შვედეთი სხვა სკანდინავიური ქვეყნების მსგავსად, ცნობილია თევზის კერძებით და ამ ინგრედიენტით გაჯერებულ მრავალფეროვან რეცეპტებს შეხვდებით. შვედური გასტრონომია განსაკუთრებულია: გემრიელი და დამანაყრებელი. ჩვენ აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძებს გირჩევთ:
-
Korv stroganoff
ეს ბიფსტროგანოვის საოცრად გემრიელი შვედური ვერსიაა. სოუსის პიკანტურობა ერთმანეთს წააგავს, თუმცა ამის იქით მსგავსება წყდება. საქონლის ხორცის მაგივრად, აქ შებოლილ სოსისს იყენებენ.

-
Smörgåstårta
“ნამცხვარი-სენდვიჩი” ნამდვილად მოიხიბლებით თუ ნამცხვრებიც გიყვართ და სენდვიჩებიც. პურის ფენები შევსებულია კვერცხით ან კრევეტებით, დამატებული აქვს მაიონეზი, ყველი, კიტრი, პომიდორი და ლიმნის წვენი.

-
Kalops
ამ მსუყე კერძს ძირითადად ზამთარში მიირთმევენ. კუბიკებად დაჭრილი ძროხის ხორცი წითელ ღვინოში, ხახვში, ნიორში და სტაფილოში ზავდება. შვედები მას კენკრასაც უკეთებენ, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს.

-
Flygande Jakob
ამ კერძის ცენტრალური ინგრედიენტი ქათამია, რომელიც ცხარე სოუსით, რძით და კრემით ჯერდება. მას დიდ ჯამში ამზადებენ და ტოპინგად ბეკონსაც კი უმატებენ. ტკბილი, მარილიანი, კრემის და ცხარე – ეს რეცეპტი ყველანაირად ხასიათდება.

-
Pitepalt
ეს კარტოფილის დამპლინგები ჩრდილოეთ შვეიცარიაში ძალიან უყვართ. მას შიგნით სეზონურ მწვანილს და წიწაკას უკეთებენ, შემდეგ ხარშავენ და კარაქთან ან ჯემთან ერთად მიირთმევენ.

-
Filmjölk
ეს მისტიკური სითხე უფრო თხელია ვიდრე იოგურტი მაგრამ უფრო სქელი ვიდრე რძე. მას შვედეთში საუზმეზე მისაყოლებლად იყენებენ – შვრიის ფანტელებთან ან ხრაშუნა ბურბუშელასთან. ის იმდენად პოპულარულია, რომ სუპერმარკეტებში ყველგან შეხვდებით, თანაც სხვადასხვა არომატით.

-
Pyttipanna
ეს კერძი ალბათ აქამდეც მიგირთმევიათ სახლში დილაობით. ეს შემწვარი კარტოფილის, ხახვის და ხორცის კომბოა, როგორც წესი შებოლილი სოსისით ან ბეკონით. მას კვერცხთან ერთად მიირთმევენ.

-
Jansson’s temptation
ამ კერძს ყველა სეზონზე მიირთმევთ, თუმცა თავად შვედებს ის შობის პერიოდში უყვართ. ეს კრემიანი კარტოფილი ცნობილი შვედი ოპერის მომღერლის სახელს ატარებს.

-
Raggmunk and lingonberries
ეს შვედური კარტოფილის ფანქეიქი კვერცხში იწვება და როგორც წესი, შემწვარ ღორის ხორცთან მიირთმევენ. ეს კერძიც ზამთრის თვეებშია პოპულარული, მაგრამ წელიწადის სხვა დროსაც ადვილად მიირთმევთ.

-
Gravlax with dill potatoes
ამ კარტოფილის და ორაგულის კერძმა შვედეთიდან მთელ მსოფლიოში იმოგზაურა. მას მდოგვის სოუსთან მიირთმევენ და საკმაოდ გემრიელია.

-
Crayfish
ეს კერძი შვედეთში 1500 წლიდან მზადდება. მას წარმატებული საზღვაო სეზონის აღსანიშნავად გვიან ზაფხულში მიირთმევენ. ამ ქვეყანაში სპეციალურ წვეულებებსაც კი აწყობენ მისი სახელით.

-
Knäckebröd
ეს შვედური ხრაშუნა პურია, რომელსაც სხვადასხვა რამეს აყოლებენ, მაგალითად კარაქს, ყველს და თაფლს. შვედებისთვის ის გემრიელი საუზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

-
ხახვი და არაჟანი
ხახვის და არაჟნის ამ კერძს ძირითადად კარტოფილს აყოლებენ. ის ზაფხულშია პოპულარული და დღესასწაულებზე მიირთმევენ. აყოლებენ ორაგულს და ქაშაყსაც.

-
ქაშაყი შვედურად
შვედეთში ქაშაყს სხვადასხვა არომატით ამზადებენ: ხახვით, ნივრით, მდოგვით, კამით და როგორც წესი კარტოფილთან, კვერცხთან ან უბრალოდ არაჟანთან ერთად მიირთმევენ.

-
Gubbröra
კვერცხის და ანჩოუსის სალათა წახემსების გემრიელი ვარიანტია. მას შავ პურთან სტარტერად ან ღამის ხემსად მიირთმევენ.

-
Toast skagen
სკაგენის ტოსტი ეროვნული მნიშვნელობის დელიკატესია, რომელსაც კაფეებშიც მიირთმევთ და სახლში სტუმრადაც. პური კრევეტით, თევზით, დიჟონის მდოგვით, მაიონეზით და კამით ნამდვილად დამანაყრებლია.

-
Ärtsoppa
ეს მოყვითალო სუპი კლასიკური სუსხიანი ამინდის კერძია შუასაუკუნეების პერიოდიდან. მას ბეკონსაც უმატებენ, თუმცა რელიგიური მიზნებით მის გარეშეც ამზადებენ.

შვედური ხორცის ბურთულები
შვედურად მომზადებულ ხორცის ბურთულებს ახასიათებენ როგორც “ისეთი ხორცის ბურთულები, როგორსაც ბავშვობაში დედა აკეთებდა”. ეს კერძი მხოლოდ შვედეთში უნდა გასინჯოთ. რეცეპტი რეგიონების მიხედვით იცვლება. მას აყოლებენ მაკარონს ან მოხარშულ კარტოფილს და კრემის სოუსს.

-
Prinsesstårta
“პრინცესების ნამცხვარი” დესერტია, რომელიც ასევე შვედეთში ყოფნისას უნდა დააგემოვნოთ. სახელს მიღმა შემდეგი ისტორიაა: ის შვედეთის პრინცი კარლის ქალიშვილებისთვის მათმა მასწავლებელმა, ჯენი აკერსტრომმა მოამზადა და ის გოგონებს ძალიან შეუყვარდათ. ტრადიციულად, მას სექტემბერში აცხობენ.

-
Saffransbullar and cinnamon buns
შვედური დარიჩინის ფუნთუშები პოპულარული დილის ხემსია ყავასთან ერთად. მას ყველაზე ხშირად შობის სეზონზე მიირთმევენ.











