მეხელინი 30 წუთის სავალ გზაზე ბრიუსელიდან და ანტვერპენიდან. ფლანდერის რეგიონის გულში, ჰოლანდიურად მოსაუბრე ბელგიის ნაწილში. ქვაფენილიანი ქუჩების ლაბირინთში ანტიკურ ქვის შენობებს და გოთიკურ კათედრალს ნახავთ. მე-16 საუკუნეში მეხელინი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. მაშინ ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის სამეფოებს დედოფალი მარგარიტა მართავდა, რომლის სასახლეც მეხელინში მდებარეობდა. ის ევროპის ერთ-ერთი პირველი რენესანსის სტილის შენობაა ფანტასტიკური ბიბლიოთეკით. დედოფლის სიკვდილის შემდეგ, ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი გახდა, ნიდერლანდების კი ამსტერდამი. თუმცა, მეხელინი მაინც გამოირჩეოდა მდიდარი კულტურული ცხოვრებით ხელოვნებასა და მუსიკაში.

ქალაქში ყოველ შაბათს ბაზრობები იმართება, რომელიც მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს. მოინახულეთ გოთიკური და ბაროკოს ეკლესიები და ქალაქის ციხესიმაგრეები. მათ შორისაა სან რამბოლდის კათედრალი.

შემდეგი მიმართულებაა ანკერის ლუდსახარში (Het Anker brewery), ბელგიის ერთ-ერთი გამორჩეული ლუდსახარში. შეგიძლიათ აიღოთ 90 წუთიანი ლუდსახარშის ტური.

მეხელენის ანტიკურ ქუჩებზე, შუა საუკუნეების შთამბეჭდავი ფასადები მოგხიბლავთ, ასევე მე-16 საუკუნის ხის არქიტექტურა. აუცილებლად დააგემოვნეთ Kriek Lindemans, კენკრის დაბალალკოჰოლური ლუდი.

მეხელინში შეგიძლიათ ივახშმოთ თევზის ბაზრობაზე (Vismarkt), სადაც ბევრი ღია რესტორანი და წყლის ხედებია.

ბელგიის ამ “პატარა ბრიუგეს” ბევრი მუზეუმი, პარკი და ცნობილი საჯარო ბიბლიოთეკა აქვს, რომელიც ბაროკოს მონასტრის ნანგრევებზეა აგებული.












