“მამა მია!” “Mamma Mia!” ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობას შთაგვაგონებს. ფილმი “აბბას” სიმღერებზეა დაფუძნებული და საბერძნეთის რამდენიმე ულამაზეს ლოკაციას წარმოგვიდგენს. ფილმი გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელიც დედასთან ერთად საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაიზარდა და ქორწილის წინ, მამის გაცნობა უნდა. მან იმხელა პოპულარობა მოიხვეჭა, რომ 2008 წელს გადაღებულ ფილმს, 2018 წელს გაგრძელებაც მოყვა. თუ ამ ფილმის ფანი ხართ და მისი ლოკაციების მონახულება გსურთ, ჩვენ ოთხ მათგანს გთავაზობთ.
სკიატოსი, საბერძნეთი
საუკეთესო გზა, რომ საბერძნეთში “მამა მიას!” ფილმის გადასაღები ლოკაციები მოინახულოთ, სკიატოსის კუნძულის აეროპორტში ჩაფრენაა. აქედან სკოპელოსის კუნძულიც ძალიან ახლოს მდებარეობს, სიის შემდეგი ლოკაცია. სკიატოსზე რამდენიმე ქვიშიანი სანაპიროა, რომელიც ფილმში გამოიყენეს. პორტი, სადაც სამი მამა ერთმანეთს პირველად ხვდება, სწორედ სკიატოსის ძველი პორტია. წმ. ნიკოლაოსის საათის კოშკის გარშემო არსებული არეალი გამოყენებულია სცენებში, როცა სოფი წერილებს წერს. გადამღები ჯგუფი გადაღებების დროს რჩებოდა სკიატოსის პრინცესას სასტუმროში (Skiathos Princess Hotel); სკიატოსის სასახლის სასტუმროში (Skiathos Palace Hotel) და მანდრაკში (Mandraki).

სკოპელოსი, საბერძნეთი
“მამა მიას!” გარე სცენების უმეტესობა კუნძულ სკოპელოსის სანაპიროების და ქალაქების ტერიტორიაზე გადაიღეს. კუნძული ეგეოსის ზღვაში მდებარეობს. შეგიძლიათ აქ პირდაპირი ფრენით ჩახვიდეთ, ან სკიატოსის კუნძულიდან ბორნით გადახვიდეთ. აქ საკმაოდ ბევრი დასარჩენი ადგილია. სკოპელოსის ლოკაციებს შორის, რომელიც ფილმში გამოგონილი “კალოკაირის კუნძულია”, პროდიუსერებმა გამოიყენეს მთის შემაღლება გლისტერისთან (Glisteri), როდესაც სოფი ქორწილიდან გარბის. ასევე, კლდე ამ ადგილას გამოყენებულია სცენაში, როდესაც სოფი მის პოტენციურ მამებთან ერთად ხტება. გადამღები ჯგუფი გადაღებების დროს რჩებოდა სოფელ სკოპელოსის სასტუმროში (Skopelos Village Hotel), პრინც სტაფილოსის სასტუმროში (Prince Stafylos Hotel), ადრინას სასტუმროში (Adrina Hotel) და აეოლიას სასტუმროში (Aeolia Hotel).

დამუჩარი, საბერძნეთი
დამუჩარი (Damouchari) საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს, ვოლოსიდან 30 წუთის გზაზე, ათენიდან ჩრდილოეთით. ამ ადგილის კადრები გამოყენებულია ფილმის დასაწყისში, როცა კრისტინა ბარანსკი და ჯული ვოლტერსი კუნძულზე ჩადიან და მერილ სტრიპის გმირს ხვდებიან. ასევე, სანაპიროს ზოგიერთი სცენა დამუჩარის ცისფერ სანაპიროზეა გადაღებული. მართალია, გამოგონილი სასტუმრო “ვილა დონა” სკოპელოსის გლისტერის სანაპიროს მაღლა მდებარეობს, მაგრამ ვილა დონას სცენების უმეტესობა სტუდიაშია გადაღებული და შემდეგ საბერძნეთის კადრებთან შერწყმული. მაგალითად, როდესაც მოცეკვავეები ვოლა დონადან ზეთისხილის ბაღებში გადიან, ეს დამუჩარია.

ვისი, ხორვატია
გასაოცარია, მაგრამ გამოგონილი კუნძული კალოკაირი, სკოპელოსთან ერთად, რეალურ ხორვატიულ კუნძულ Vis-სსაც გვაჩვენებს. ეს ხდება ფილმის მეორე ნაწილში: “Mamma Mia! Here We Go Again.” ეს კუნძული ხორვატიის მიწიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და ერთ დროს სამხედრო ბაზის განთავსების გამო დახურულიც კი იყო. 2018 წელს გამოსული ფილმის გადაღებებისთვის ის ნაკლებად ცნობილი და განვითარებული იყო ინფრასტრუქტურით, მაგრამ მისი პოპულარულობა ტურიზმის მიმართულებით, ფილმის გამოსვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. აქ ულამაზესი ბუნების ლანდშაფტები, გასაოცარი კლდეები და გამოქვაბულებია.











