საუკეთესო ადგილები სტამბოლში რომ იშოპინგოთ, მთელ ქალაქშია გაფანტული. აქ ასობით მოლი და ბუტიკია ჩამალული ქუჩებსა და ხეივნებში. მისი ცნობილი ბაზრობების ისტორია და ატმოსფერო ქალაქს განსაკუთრებულ იერს სძენს. შეიძინეთ ხალიჩები, ჩაი, სუნელები და თურქული ტკბილეული სის ბაზრებში. შეგიძლიათ ივაჭროთ ფასზეც.
დიდი ბაზარი/Grand Bazaar
სტამბოლის ატმოსფერული ბაზრობა
ეს შიდა ბაზრობა 3000 დახლს და მაღაზიას აერთიანებს ჩამწკრივებულს დაახლოებით 60 ქუჩაზე. ის მე-15 საუკუნით თარიღდება და დღეს სტამბოლის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, სადაც დღეში დაახლოებით მილიონის მეოთხედი ადამიანი ვაჭრობს. პროდუქციის არჩევანი შთამბეჭდავია: სამკაული, ხალიჩები, ლამფები და სახლის ნივთები. გასართობია უბრალოდ მის ლაბირინთებში გზის გაკვლევა. ღიაა ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე.
მისამართი: Beyazıt, Kalpakçılar Cd. No:22
ეგვიპტური ბაზარი/The Egyptian Bazaar
ფერადი მე-17 საუკუნის ბაზრობა
ამ ბაზარს სუნელების ბაზარსაც უწოდებენ და შესანიშნავი ადგილია ახალი სურნელებით დასატკბობად. აქ შეიძენთ დარიჩინს, ჩილის, ძირას და აშ. ასევე, ნუშს, თხილს, თაფლს და ჩირებს. მოვაჭრეები დიდი სიამოვნებით დაგაგემოვნებინებენ ყველაფერს, სანამ შეიძენთ. ღიაა ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 8-მდე.
მისამართი: Rüstem Paşa, Erzak Ambarı Sok. No:92
ბაგდათ კადესი/Bağdat Caddesi
სტამბოლის მსხვილი შოპინგ ქუჩა, ცნობილი ბრენდებით
ეს არის გამზირი, სადაც სტამბოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მაღაზიებია განთავსებული. ხეებით ჩამწკრივებულ ბულვარში ნახავთ ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: ზარა, H&M, Apple.
კადიკოის ბაზარი/Kadıköy Produce Market
დატვირთული ბაზარი ცოცხალ უბანში
კადიკოის ბაზარი ყოველდღიური ქუჩის ბაზრობაა გაჯერებული ფერებით. ქალაქის აზიურ ნაწილში მდებარე კადიკოი წყლისპირა უბანია, მარმარილოს ზღვაზე გასასვლელით და ქაოტური თევზის ბაზრობით. აქ ჯანსაღ პროდუქციას შეიძენთ: ზეთისხილს, თევზს, ჩირს, მწვანილს და ბოსტნეულს. ასევე, საპნებს. ღიაა ორშაბათი-შაბათი დილის 9-დან 5 საათამდე.
მისამართი: Caferağa, Muvakkıthane Cd. No:18
ისტინაი პარკი/Istinye Park
სავაჭრო ცენტრი
ეს შოპინგ მოლი ერთ-ერთი უდიდესია სტამბოლში. აქ 290 მაღაზიას აღმოაჩენთ, მათ შორის არიან: Cartier, Gucci, Fendi, Dior, Louis Vuitton და Chanel. 4 სართულზე განაწილებულ მაღაზიებს შორის ნახავთ კაფე-რესტორნებსაც. ღიაა ყოველდღე 10-დან 10-მდე.
მისამართი: Pınar, Katar Cd No:73
ჩუკურცუმას ანტიკური გამზირი/Çukurcuma Antiques District
ვინტაჟური და ანტიკური არეალი
ეს ადგილი საუკეთესოა სტამბოლში, როდესაც ანტიკურ ნივთებს ეძებენ. აქ ნახავთ ძველ ნივთებს: ავეჯს, წიგნებს, ვინტაჟურ სამოსს, ნახატებს, რეტრო და ხის პროდუქციას. ჩუკურცუმაზე ისეთ რამეებ იპოვნით, რასაც ეძებდით მაგრამ არ გახსოვდათ რომ დიდი ხანი გსურდათ.
საჰაფლარის ძველი წიგნების ბაზარი/Sahaflar Carsisi Old Book Bazaar
ახალი და მეორადი წიგნებისთვის
ამ სტამბოლის წიგნის ბაზარში ქვის თაღიდან მოხვდებით და ეზოში უამრავ წიგნის მაღაზიას იპოვნით. ეს ერთგვარი ლიტერატურული ჰაბია ქალაქში, რომელიც ბიზანტიური პერიოდიდან თარიღდება. როდესაც თურქეთი ოტომანური მმართველობის ქვეშ იყო, აქ გამოიცემოდა წიგნები, მანუსკრიპტები და სხვა დოკუმენტები. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 7-მდე.
მისამართი: Beyazıt, Sahaflar Bedesteni Sk. No:4
ისტიკლალ კადესი/Istiklal Caddesi
დატვირთული ბეიოგლუს ქუჩა ეკლექტური მაღაზიებით
ეს უდიდესი საფეხმავლო ქუჩაა სტამბოლში, სადაც ვინტაჟური ტრამვაი დადის. აქ ნახავთ გლობალურ თუ დამოუკიდებელ ბრენდებს, ყვავილებს და პოპულარულ მაღაზიებს. შოპინგის შემდეგ კი რომელიმე სასიამოვნო კაფეში შეისვენებთ.
Ali Muhiddin Hacı Bekir
ისტორიული სტამბოლი და თურქული ტკბილეული
ეს სტამბოლის უძველესი ტკბილეულის მაღაზიაა, რომელიც 1777 წელს გაიხსნა. აქ თურქული ტკბილეულის დიდი არჩევანი დაგხვდებათ. ღიაა ყოველდღე 9-დან 9-მდე.
მისამართი: Katip Mustafa Çelebi, İstiklal Cd. No:83