალ გზაზე მიაკითხეთ კასტელ სან პიეტროს ფუნიკულიორს და ადით სან პიეტროს ციხესიმაგრეზე ვერონას შთამბეჭდავი ხედებისთვის.

დღე: მოინახულეთ არქეოლოგიური მუზეუმი რომაულ თეატრთან რათა იხილოთ ანტიკური არტეფაქტები. შემდეგ გადადით პონტე პიეტრას ხიდზსე, რომელიც რომაული ეპოქით თარიღდება და შედით ისტორიულ კვარტალში.

პირველ რიგში მოინახულეთ დუომო, შუასაუკუნეების პერიოდის კათედრალი ექსტრავაგანტური ინტერიერით. დატკბით იტალიური ფრესკებით. შემდეგ იხილეთ გოთიკური ბაზილიკა დი სანტა ანასტასია.

ლანჩისთვის გაისეირნეთ პიაცა დელ ერბეზე (Piazza delle Erbe), სადაც ბევრი კაფე-რესტორანია. გემრიელად მირთმევის შემდეგ გთავაზობთ 360 გრადუსიან ხედებს საათის კოშკიდან – Torre dei Lamberti. შემდეგ ცნობილი ჯულიეტას აივნის ჯერია, სადაც სუვენირების შეძენაც შეგიძლიათ.

დაასრულეთ სეირნობა ქალაქის მთავარ მოედანზე, პიაცა ბრაზე. აქ მოინახულებთ რომაულ არენას, რომელიც რომის კოლიზეუმის მსგავსად შიგნით აუცილებლად მოსანახულებელია.

დღე 2: ბუნება

ვერონას ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი – ბუნებაში მარტივი მოხვედრაა. ანტიკური გზები ქვის ვილებში გაგიყვანენ, რომლებიც გარშემორტყმულია ვენახებით და ზეთისხილის ხეებით. გაისეირნებთ ტყიან მთებში და გარდას ტბაზე.

როგორ უნდა გაატაროთ დღე: შეგიძლიათ გაყვეთ სალაშქრო ბილიკებს ვერონადან ან გაყვეთ ავტობუსს. 23 ნომერი ავტობუსი ავესამდე მიგიყვანთ, შემდეგ გაყევით ვალ ბორაგოს ბილიკს კანიონების ბუნების ნაკრძალში. ავტობუსი უკან ქალაქში 20-30 წუთში მიგიყვანთ. შეგიძლიათ ფეხით დაბრუნებაც. ასევე, შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და გაისეირნოთ გარდას ტბაზე, ქვის სოფლებს შორის ხედებისა და ცურვისთვის.

დღე 3: ხელოვნების ნიმუშები და შოპინგი

მესამე დღეს დროა განიტვირთოთ. აქ მაღაზიები კვირაობით ღიაა, ორშაბათს კი ყველა დაკეტილია. ამიტომაც, აარჩიეთ სუვენირები და სასურველი ნივთები. ეწვიეთ აქილის გალერეას (Galleria d’Arte Moderna Achille Forti), სადაც მე-19/მე-20 საუკუნის ნამუშევრებია გამოფენილი. შოპინგისთვის კი გირჩევთ მაზინის ქუჩას და კორსო პორტა ბორსარის (Corso Porta Borsari). ისტორიის მოყვარულები კი გაემართეთ კასტელვექიოს მუზეუმში (Museo di Castelvecchio) და დატკბით ვერონის და ვენეციის მხატვრების შემოქმედებით.