აფრიკა ისეთი გამოცდილებების შეძენას გვთავაზობს, როგორსაც სხვაგან ვერსად აღმოაჩენთ დედამიწის ზურგზე. ყოველ წელს, “დიდი მიგრაცია” ბუნების ერთ-ერთი უდიდესი შედევრი, სწორედ აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ, საფარის ტურზე. შენი მეგზური აქ 7 საუკეთესო სამოგზაურო გეგმას გირჩევთ.
1. გაცურეთ ნილოსში, ეგვიპტეში
ანტიკური ეგვიპტის ისტორიულ რომანტიკას და მელანქოლიას ნილოსზე გამოსცდით. ჩვენ გირჩევთ კრუიზს, რომელიც ეგვიპტის გამორჩეულ ადგილებს წყლიდან დაგათვალიერებინებთ. კომ ომბოში ეგვიპტური ანტიკური კალენდრის და ადრეული მედიცინის შესახებ შეიტყობთ, გადმოცემის თანახმად, ფარაონებიც მიმართავდნენ კოსმეტიკურ ქირურგიას. ედფუში ჰორუსის საყდარს იხილავთ, ხოლო კარნაკში მეფეებს ველს. ნილოსის მოგზაურობები ასვანში უნდა დაიწყოთ, რომელიც კაიროს და ლუქსორს ყველანაირი ტრანსპორტით უკავშირდება.
2. გამოსცადეთ დიდი მიგრაცია კენიასა და ტანზანიაში
ტანზანიის სერენგეტის და კენიის მასაი მარას სავანებში დიდი მიგრაცია ბუნების საოცრებაა, ველური სასწაული. გნუები და ზებრები ჯოგებად გადაადგილდებიან ველებსა და ბორცვებზე მტაცებლებისგან თავდასაცავად. სპილოების ოჯახები კი ღრუბლების ჩრდილების მსგავსად გადაადგილდებიან. საუკეთესო დრო ამის გამოსაცდელად არის აპრილიდან ოქტომბრამდე.
3. ეწვიეთ კეიპთაუნს და გაიარეთ “ბაღის გზაზე” სამხრეთ აფრიკაში
კეიპთაუნში დარჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მის გარშემო არსებულ ადგილებს. განსაკუთრებით ცნობილ Garden Route-ს, რომელის მოსელის სანაპიროზე (Mossel Bay), კეიპთაუნის აღმოსავლეთში იწყება და აღმოსავლეთით გრძელდება. დაათვალიერეთ სანაპიროები, ლაგუნები და ტყეები ქალაქ კნისნას გარშემო. რეგიონის კლიმატი საშუალებას გვაძლევს მას მთელი წლის მანძილზე ვეწვიოთ.
4. დაათვალიერეთ მედინები მაროკოში
მარაქეში ადგილია, სადაც შოპინგის შემთხვევაში ხელს ბევრ საინტერესო და კრეატიულ ნივთს გამოაყოლებთ. გაექეცით ქაოსს და ჩაიძირეთ მედინების სიმშვიდეში. ეს ისტორიული და ულამაზესი დიზაინის შენობები დაუვიწყარ გამოცდილებებს შეგძენთ.
5. შეუერთდით ნავის ტურს ოკავანგოზე, ბოცვანაში
გაისეირნეთ გონდოლას სტილის ნავებით ბოცვანას იუნესკოს სიაში შემავალი, ოკავანგოს დელტას წყლის არხებში. ეს აფრიკის ველური ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. გზად ნახავთ ჰიპოპოტამებს, სპილოებს, რომლებიც მშვიდად წვამენ წყალს ან ცურავენ და შესაძლოა შორიდან გაიგონოთ ლომების ხმაც. აირჩიეთ მაისიდან სექტემბრამდე პერიოდი.
6. კრუიზი კაბო ვერდეს კუნძულებს შორის
კაბო ვერდეში ყველა კუნძული ცალკეული სამყაროა. ფოგოში აქტიური ვულკანი მდებარეობს, რის ნიშნებსაც ყველგან იხილავთ: შავ სანაპიროებზე, ლავას მინდვრებსა და მიტოვებულ სოფლებზე… ბოა ვისტა საჰარასა და კარიბის ზღვის კუნძულების შერწყმას მოგაგონებთ, ქვიშის დუნებით, უდაბნოებით და გამჭვირვალე წყლით. პრაია დე სანტა მონიკას რბილ ქვიშაზე ფეხის დაბიჯებით მიხვდებით თუ რატომაა ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანაპირო. სანტო ანტაოს კუნძული კანიონებით და ჩანჩქერებით გამოირჩევა. კაბო ვერდეს სხვა დაუსახლებელი კუნძულებიც გამოირჩევიან ულამაზესი ლანდშაფტებით. მეზობელ კუნძულებს ერთმანეთთან ბორნები აკავშირებენ.
7. იხილეთ ვიქტორიას ჩანჩქერები ზიმბაბვეში
ზიმბაბვე აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო ველური ბუნების მიმართულებაა. აქ ათასობით სპილო და სხვა გარეული ცხოველი ბინადრობს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ის მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერის, ვიქტორიას სახლია. უზარმაზარ ეროვნულ პარკ ჰვანჯში (Hwange), ბევრი სათავგადასავლო აქტივობით სეგიძლიათ დაკავება.