ზიმბაბვე საფარის კუთხით საუკეთესო ადგილია. აქ 11 სხვადასხვა სახის ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელიც მოგზაურებს აძლევს საშუალებას ულამაზესი ცხოველები იხილონ. თითოეულ პარკს თავისი საკულტო ლანდშაფტი, მდიდარი ფაუნა და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალება აქვს. ზიმბაბვე სამხრეთ აფრიკის ქვეყანაა და მას ზამბია და ზომაბიკი ესაზღვრება. მისი დედაქალაქია ჰარარე. ჩვენ აქ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.
1. გაისეირნეთ ფეხით სავალ საფარიში ჰვანგეს ეროვნულ პარკში
ზიმბაბვეს ველური ცხოვრების სანახავად ბევრი ადგილი არსებობს, მაგრამ ჰვანგეს ეროვნული პარკი (Hwange National Park) ის მიმართულებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. ეს ქვეყნის უდიდესი ეროვნული პარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია კლასიკური საფარის დასათვალიერებლად.

2. შეიგრძენით ვიქტორიას ჩანჩქერის სილამაზე
ვიქტორიას ჩანჩქერის ხილვა ზიმბაბვეში მოგზაურობისას ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა. მსოფლიოს ეს უდიდესი ჩანჩქერი ზიმბაბვეს და ზამბიის საზღვარზე მდებარეობს. შეგიძლიათ შეუერთდეთ სარელაქსაციო მდინარის კრუიზს და დატკბეთ მზის ჩასვლის ხედებით.

3. ისიამოვნეთ გონარეჟუს ეროვნული პარკით
Gonarezhou National Park – მოწყვეტილი და ველურია და აქ მიღებული შთაბეჭდილებები დაუვიწყარი იქნება თქვენთვის. ეს სიდიდით რიგით მეორე და ნაკლებად მონახულებადი ეროვნული პარკია ქვეყანაში. ის ცნობილია სპილოებით, ლომებით, ლეოპარდებით, ჟირაფებით, ზებრებით და ანტილოპებით.

4. გაისეირნეთ მანას აუზებში
Mana Pools – არის ბუნებრივი აუზების გაერთიანება, სადაც შეგიძლიათ კანოეთი გაისეირნოთ და განსხვავებული შთაბეჭდილებები მიიღოთ. გზად ნახავთ ცხოველებს თავიანთ ბუნებრივ გარემოცვაში.

5. გაცურეთ კარიბას ტბაზე მატუსადონას ეროვნულ პარკში
Matusadona National Park – კარიბას უმშვენიერესი ტბითაა ცნობილი. ის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ტბაა დედამიწაზე. მისი დათვალიერება ნავით და გემით შეგიძლიათ. ამისათვის საუკეთესო პერიოდია ივნისიდან ოქტომბრამდე.

6. დაიძინეთ ჰვანგეს ეროვნულ პარკში
Hwange National Park – საშუალებას გაძლევთ, რომ ვარსკვლავების ქვეშ დაიძინოთ. აქ რამდენიმე სპეციალურად მოწყობილი დასარჩენია კომფორტული საწოლით.

7. გაყევით ბილიკს ნიანგას ეროვნულ პარკში
Nyanga National Park – იდეალური ადგილია ლაშქრობის ენთუზიასტებისთვის. აქ ბევრი მდინარე, ჩანჩქერი და არაჩვეულებრივი ველური ცხოვრება დაგხვდებათ.

8. მოინახულეთ მატოპოსის ეროვნული პარკი
მილიონობით წლოვანი მთები მატოპოსის ეროვნულ პარკს ქმნიან (Matopos National Park). აქ 3000-ზე მეტი საუცხოოდ შემონახული ქვის მხატვრობაა, რომლებიც ქვის ხანით თარიღდებიან და ადგილს იუნესკოს დაცულ მემკვიდრეობით ძეგლად აქცევენ.

9. გამოიკვლიეთ ზიმბაბვეს დიდი ნანგრევები
Great Zimbabwe Ruins – ქვეყნის ისტორიას აცოცხლებს. იმპერიის ყოფილი დედაქალაქი დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ის ერთ დროს სავაჭრო პოზიციონირების გამო საკმაოდ მდიდარიც იყო.











