დუბაიში ყოფნისას თუ ახლომდებარე ადგილების დათვალიერების ჟინმა შეგიპყროთ, ჩვენ გეტყვით რა და როგორ უნდა მოინახულოთ:
აბუ დაბი
სულ რაღაც 90 წუთში, არაბთა გაერთიანებული საამიროების მეორე უმნიშვნელოვანეს ქალაქში მოხვდებით. უნიკალური მეჩეთი – Sheikh Zayed Grand Mosque, გასაოცარი თაღებით აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. აქ ყოველდღე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ტურებით პარასკევის გარდა. მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ლუვრი აბუ დაბიც Louvre Abu Dhabi, სადაც 600 ხელოვნების ნიმუშს იხილავთ.
როგორ მოვხვდეთ დუბაიდან აბუ დაბიში: ტაქსის ღირებულებაა 55$. შეგიძლიათ გაყვეთ საზოგადოებრივ ავტობუსს – E100 ან E101. მგზავრობის ღირებულებაა 7$.

მლეიჰა
შარჯას ცენტრალურ რეგიონში მდებარე მლეიჰა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ლოკაციაა ემირატებში. ცენტრი რეგიონის ისტორიას გვიყვება პალეოლითის ერადან ბრინჯაოს ხანამდე. დაათვალიერეთ უდაბნო კვადროციკლებით.
როგორ მოვხვდეთ დუბაიდან მლეიჰაში: მლეიჰა დუბაიდან სულ რაღაც 75 კილომეტრში მდებარეობს. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა. ტაქსის ღირებულება 45$-დან იწყება, ხოლო ავტობუსების (103; 104) ფასები 7-დან 11 დოლარამდე მერყეობს.

ჰატტა
ჰაჯარის მთებში მდებარე ჰატტა არაჩვეულებრივი არჩევანია ბუნებაში თავგადასავლებისთვის. შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და გაიაროთ 50კმ-იანი საველოსიპედო გზა ან გაისეირნოთ ფეხით 9 კილომეტრი სიგრძის ბილიკზე. ასევე, იქირავებთ კაიაკს და შეცურავთ ულამაზეს ლანდშაფტში.
როგორ მოვხვდეთ დუბაიდან ჰატტაში: იქირავეთ ავტომობილი ან გაყევით E16 ნომერ ავტობუსს.

შარჯა
შარჯა კულტურული ჰაბია მუზეუმებით და გალერეებით. ის დუბაიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იხილეთ ისლამური ცივილიზაციების და მემკვიდრეობის მუზეუმები, ემირატების კულტურის გასაცნობად. შარჯას ხელოვნების მუზეუმში კი თანამედროვე არაბული ხელოვნება დაგხვდებათ.
როგორ მოვხვდეთ დუბაიდან შარჯაში: ტაქსის ღირებულებაა 24.50$. საზოგადოებრივი ავტობუსებიდან დადიან: E303, E303A, E304, E306, E307 და E107A. ღირებულება $2.75

ალ ეინი – Al Ain
ეს იუნესკოს სიაში შეყვანილი ოაზისია 150 000-მდე პალმით. გაისეირნეთ დაჩრდილულ ბილიკებზე და ეწვიეთ სასახლის მუზეუმსაც.
როგორ მოვხვდეთ დუბაიდან ალ ეინში: ის 150 კილომეტრში მდებარეობს, ქალაქ აბუ დაბისთან. აქ დადის ავტობუსი E201 და გზას დაახლოებით 1 სთ და 45 წთ სჭირდება.

ჯებელ ჯეი
Jebel Jais ემირატების უმაღლესი მწვერვალია (1934მ). იმისათვის, რომ ხედებით, დატკბეთ, მთაზე უნდა ახვიდეთ. გზაშიც და მწვერვალზეც ფენომენალური ხედები დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ ზიპლაინითაც.
როგორ მოვხვდეთ დუბაიდან ჯებელში: მანქანის ქირაობის შემთხვევაში მოგიწევთ 150 კილომეტრი სიგრძის ულამაზესი გზის გავლა.

ფუჯაირა
დაივინგის და სნორკელინგის სურვილის შემთვევაში ეწვიეთ წყლებს ფუჯაირას მახლობლად. აქ მრავალფეროვანი წყალქვეშა სამყაროა. Al Aqah-დან 100 მეტრში მდებარე სნუპის კუნძული პოპულარული ადგილია წყლის კუების სანახავადაც. ნავების ტურებს გთავაზობენ შემდეგი ადგილებიდან: Dibba Rock და Coral Gardens.
როგორ მოვხვდეთ დუბაიდან ფუჯაირაზე: Al Aqah დუბაიდან 165 კილომეტრში მდებარეობს. 103 ნომერი ავტობუსი 4 საათს უნდება. ფასი 8/10 დოლარია.

ომანის მუსანდამის ნახევარკუნძული
Musandam Peninsula – მას “არაბეთის ნორვეგიას” უწოდებენ. აქ ბევრი ფიორდების მსგავსი კუნძულია. კომპანიები გვთავაზობენ კრუიზებს ტრადიციული ხის გემებით. გზად დელფინებსაც მოკრავთ თვალს.
როგორ მოვხვდეთ მუსანდამის ნახევარკუნძულზე დუბაიდან: აქ მხოლოდ მანქანის ქირაობითაა მოხვედრა შესაძლებელი.











