საუკუნეების ისტორიით და ზომის მასშტაბურობით, რთულია სტამბოლში ერთ ჩასვლაზე მოასწროთ ყველაფერი. თუმცა, მისი ცენტრალური უბნები საკმაოდ კომპაქტურია და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს. ჩვენ სტამბოლის საუკეთესო უბნებში გაგარკვევთ:

1. Sultanahmet – ისეთი ღირსშესანიშნაობებისთვის, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

სტამბოლის ეს ისტორიული ცენტრი ყოფილი ბიზანტიური და ოტომანური იმპერიების ადგილია. აქ ქალაქის მთავარი ძეგლებია თავმოყრილი ერთმანეთთან საფეხმავლო დისტანციაზე. ამ ისტორიული ატმოსფეროს შესაგრძნებად მოინახულეთ აია სოფია და ლურჯი მეჩეთი. ასევე, ტოპკაპის სასახლე. ოტომანური სასახლეების გადმოსახედებიდან ქალაქზე საოცარ ხედებს იხილავთ. აქ ისიამოვნებთ თურქული სამზარეულოთიც.

2. Beyoğl – საუკეთესო უბანი თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურისთვის

სულთანაჰმეთიდან სასეირნო ქუჩებით გალათას კოშკს გაუყევით და ბიოგლის გამზირზე მოხვდებით. ეს არეალი დიდხანს იყო სტამბოლის ქრისტიანი და სხვადასხვა საზოგადოების სახლი. დღეს აქ აღდგენილი ევროპული ნაგებობებია მე-19 და მე-20 საუკუნეებიდან. მნიშვნელოვანი კულტურული ინსტიტუციაა პერას მუზეუმი. ამიტომაც, ეს უბანი ხელოვნებით დასატკბობად საუკეთესო ადგილია.

3. Fener & Balat – საუკეთესო ანტიკური არეალი

ეს უბნები ამ არეალის მეტად კოსმოპოლიტურ წარსულს წარმოგვიდგენს, ფერადი სახლებით და ქვაფენილიანი ქუჩებით, რომელსაც ინსტაგრამისთვის კონტენტის გადასაღებად ბევრი სტუმრობს. აქ აღმოაჩენთ ბევრ ანტიკურ მაღაზიას და კაფის კულტურაც საკმაოდ შესამჩნევია. აუცილებლად ისარგებლეთ წყლის ტრამვაით ან ბორნით.

4. Kadıköy – საუკეთესო კაფეებისა და ღამის ცხოვრებისთვის

კადიკოის უბნის პოპულარულობა სტამბოლის აზიურ ნაწილში რამდენიმე წელია რაც იზრდება და ქმნის უბანს, რომელიც ცოცხალია დღისით და ღამით, კაფეტერიებით, ბუტიკებით, პატარა დამოუკიდებელი გალერეებით, რესტორნებით, პაბებით და ლაივ-მუსიკის სივრცეებით. აქ ნახავთ ფერად ქუჩის ბაზრობას და მომხიბვლელ მზის ჩასვლას ბულვარში.

5. Nişantaşı & Teşvikiye – მდიდრული შოპინგისთვის

ტაქსიმის მოედნის ჩრდილოეთით ბევრ დიზაინერის და მაღალი მოდის მაღაზიას, მოდურ კაფეს და უზარმაზარ აპარტამენტებს შენიშნავთ. ამ უბანს ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი მწვანე რეკრეაციული ზონა აქვს და პოპულარულია პიკნიკის მოწყობისა და სეირნობისათვის. ქალაქის სხვა ნაწილებს რო დაუკავშირდეთ, საუკეთესო გზაა მეტრო, ავტობუსი და ბორანი.

6. Kurtuluş & Bomonti – ადგილობრივი მარკეტებისა და ავთენტურობისთვის

ეს უბნები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან. კურტლუსი გვთავაზობს ტრადიციულ სამეზობლო ცხოვრებას, ხმაურიან ქუჩებს და სახლურ რესტორნებსა და საცხობებს. ბომონტი გთავაზობთ ღამის ცხოვრების დიდ არჩევანსაც. ღია ცის ქვეშ არსებულ ბაზრობაზე შეიძენთ ორგანულ პროდუქციას და საკვებს.

7. Beşiktaş & Ortaköy – საუკეთესო ბოსფორის ხედებისთვის

ეს უბნები სტამბოლის საერთაშორისო სასტუმროებს და ბოსფორზე ხედებს წარმოგვიდგენენ. ბეშიქთაში დატვირთული სატრანზიტო ჰაბია ახალგაზრდული არმოსფეროთი და ცოცხალი ბარ-რესტორნებით. ნავალის მუზეუმთან ნახავთ კაფეებსა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს. ბოსფორის პირველ ხიდთან მდებარე ორტაკოი ულამაზესი ბაროკოს მეჩეთით და ცნობილი წყლისპირა არეალით გამოირჩევა. ორივე უბანში ბევრი ბორანი დადის. ილდიზის პარკი პოპულარული ადგილია თურქული საუზმის მისამრთმევად საუკუნოვან პავილიონში.