მაკარსკა პატარა წყლისპირა ქალაქია გასაოცარი ბულვარით, რომელიც სპლიტიდან დუბროვნიკამდეა გაჭიმული მთელ ადრიატიკის სანაპიროზე. მართალია, მაკარსკაში მთავარი სანახაობა მისი ულამაზესი სანაპიროებია, თუმცა მას მდიდრული კულტურული მემკვიდრეობა, ბაროკოს არქიტექტურა და შთამბეჭდავი მთებიც აქვს. გაისეირნეთ მის ქუჩებსა და ბულვარში, აღმოაჩინეთ ნავსადგური, ქვიანი ნაპირები და კაფეები ზღვის ხედით სადაც უგემრიელეს ზღვის პროდუქტებს შემოგთავაზებენ.
ბიოკოვოს ეროვნული პარკი/Biokovo Nature Park
დალაშქრეთ ლამაზი ბილიკები
ბიოკოვოს მთაგრეხილი სხვადასხვა სირთულის ბილიკებს გვთავაზობს ბუნებაში სიარულის მოყვარულებისთვის, ფიჭვის ტყეებითა და პრეისტორიული ნანგრევებით.
მაკარსკას ძველი ქალაქი და კაჩიჩის მოედანი
ქალაქის სული და გული
მაკარსკას მთავარი მოედანი რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას გვაცნობს. აქ მე-18 საუკუნის ცნობილი პოეტის, ანდრია კაჩიჩის ქანდაკება, ვენეციური შადრევანი და ტაძარი დაგხვდებათ. მთების ხედზე დროს სასიამოვნოდ გაატარებთ, მიირთმევთ ნაყინს და მოისმენთ მუსიკალურ პერფორმანსებს.
მისამართი: Trg fra Andrije Kacica Miosica 5
ასტრონომიული ობსერვატორია/Astronomical Observatory
დააკვირდით ვარსკვლავებს
მაკარსკას ცენტრში ასტრონომიული ობსერვატორია მდებარეობს, რომელიც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ვიზიტორებს ღამით ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად მასპინძლობს. შეგიძლიათ ეს დღისითაც გააკეთოთ და თან ობსერვატორიის ეზო დაათვალიეროთ.
მისამართი: Glazbarska 1
ნუგალის სანაპირო/Nugal Beach
მშვიდი გასაქცევი
ეს ქვიშიანი სანაპირო ორ პატარა ქალაქს შორის მდებარეობს და კლდეებითაა გარშემორტყმული. სანაპიროზე მოხვედრა მხოლოდ ფეხით ან ნავითაა შესაძლებელი. საფეხმავლო ბილიკი ქალაქის სამხრეთ ნაწილში იწყება და დაახლოებით 2 კილომეტრს მოიცავს. ნუგალი ბუნების მოყვარულებს ძალიან ხიბლავთ.
ბრაჩი და ჰვარის კუნძულები
სანაპიროზე დასვენებისა და კულტურული დღისთვის
ბრაჩისა (Brač) და ჰვარის კუნძულები ერთ დღიანი კრუიზით შეგიძლიათ მოინახულოთ. ბრაჩი უფრო მშვიდია და იდილიურ სანაპიროებს წარმოგვიდგენს სერფინგისთვის, ცურვისთვის ან სარელაქსაციოდ. მისი ერთ-ერთი სანაპირო (Zlatni Rat Beach) ადრიატიკის ყველაზე გამორჩეულ სანაპიროთა სიაშია.
ჰვარში სასიამოვნო სანაპიროების გარდა, ბევრ ისტორიულ ძეგლსაც იხილავთ. მათ შორის ფორტიკას ციხესიმაგრეს, ფოლკლორულ თეატრს და ფრანცისკულ მონასტერს. ბევრი ვიზიტორი აქ ღამითაც რჩება, მას საკმარისი დრო რომ დაუთმოს.
პეტარის პარკი და შუქურა/Sveti Petar Park
საუკეთესო პანორამული ხედებისთვის
პეტარის შუქურა და მის გარშემო მდებარე იმავე სახელწოდების ნახევარკუნძული ფანტასტიკური ადგილია პანორამული ხედებისა და მზის ჩასვლებისთვის. გაუყევით საფეხმავლო ბილიკებს ტყისკენაც. მე-19 საუკუნეში აგებული შუქურა დღეს პატარა სასტუმროდაა ქცეული. აქ შეგიძლიათ მშვიდად დასხდეთ და ზღვის ფერების შეცვლას დააკვირდეთ.
გაისეირნეთ წყლისპირა ბულვარში
თუ მაკარსკას ცენტრიდან შორს წასვლა არ გსურთ, მისი ქალაქის სანაპიროც იდეალურია სუფთა წყლით და წვრილი ქვიშით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ბულვარი, რომელიც სანაპიროს მიუყვება. აქ კაფე-რესტორნები, მაღაზიები და ბევრი აქტივობის შესაძლებლობაა. ღია ცის ქვეშ ისმის მუსიკა და შეუერთდებით მოცეკვავე ადამიანებს.
მიირთვით ზღვის პროდუქტები და ღვინო
მაკარსკაში ბევრ ლოკაციაზე დააგემოვნებთ გემრიელ ადრიატიკის ზღვის სამზარეულოს. გაისეირნეთ ბულვარში და ზღვის ხედების ფონზე ბევრ კაფეს აღმოაჩენთ. აქ ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანია.
ლისტუნის ქუჩა/Lištun Street
მართალია მაკარსკა პატარაა, მაგრამ მას ცოცხალი ღამის ცხოვრება აქვს. ღამის ბარებს ლისტუნის ქუჩაზე მიაგნებთ. ეს საფეხმავლო ქუჩაა და ყველანაირი მუსიკის მოსმენის მსურველს დააკმაყოფილებს.