გერმანიის შუაგულში მდებარე ეს ძველი ქალაქი ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნოვანი დასახლებაა. აქ ცხოვრობდა მარტინ ლუთერი და ყოველწლიურად აქ აღნიშნავენ მისი პროტესტანტული რეფორმაციის იუბილეს.

როგორ მოვხვდეთ: ერფურტი ბერლინის სამხრეთით, 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ლაიფციგიდან 45 წუთის სავალ გზაზე, ხოლო ფრანკფურტიდან 3 საათის სავალ გზაზე. შეგიძლიათ მოიწყოთ ბერლინი-გორლიცი-დრეზდენი-ლაიფციგის სათავგადასავლო ტური და გზად გაივლით ერფურტსაც. გერმანიის დიდ ქალაქებს ერთმანეთთან მსხვილი რკინიგზა და მატარებლები აკავშირებს.

მოინახულეთ ეკლესიები

ლუთერი ერფურტს ახასიათებდა როგორც “კოშკების ქალაქს”. მხოლოდ მის ცენტრში 25 ეკლესიაა, მათ შორის კი ორი განსაკუთრებით გამორჩეულია: ერფურტერ დომი (Erfurter Dom) და წმ. სევერუსის ეკლესია. წმ. მარიამის ეკლესიაში 18 მ. სიმაღლის ვიტრაჟული ფანჯარაა. ძველი სინაგოგა კი ევროპის უძველესი სინაგოგაა, ებრაული ისტორიის მუზეუმით.

გადაჭერით 142 ხიდიდან რომელიმე

თუ რელიგიური ნაგებობები ამჯერად არ გაინტერესებთ, გადით ქალაქში და დაათვალიერეთ შუა საუკუნეების და ნეოკლასიკის ბრწყინვალე არქიტექტურული ნიმუშები. აქ 142 ხიდი მდებარეობს მდინარე ფერაზე და ფლატგრაბენზე. ერფურტში საცხოვრებელი სახლები პირდაპირ ხიდებზეა აგებული.

ეწვიეთ ციხესიმაგრეს

პიტერსბერგის ციტადელი (Zitadelle Petersberg) მთაზე მდებარეობს. ორ საათიანი გიდის ტურით მოინახულებთ მის მიწისქვეშა გვირაბებსაც. შეგიძლიათ უბრალოდ გაისეირნოთ ბალახზე და დატკბეთ ფანტასტიკური ხედებით.

შეუერთდით მხიარულ ბაზრობას

აქ ყველაზე ცნობილი ხიდია სავაჭრო ხიდი (Merchant’s Bridge), ყველაზე გრძელი დასახლებული ხიდი კონტინენტზე. ყოველწლიურად მეზობლობა აქ სხვადასხვა ფესტივალს ატარებს. გაზაფხულობით კერამიკის ბაზრობაა, ზაფხულში ყვავილების, შემოდგომაზე მოსავლის, ხოლო ზამთარში საშობაო ბაზრობა ეწყობა.

განიტვირთეთ

ეწვიეთ ქალაქის საუკეთესო კოქტეილის ბარს: Modern Masters ან პაბს: Steinhaus. შეგიძლიათ მოუსმინოთ ლაივ მუსიკასაც მთელ ქალაქში.