200 კუნძულისგან შემდგარი არაბთა გაერთიანებული სამეფოების დედაქალაქი ცოცხალი ქალაქია მრავალფეროვანი უბნებით, რომლებსაც ინდივიდუალური ატმოსფერო აქვთ. ჩვენ აბუ დაბის უბნებში გზას გაგიკვალავთ და საუკეთესოებს გირჩევთ:
Yas Island – საუკეთესო უბანი ოჯახებისთვის
ემირატების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ეს კუნძული ფორმულა 1-ის დიდ შეჯიბრს მასპინძლობს ხოლმე სუპერ იახტებით და ავტოსპორტის მოყვარული ადამიანებით. მაგრამ, სხვა დროს აქ უამრავი თემატური პარკია, მათ შორის ფერარის სამყარო, სადაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონი დაგხვდებათ. აქ ნახავთ Warner Bros-ს პარკსაც და წყლის სამყაროს (Waterworld). საღამოებს მის ნაპირზე შუქურით და ბულვარში სასიამოვნოდ გაიყვანთ თქვენს ოჯახთან ერთად.
Saadiyat Island – საუკეთესო უბანი სანაპიროთი
ამ კუნძულზე იცურავებთ ოქროსქვიშიან სანაპიროებზე, გამჭვირვალე ლურჯ წყლებში. ის იმდენად სუფთაა, რომ დელფინებსაც კი თვალს მოკრავთ. თუ აქ მდებარე სასტუმროებში ვერ დარჩებით, ისე მაინც აუცილებლად ეწვიეთ. Soul Beach საჯაროდაა ღია და მამშას ბულვარში ბევრი კაფე-ბარი დაგხვდებათ იამაიკური ატმოსფეროთი. დაუსრულებელი პალმების გარემოცვაში, ამ კუნძულზე აბუ დაბის ლუვრიც მდებარეობს 12 გალერეით.
Corniche – საუკეთესო წყლისპირას სეირნობისთვის
აბუ დაბის გრძელი სანაპიროს გასწვრივ ადამიანები სეირნობენ, ველოსიპედით დადიან, ცურავენ და დარბიან. გზის მეორე მხარეს რამდენიმე პარკი და მწვანე სივრცეა. აქ ყველა ბიუჯეტის სასტუმროს ნახავთ. პრეზიდენტის სასახლე Qasr Al Watan კი ვიზიტორებს იწვევს და ქვეყნის ისტორიას ამცნობს.
Downtown Abu Dhabi – საუკეთესო უბანი წარსულში გადასანაცვლებლად
ეს ქალაქის ცენტრია სადაც ძველი და ახალი შენობეი ერწყმიან ერთმანეთს. აქ საკურორტი და ბიუჯეტური სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კაფე-ბარები და კულტურის აქტივობებია. ისტორიის მოყვარულებს მოეწონებათ აბუ დაბის ყველაზე ძველი შენობა – Qasr Al Hosn. აქ აღმოაჩენთ უამრავი ქვეყნის სამზარეულოსაც.
Al Maryah Island – საუკეთესო უბანი შოპინგისთვის
ეს არის ადგილი სადაც სავაჭრო ცენტრებს და მაღაზიებს აღმოაჩენთ. აქ არამხოლოდ ძვირადღირებული ბრენდები, არამედ სტანდარტული მაღაზიები და ბაზრობებია.
Khor Al Maqta – საუკეთესო ღირსშესანიშნაობებისთვის
ხიდებს შორის მდებარე ამ უბანში, რომელიც აბუ დაბის სხვა კუნძულებთან აკავშირებს, საკულტო ძეგლს, შეიხ ზაიდის მეჩეთს იხილავთ. თეთრი მარმარილოს ეს ნაგებობა ისლამური კულტურის არქიტექტურული საოცრებაა და აქ ჩამოსულმა ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ. აქ ნახავთ ეროვნულ აკვარიუმსაც.