კაშკაისი – სანაპირო სამოთხეა მომხიბვლელი, ყვავილებით მორთული ქვაფენილიანი ქუჩებით, ლამაზი თეთრი სახლებით და გასაოცარი სანაპიროებით. ეს ძველი მეთევზის სოფელი ადგილობრივებს ძალიან უყვართ და ლისაბონელები აქ უიქენდებს ხშირად ატარებენ. კაშკაისი ადვილად უკავშირდება სინტრას და ლისაბონს.
1. აღმოაჩინეთ ძველი ქალაქი
ძველი კაშკაისი ულამაზესია. გაისეირნეთ დილაობით მძინარე ვიწრო ქუჩებში, დააკვირდით ადგილობრივებს როგორ სვამენ ყავას. შეეჩვიეთ აქაური ცხოვრების რიტმს. დაათვალიერეთ ქუჩის ხელოვნება. კაშკაისი შოპინგის სამოთხეა. აქ ბევრი საინტერესო მაღაზიაა.

2. მოიწყვეთ 1 დღიანი ტური სინტრაზე
სინტრა კულტურის მოყვარულებისთვის რეალობად ქცეული ოცნებაა. გამოიკვლიეთ ეს უზარმაზარი ეროვნული პარკი სავსე ციხესიმაგრეებით, ზღაპრული სასახლეებით და ეგზოტიკური ბაღებით. ეს იუნესკოს დაცული ძეგლი პორტუგალიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და კაშკაისთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. დაათვალიერეთ მწვანე მთები და ტყეები. გაყევით ავტობუსის ხაზს (hop-on-hop-off) რომელიც ყველა ღირსშესანიშნაობას დაგათვალიერებინებთ.

3. კაბო დე როკას ნახევარკუნძული
კლდეზე აღმართული 160 მეტრი სიმაღლის შუქურა, რომელიც ოკეანეს გადმოჰყურებს, განსაკუთრებით შთამბეჭდავია. აისეირნეთ მასზე და დატკბით პანორამული ხედებით. ის (Cabo da Roca) არაჩვეულებრივი ადგილია კაშკაისსა და სინტრას შორის. გაყევით ნომერ 403 ავტობუსს.

4. განიტვირთეთ კაშკაისის სანაპიროებზე
კაშკაისს ბევრი სარელაქსაციო ნაპირი აქვს. რბილი ქვიშა ქალაქის მთელ წყლისპირა ზოლს ფარავს. საუკეთესო მათგანებია: Praia da Ribeira de Cascais, Praia da Rainha და Praia da Conceicao. თუ უფრო თავგადასავლებს ეძებთ, ვიდრე რელაქსაციას, აირჩიეთ სინტრა-კაშკაისის ეროვნული პარკი. აქ ცნობილი სანაპიროებია სერფინგისთვის.

5. მოიწყვეთ ერთდღიანი ტური ლისაბონში
ლისაბონი ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქალაქია. მას სან-ფრანცისკოსაც კი ადარებენ მთიანი ლანდშაფტის, ძველებური ტრამვაების და უზარმაზარი ხიდების გამო. თუმცა, პორტუგალიის დედაქალაქს უნიკალური სილამაზე აქვს. მისი არქიტექტურა მოიცავს ფერად ფილებს, ელეგანტურ დეტალებს და იშვიათ ფერებს. კაშკაისიდან მატარებლით აქ ადვილად მოიწყობთ ერთდღიან ან ორდღიან მოგზაურობას. ის 45 წთ გრძელდება და ღირებულებაა 4.5 ევრო.

6. მიირთვით ახლად დაჭერილი თევზის პროდუქტები
პორტუგალია ცნობილია მისი უგემრიელესი ზღვის პროდუქტებით. კაშკაისი ცნობილია როგორც სათევზაო სოფელი მას შემდეგ, რაც მეფე ლუი პირველმა აქ არდადეგების გატარება გადაწყვიტა. მისი ისტორიის და ატლანტიკის ოკეანესთან სიახლოვის გამო, ეს შესანიშნავი ადგილია, რომ პორტუგალიური თევზის კერძები დააგემოვნოთ. მათ შორის თევზი გრილზე, ოკტოპუსი და სხვა.

7. ბოკა დო ინფერნო – ჯოჯოხეთის პირი
ეწვიეთ “ჯოჯოხეთის პირს” და შეიგრძენით ბუნების ძალა ამ სენსაციურ ლოკაციაზე! აქ დროთა განმავლობაში კლდეებისგან ულამაზესი თაღი და ორმო შეიქმნა. შედეგად, ტალღების გავლენით ვულკანის მსგავსი შთაბეჭდილება იქმნება. ამ დრამატული სცენის გამო მას “ჯოჯოხეთის პირი” შეარქვეს. ეს ადგილი (Boca do Inferno) ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. შეგიძლიათ მიხვიდეთ ფეხით ან გაიაროთ ველოსიპედით. კარგი იდეაა თუ გადმოსახედ პლატფორმას მზის ჩასვლისას ეწვევით და ბუნების მაგიური ფერებით დატკბებით. გადმოსახედზე შესვლა უფასოა! აქ არაჩვეულებრივი რესტორანიც მდებარეობს.

8. სანტა მარტას შუქურა
The Santa Marta Lighthouse – იდეალურ საფოსტო ბარათს მოგაგონებთ. ეს ლამაზი თეთრი შუქურა მორთული ლურჯი ზოლებით, პალმებთან ერთად გასაოცარი სანახაობაა. ის ძველი ციხესიმაგრის ადგილას აშენდა და დღეს აქ მუზეუმი მდებარეობს. ის ღიაა სამშაბათი-კვირა: 10:00/17:00.

9. მიირთვით ნაყინი
პორტუგალია შეიძლება ცნობილი არაა თავისი ნაყინით, თუმცა კაშკაისში უგემრიელესი ნაყინის მაღაზია მდებარეობს. ასიამოვნეთ საკუთარი თავი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაყინით! მიირთვით კლასიკური და უნიკალური გემოები. თმცა მათი ფილიალები მთელ პორტუგალიაშია გაბნეული.

როგორ მოხვდებით კაშკაისში? ლისაბონიდან მატარებელს აქამდე 30 წთ სჭირდება. ისინი ყოველ 10 წუთში დადიან. თვითნ ქალაქი სჯობს რომ ფეხით დაათვალიეროთ. თუ ველოსიპედით სიარული გიყვართ, აქ გასაოცარი საველოსიპედო ბილიკებია.











