მაროკო მრავალფეროვან სიცოცხლეს ასხივებს და ბევრი ვიზიტორისთვის ის კულტურულ შოკსაც კი იწვევს. მაგრამ თუ გარკვეული ინფორმაცია გექნებათ მასზე, დააფასებთ განსხვავებებს და უფრო ღრმად შეისწავლით მის კულტურას, ბევრად დიდ სიამოვნებას მიიღებთ მისი მონახულებისას. “შენი მეგზური” აქ ტურს დაგიგეგმავთ.

1. მზად იყავით ცვლილებებისთვის

წინასწარ გადაწყვიტეთ რა ადგილების მონახულება გსურთ, თუმცა გაითვალისწინეთ ცვლილებებიც, რადგანაც მაროკოში სპონტანურობა  ჩვეული ამბავია. თუ რაიმე ჩასვლისას მოგეწონებათ, აქ აქტივობების დაჯავშნა ადგილზეც იოლია.

2. იარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

კასაბლანკაში თუ მარაქეშში მანქანით სიარული სჯობს მარტო ადგილობრივებს მიანდოთ. ამ ქვეყანაში ქალაქებში თუ ქალაქებს შორის მოძრაობა საკმაოდ მარტივია. ფუნქციონირებს შესანიშნავი რკინიგზა და ავტობუსები.

3. დაიქირავეთ პროფესიონალი გიდები

იმისათვის, რომ მაროკოში სრულფასოვანი მოგზაურობა გამოგივიდეთ, გჭირდებათ ადამიანი, ვინც ინგლისურად გაგესაუბრებათ.

4. ქეშით თუ ბარათით?

მაროკოული დირჰამი ადგილობრივი ვალუტაა. მაროკოს ქალაქგარეთ არეალებში ძირითადად ქეშს იყენებენ, ბარათით გადახდას კი ქალაქის თითქმის ყველა ობიექტში შეძლებთ.

5. გამოიყენეთ ონლაინ ლექსიკონი

ნუ მოელით, რომ აქ ინგლისურად ყველა ისაუბრებს. აუცილებლად დაგჭირდებათ საბაზისო არაბყლი ფრაზები და ონლაინ ლექსიკონი.

6. შეევაჭრეთ

ვაჭრობა აქ ხელოვნებაა. ფასზე შევაჭრება მაროკოში შოპინგ გამოცდილების შემადგენელი ნაწილია.

7. დააფასეთ გამოთქმა “ღმერთი, მეფე და ქვეყანა”

ისლამის წესები აქ კანონია. არაა ლეგალური ისაუბროთ რელიგიაზე ან მეფეზე უპატივცემულოდ. მხოლოდ მუსლიმებისთვისაა დაშვებული მეჩეთებში და სასაფლაოებზე ვიზიტი, გარდა კასაბლანკას ჰასანის მეჩეთისა. პარასკევი მთელ ქვეყანაში წმინდა დღეა და შუადღეს ადამიანები მეჩეთში მიდიან, შემდეგ კი დროს ოჯახში ატარებენ. რამადანის წმინდა თვე კი მთელი თვის მანძილზე დღესასწაულს ნიშნავს.

8. რა უნდა იცოდეთ მარაქეშში წასვლამდე

მარაქეში მაროკოში ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქია, ამიტომაც ღირსშესანიშნაობების ბილეთები წინასწარ დაჯავშნეთ. მაგალითად, ივ სენ ლორანის მუზეუმში თუ ონლაინ შეიძენთ ბილეთს, რიგებს აცდებით.

9. დრეს კოდი აუცილებელია იმის მიხედვით, თუ სად ხართ

რელიგიური ძეგლების და მეჩეთების მონახულებისას ქალებმაც და კაცებმაც უნდა დაიფარონ მხრები და მუხლები. ქალაქში სასურველია თუ ძალიან ღია სამოსს არ ატარებთ, რათა არასასურველი ყურადრებისგან თავი დაიზღვიოთ. ბარებსა და ღამის კლუბებში ძირითადად თავისუფლებაა. სანაპიროზეც შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმის ჩაცმა.

10. იკითხეთ, სანამ უცხო ადამიანებს ფოტოს გადაუღებთ

აქ ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს როცა ფოტოს უღებენ. ნუ გადაიღებთ ფოტოებს დაუკითხავად. აკრძალულია სამთავრობო და სამედრო შენობების გადაღებაც.

11. ალკოჰოლი

მიუხედავად იმისა, რომ ისლამური კანონებით ალკოჰოლი აკრძალულია, ის ფართოდაა ხელმისაწვდომი და იყიდება აქაურ მაღაზიებში. თუმცა, ყველა რესტორანში ალკოჰოლს ვერ ნახავთ.

12. არ დალიოთ ონკანის წყალი

მაროკოში ონკანის წყალი უსაფრთხო არაა.

13. იქონიეთ ხელსახოცები

საზოგადოებრივ საპირფარეშოებში აქ ქაღალდი ხშირად არ დევს.

14. ქუჩის ძაღლები და კატები საზოგადოების ნაწილია

აქ ძალიან ბევრი ქუჩის ცხოველი შეგხვდებათ და შეგიძლიათ ისინი ქუჩაში გამოკვებოთ.