1 კვირაში რომ მთელი ეგვიპტე მოინახულოთ, შეუძლებელია, თუმცა 7 დღე საკმარისია იმისთვის, რომ ამ ჩრდილოეთ აფრიკის საოცარ ქვეყანაში დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ. ჩვენ საუკეთესო მარშრუტს დაგიგემავთ.

დღე 1: კაირო

კაიროს საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრომდე მისასვლელად უბერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ყველაზე იაფი და მოხერხებული. დაისვენეთ და შეუდექით ამ საოცარი ქალაქის დათვალიერებს. პირველ რიგში შეჩერდით ეგვიპტურ მუზეუმში, სადაც 100 000-ზე მეტი არტეფაქტია შემონახული, მათ შორის ფარაონების მუმიები, სარკოფანგები და ოქროს სამკაული. მთავარი ღირსშესანიშნაობაა ტუტანხამონის ნიღაბი. ანტიკური სამყაროს გამოკვლების შემდეგ, მოინახულეთ შუასაუკუნეების ძეგლები: ალ-აზჰარის მეჩეთი/Al-Azhar Mosque და დაკიდული ტაძარი/Hanging Church. საღამოს გადადით გეზირას კუნძულზე და ივახშმეთ გემრიელად.

დღე 2: გიზა და საქარა

მეორე დილას, საუზმის შემდეგ, შეუერთდით ტურებს ანტიკური მონუმენტების, გიზას (Giza) და საქარას (Saqqara) მოსანახულებლად. ჯერ შეჩერდებით მსოფლიოში ცნობილ გიზის პირამიდებთან, რომელიც კაიროსთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ნეკროპოლისი სამ სხვადასხვა პირამიდის კომპლექსს აერთიანებს. მათ შორისაა დიდი სფინქსი და მსოფლიოს უდიდესი და უძველესი გიზას პირამიდა.

პირამიდების დათვალიერების შემდეგ, გაეშურებით ანტიკურ ქალაქ მემფისში. აქ მდებარეობს რამზე მეორეს კოლოსალური ქანდაკება. საქარა მემფისის ნეკროპოლისია. აქვე იხილავთ ჯოსერის პირამიდასაც. ტურში ეგვიპტური სადილიც შედის.

დღე 3: ასვანი

მესამე დღეს ეგვიპტის ავიახაზებით გაფრინდით ასვანში და შეუერთდით ნილოსის კრუიზს, რომელიც ეგვიპტის ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებთ. ეწვიეთ ნუბიის მუზეუმს, რეგიონის მნიშვნელოვან ცენტრს. ასვანის გამორჩეული ძეგლია ფილეს ტაძრის კომპლექსი, რომელიც ქალღმერთ ისისს ეძღვნება.

დღე 4: ედფუ

ასვანის შემდეგ, გადადით ედფუში. ეწვიეთ კომ ომბოს საყდარს, რომელიც ჩვ.წ.-მდე მეორე საუკუნით თარიღდება. უნიკალური ეგვიპტური საყდარი, იგივე “ჰორუს საყდარი” ორი იდენტური მხარისგან შედგება.

დღე 5: ლუქსორი

გაატარეთ დღე მდინარე ლუქსორის ნაპირებზე. ნავის ტურს თუ შეუერთდებით, ესნას ვიწრო სრუტეში გაივლით. დატკბით ეგვიპტური ლანდშაფტით და ტრადიციული აფრიანი ნავების ცქერით.

დღე 6: თებე

დაიწყეთ დღე ანტიკური თებეს ნეკროპოლისის მონახულებით. ერთ დროს ეს ძლევამოსილი ქალაქი ეგვიპტის დედაქალაქი იყო. მეფეების ველზე 60-ზე მეტი სამეფო სამარხია აღმოჩენილი.

შემდეგ დაათვალეირეთ ლუქსორის და კარნაკის საყდრები, რომლებიც მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობენ. გადაიღეთ ფოტოები უზარმაზარ სკულპტურებთან.

დღე 7: კაირო

უკანასკნელ დღეს, ლუქსორის საერთაშორისო აეროპორტიდან კაიროში დაბრუნდით. გაატარეთ დრო მის ავთენტურ ეგვიპტურ ბაზრობაზე: Khan El-Khalil. ქვაფენილიან ქუჩებში უამრავი ნივთის დახლი და მაღაზია დაგხვდებათ. შეიძინეთ სასურველი ნივთები და სუვენირები.