ალბანეთი ჯერ კიდევ უცნობი ულამაზესი ადგილებითაა სავსე. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მიმართულებაა. ამ ქვეყანას მრავალფეროვანი ლანდშაფტი, მეგობრული ხალხი, გემრიელი საჭმელი და მდიდარი ისტორია აერთიანებს. აქ ბევრი რამაა სანახავი მთებშიც, სანაპიროებზეც და მშვიდ სოფლებშიც. დაიწყეთ მოგზაურობა დედაქალაქიდან – ტირანა ალბანეთის ისტორიაში ჩაგძირავთ. შემდეგ განაგრძეთ ალბანეთის რივიერაზე, სადაც კრისტალივით ლურჯი წყალი და სუფთა სანაპიროები დაგხვდებათ.
1. ეწვიეთ სანაპიროებს
მეზობელი ხორვატიის და საბერძნეთის სანაპიროების მსგავსად, ალბანეთის ნაპირებზეც ბევრი ულამაზესი სანაპიროა. აქ სხვადასხვა ფერის ქვიშები და ქვის გამოქვაბულები კრისტალივით სუფთა წყალს ერწყმიან. ალბანეთის სანაპირო ხაზი 476 კილომეტრზეა გაჭიმული. ჩრდილოეთით იწყება ვლორეში და სამხრეთით მთავრდება სარანდაში და ქსამილში. რომელ სანაპიროზეც არ უნდა მოხვდეთ, ყველა სამოთხის მსგავსი დაგხვდებათ.
ქსამილი
ქსამილის სამხრეთით მდებარე სანაპირო ნამდვილი საზაფხულო დასვენების ლოკაციაა. სიმწვანეში ჩაფლული ქსამილი ალბანეთის საუკეთესოდ შემონახული ისტორიული ნანგრევებით და ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროთი გამოირჩევა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ჰიმარე
ეს გასაოცარი სანაპირო ქალაქი ალბანეთის კიდევ ერთი საუკეთესო ადგილია. მართალია ის არაა ისეთივე დატვირთული როგორც სხვა სანაპირო ქალაქები, მაგრამ ეს ყოფილი სათევზაო სოფელი ნელ-ნელა პოპულარულ საკურორტო მიმართულებად იქცევა. ფერადი ქვიშიანი სანაპიროები და ფარული გამოქვაბულები ბევრ აღმოსაჩენ სილამაზეს გპირდებათ. ქალაქი ტირანადან 4 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და იდეალური ლოკაციაა 1-2 დღით რომ მიიღოთ რელაქსაცია.
2. მოიარეთ ბატრინტის ეროვნული პარკი
ერთ-ერთი საუცხოოდ შემონახული ეს არქეოლოგიური ლოკაცია და ეროვნული პარკი შთამბეჭდავი იუნესკოს დაცული ტერიტორიაა ქალაქ ქსამილიდან 15 წუთის გზაზე. ის ქვეყნის მდიდარ ისტორიას ინახავს. აღმოაჩენთ ანტიკური ბერძნების, რომაელების და ოტომანური იმპერიის ნამუშევრებს.
3. ეწვიეთ ტრეტს (Theth)
ალბანიის ალპების გულში მდებარე ეს ლამაზი ტრადიციული სოფელი სამთო გზებით და ველური ყვავილებით საშუალებას მოგცემთ რეგიონის სიმშვიდით დატკბეთ. ადგილობრივები აქ ტრადიციული სოფლის ცხოვრებით ცხოვრობენ: მწყემსები ცხვრებს მწყემსავენ და მდინარისპირა პატარა სახლები ზღაპრულ გარემოს ქმნიან. გაატარეთ დრო ბუნებაში.
4. ქალაქი ბერატი (Berat)
ყველა ალბანური მოგზაურობის გეგმა მოიცავს ბერატში გაჩერებას. ეს არის ქალაქი “ათასი ფანჯრით”. ანტიკური უბანი სავსეა ტრადიციული ოტომანური სახლებით, ქვაფენილიანი ქუჩებით, მეჩეთებით, ტაძრებით და ნანგრევებით. გაისეირნეთ მის ქუჩებში და შუასაუკუნოვან ატმოსფეროს აუცილებლად შეიგრძნობთ.
5. დააგემოვნეთ ალბანეთის სამზარეული
ალბანეთის მდიდრული საკვები გემრიელი გემოებით ქვეყნის კულტურული ღირსშესანიშნაობაა. აქ დააგემოვნებთ ახლად დაჭერილ ზღვის პროდუქტებს, პიცას, ადგილობრივ ყველს, სხვადასხვა დელიკატესს, ხორცის კერძებს და ვეგეტარიანულ საკვებსაც.
6. ივაჭრეთ ბაზრობაზე – Gjirokaster Bazaar
ძველ ქალაქში მდებარე ეს ბაზრობა საუკუნეების მანძილზე იყო კომერციის ცენტრი სავსე კაფეებით და მაღაზიებით. აქ შეიძენთ მცენარეულ ჩაის, სახლის თაფლს, ხალიჩებს, სუვენირებს, მეორად სამოსს და ნივთებს და აშ. საღამოს ბაზარი კიდევ უფრო ცოცხალია.
7. კრუჯეს ძველი ბაზარი – Kruje Old Bazaar
ეს ალბანეთის ისტორიულად უმნიშვნელოვანესი სოფელია, მისი სასახლითა და ველებით. კრუჯე ცნობილია როგორც სამშობლოსთვის თავდადებული გმირების მშობლიური დასახლება. აქ მთავარი მოსანახულებელი ცენტრში მდებარე ბაზარია, ხის სახლებით. კრუჯეს ბაზარი 400 წლის წინ შექიმნა და ვიწრო საფეხმავლო ქუჩებზე პატარა მაღაზიებს წარმოგვიდგენს. აქაც უამრავი სახის სუვენირს შეიძენთ.
8. ტირანას პირამიდა
ტირანას ცენტრში მდებარე ეს უნიკალური და კულტურული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი შენობა, კომუნიზმის დაცემამდე შეიქმნა. წლების მანძილზე მას სხვადასხვა მიზანი ქონდა. დღეს ის გრაფიტით მოხატული მიტოვებული ნაგებობაა, რომელიც წარსულის ერთგვარი ამოძახილია. თუმცა, ტირანაში კიდევ ბევრია სანახავი.