დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს. მას “სოციალური მედიის ინფლუენსერების ჰაბსაც” უწოდებენ. შენი მეგზური აქ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ აუცილებლად სანახავ ადგილებს გირჩევთ, ჩვენი ტუროპერატორები კი მოგზაურობას დაგიგემავენ:

✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 866 866 – ნანუკა ✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 895 895 – სოფი

სიყვარულის ტბა/Love Lake

სიყვარულის ტბა უჩვეულო სილამაზის ადგილია, რომლის მონახულებად ნამდვილად ღირს. ის ალ კუდრას გზაზე მდებარეობს, დუბაის დაუნთაუნიდან 45 წუთის სავალ გზაზე. საუკეთესო დრო მის მოსანახულებლად ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდია, სანამ ძალიან დაცხება. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სარელაქსაციო აქტივობებით: სეირნობით, სხვადასხვა სპორტით თუ ჩიტებზე დაკვირვებით. სიყვარულის ტბა ნაკრძალის ნაწილია და სეზონურად აქ არიან ფლამინგოებიც და გედებიც. ტბები იმითაა განსაკუთრებული, რომ ზევიდან ორი ჩახუტებული გულის ფორმა აქვს.

ბაბ ალ შამსის უდაბნოს კურორტი და სპა

Bab Al Shams Desert Resort & Spa – ფარული ოაზისია, სადაც ქალაქის ქაოსს გაექცევით. შეგიძლიათ დარჩეთ 100-ზე მეტ ტრადიციულ არაბული სტილის ოთახებში. დღიური ვიზიტის შემთხვევაში კი დატკბებით ხედებით, წამოწვებით ქოლგის ჩრდილში, მიიღებთ საპიკნიკო კალათას და ბალიშებს.

გემი დედოფალი ელიზაბეტი 2

Queen Elizabeth 2 – მდიდრული საკრუიზო ლაინერია, რომელიც დუბაის რაშიდის პორტში დგას. დუბაის ბრიტანეთთან დიდი საზღვაო ისტორია აქვს. დედოფალმა ელიზაბეტმა მისი საბოლოო მოგზაურობა 2008 წელს შეასრულა, მას შემდეგ, გემი აქ დგას და დღეს ის ქალაქის უნიკალური სასტუმროა. ასევე, ნახავთ მუზეუმსაც, სადაც გემის ისტორიას გაეცნობით.

კუნძული ლებანონი

Lebanon Island – კუნძულია კერძო სანაპირო კლუბით, რესტორნით, ხელბურთის მოედნით, აუზით და ღონისძიებების სივრცით. აქ მხოლოდ ნავით და გემითაა მოხვედრა შესაძლებელი.

პალმ ჯაბელ ალი

პალმ ჯამეირა დუბაის ყველაზე საკულტო სასტუმროებსა და რესტორნებს აერთიანებს. მაგრამ გსმენიათ მის დიდ დაზე? Palm Jebel Ali – მორიგი ხელოვნური არქიპელაგია, სადაც ბევრ გასართობს და თავშესაქცევს ნახავთ. დაკავდებით სროლით, მოტოციკლეტებით, კემპინგით თუ ფრანებით.

კურორტი როტანა, რაშ ალ კაიმა

Ras Al Khaimah – ფაქტობრივად დუბაის გარეთაა, თუმცა აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ის სტილით და დიზაინით სანტორინის წააგავს და მართლაც იგრძნობთ ხმელთაშუაზღვიურ ატმოსფეროს. ის დუბაიდან მხოლოდ 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს.

არაბული ჩაის სახლი

Arabian Tea House – ამ ჩაის სახლს რამდენიმე ფილიალი აქვს დუბაიში, მაგრამ საუკეთესოა ჯუმეირაში, არქეოლოგიური ძეგლის სიახლოვეს. ეწვიეთ მზის ჩასვლის პერიოდში განსაკუთრებული ხედებისთვის. გირჩევთ დააგემოვნოთ კარაკის ჩაი და ტრადიციული ტკბილი დამპლინგები (luqaimat).