გოტენბურგში მოწყენა შეუძლებელია, ის შვედების საყვარელი სანაპირო ქალაქია ბევრი საინტერესო აქტივობით და ადგილით. ბუნების მოყვარულები დატკბებიან ბოტანიკური ბაღით, ხელოვნების მოყვარულებს კი მოეწონებათ მისი ხელოვნების მუზეუმი. გურმანებისთვის კი შვედეთის ეს ქალაქი საკმაოდ გემრიელი კერძებით გამოირჩევა. გოტენბურგში ტურისტებს თავი ამსტრედამშიც კი ჰგონიათ, რადგანაც ამ პატარა ქალაქში ბევრი წყლის არხია. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ:

1. გაერთეთ ლისებერგის გასართობ პარკში

ლისებერგის გასართობი პარკი ოჯახური გართობისა და დასვენებისთვის ნამდვილი სამოთხეა. სკანდინავიის ამ უდიდესი პარკის შთამბეჭდავი ატრაქციონები ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც ძალიან უყვართ. აქ ნახავთ ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი თავისუფალი ვარდნის ატრაქციონსაც. ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდებია ზაფხული, რადგანაც აქ ბევრი ყვავილი ყვავის და ჰელოვინი, როდესაც პარკი თემატურად ირთვება.

მისამართი: Örgrytevägen 5

2. გაისეირნეთ სლოტსკოგენის პარკში

ქალაქის გულში მშვიდი ფოთლოვანი პარკი და მინი-ზოოპარკი მდებარეობს. მისი სრულად მონახულება ყველასთვის უფასოა. აპრილიდან სექტემბრამდე ბავშვებს პონით გასეირნებაც შეუძლიათ. დაისვენეთ მუხის და სხვა ხეების გარემოცვაში.

მისამართი: Slottskogspromenaden

3. ისიამოვნეთ გარე თავგადასავლებით გოტენბურგის სამხრეთ არქიპელაგზე

არ გჭირდებათ წახვიდეთ შორს ქალაქიდან იმისათვის, რომ მომხიბვლელი სოფლები, ლანდშაფტი და სუფთა სანაპიროები იპოვნოთ. გოტენბურგის არქიპელაგი საშალებას იძლევა ინახულოთ ულამაზესი ბუნება და ისეირნოთ ნავით. სამხრეთ კუნძულები მანქანებისგან დაცლილიც კია.

4. ისევ ბუნება გოტენბურგის ბოტანიკურ ბაღში

თუ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის ბუნება მოგენატრებათ, ეს ბაღი საუკეთესო ადგილია, როგორც ბუნების ნაკრძალის ნაწილი. ამ მშვიდ ოაზისში სტრესისგან ნამდვილად გათავისუფლდებით. გოტენბურგის ბოტანიკური ბაღი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია და იშვიათ სახეობებს აერთიანებს.

მისამართი: Carl Skottsbergs gata 22A

5. გოტენბურგის ხელოვნების მუზეუმი (Goteborgs Konstmuseum)

ამ გამორჩეულ მუზეუმში ჩრდილოეთ ევროპის განსაკუთრებული ხელოვნების ნიმუშები ინახება. აქ ნახავთ მუნკის, პიკასოს, შაგალის, მონეს, რემბრანტის და სხვების ნამუშევრებსაც.

მისამართი: Götaplatsen

6. გამოიკვლიეთ ისტორიული ჰაგას გამზირი

გოტენბურგის ისტორიული გამზირი ნამდვილად შეგიყვარდებათ. ის ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქალაქის უძველესი უბანია. გაისეირნეთ საუცხოოდ შემონახული ხის სახლების, მაღაზიების და სასიამოვნო კაფეების გასწვრივ.

მისამართი: Haga Nygata

7. “ბაღის საზოგადოება” (Trädgårdsföreningen)

ქალაქის გულში მდებარე გოტენბურგის ეს ბაღი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოდ შენარჩუნებული მე-19 საუკუნის ბაღია. გაისეირნეთ ეგზოტიკურ მცენარეებსა და ისტორიულ ნაგებობებს შორის. აქ წარმოდგენილია ვარდების გასაოცარი კოლექცია, პალმების სახლი და კრისტალის სასახლე.

მისამართი: Slussgatan 1

8. გამოიკვლიეთ სამყარო სამყაროს მუზეუმში (Universeum)

გოტენბურგის ცენტრში მდებარე ეს ღირსშესანიშნაობა მოიცავს ევროპის ერთ-ერთ უდიდეს აკვარიუმს, დახურულ წვიმის ტყეებს და საფარის.

მისამართი: Södra vägen 50

9. დატკბით ხედებით (Skansen Kronan)

ქალაქის ისტორიული ჰაგას გამზირიდან ფეხით მოკლე სავალ მანძილზე, შვედეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე მდებარეობს, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს. ის იცავდა ქალაქს, შემდეგ იყო ციხე, შემდეგ კერძო რეზიდენცია და ბოლოს სამხედრო მუზეუმიც. დღეს აქ კაფე-რესტორანი და საკონფერენციო ცენტრია.

მისამართი: Skansberget, Leijonsparres Väg 15

10. იშოპინგეთ (Magasinsgatan)

ეს ტრენდული და ცოცხალი უბანი ცენტრალურ გოტენბურგში მდებარეობს და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გაშენებული. მიირთვით ყავა და დაათვალიერეთ ვინტაჟური სამოსი.