ეს სწრაფად განვითარებადი ქალაქი სასტუმროებით, შოპინგ სივრცეებით, ულტრა-თანამედროვე პარკებით, სანაპირო კლუბებით და სხვა, უცებ მოგნუსხავთ. ჩვენ აბუ-დაბიში უფასო და საუკეთესო აქტივობებს დაგიგემავთ.

მოინუსხეთ შეიხი ზაიედის დიდი მეჩეთით

Sheikh Zayed Grand Mosque – აბუ-დაბის მშვენებაა. ის მსოფლიოში უდიდესი მეჩეთია და ამბობენ, რომ ყველაზე ლამაზიც. თეთრი მარმარილოს ნაგებობა ყვავილოვანი დიზაინით მართლაც მომნუსხველია. მეჩეთში ვიზიტი უფასოა როგორც დამოუკიდებლად, ასევე, დაგეგმილი ტურების მეშვეობით.

გაატარეთ მშვიდი საათი ვაჰათ ალ კარამას ანარეკლთან

Wahat Al Karama-ს “ღირსების ოაზისს” უწოდებენ. ის ომის მემორიალია და ემირატების დაცემულ ჯარისკაცებს ეძღვნებათ. ამ არქიტექტურულ ნაგებობაზე მეტი რომ გაიგოთ, ეწვიეთ ვიზიტორთა ცენტრს და მოითხოვეთ უფასო ტური. მისი მეტაფორული დიზაინი ძალიან საინტერესოა, ისევე როგორც მის წინ მდებარე სიმბოლური სარკისებრი აუზი.

გამოიკვლიეთ წარსულის ტრადიციები ხელოვანთა სახლში

House of Artisans მდებარეობს Qasr Al Hosn-ში და ის აბუ-დაბის უძველესი სტრუქტურაა. აქ საინტერესო მულტიმედია გამოფენები დაგხვდებათ. შეგიძლიათ დაათვალიეროთ უფასოდ.

იხილეთ უზარმაზარი ხელოვნების ინსტალაცია

Founder’s Memorial – დატვირთული აბუ-დაბის მშვიდი ადგილია. ის შეიხ ზაიედის შემოქმედებას და მიღწევებს ეძღვნება. აქ გაეცნობით ცნობილი არქიტექტორის ხედვას და უჩვეულო დიზაინებს. უფასო გიდის ტურებით დაათვალიერეთ ბაღებს და იხილავთ საკულტო ინსტალაციას.

იხილეთ ქალაქის ყველაზე ლამაზი ხელოვნება აბუ-დაბის ლუვრში

Louvre Abu Dhabi – რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი კულტურის ცენტრი ვიზიტორებს 2017 წლიდან მასპინძლობს. მისი სახურავი ხელოვნების სამყაროს საკულტო ნიშანი გახდა. აქ შესვლაც უფასოა, თუმცა წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ. მუზეუმის პარკს კი ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ.

გაისეირნეთ კორნიჩეზე

Corniche – 8 კილომეტრი სიგრძის ბულვარი და მის გასწვრივ არსებული სანაპირო ზოლია. საფეხმავლო გზა დაგათვალიერებინებთ ბაღებს, საბავშვო სივრცეებს და სანაპიროს. აქედან ქალაქის საუკეთესო ხედებითაც დატკბებით.

შეჩერდით კულტურის ფონდის გამოფენაზე

Cultural Foundation – ემირატების ხელოვნებას და ლიტერატურას ეძღვნება. ის თანამედროვე და ისლამური არქიტექტურული დიზაინის შერწყმაა და ემირატების ისტორიაზე ფოკუსირდება. გალერეის სივრცეში სტუმრობა უფასოა.

გაიჭყიტეთ მომავალში და ეწვიეთ “ეკო-მეგობრულ ქალაქს”

Masdar City – ყველას, ვისაც მდგრადი განვითარება და არქიტექტურა აინტერესებს, 1 საათი მაინც უნდა გაატაროს ამ დასახლების დათვალიერებაში. მოიხიბლეთ ამ ეკო-მეგობრული ურბანული დიზაინით და დააკვირდით ენერგიის დამზოგველ აღჭურვილობებს. აქ ტელეფონებს სკამებზე დატენით.

მიიღეთ შთაბეჭდილებები აბუ დაბის მემკვიდრეობით სოფელში

Abu Dhabi Heritage Village – ეს ტრადიციული სოფელი გვაჩვენებს თუ როგორი იყო ცხოვრება უდაბნოში, როგორ ცხოვრობდნენ ბედუინები… აქ მდებარე ბევრი კოტეჯი და ქოხი წარმოგვიდგენს ტრადიციული კერამიკის, მინის და სხვა მასალების დამუშავებას.

იაქტიურეთ ჰუდარიატის სანაპიროზე

Hudayriat Beach – დედაქალაქის თანამედროვე სანაპიროა და აქტიური ცხოვრებით დაკავებას გვთავაზობს. აქ ხშირად იმართება სპორტის აქტივობები. მოწყობილია სპეციალური აღჭურვილობა და ბილიკები.

იცეკვეთ კლუბში – Empire Yas

სასტუმროში: Yas Hotel, არაჩვეულებრივი ღამის კლუბი მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საღამოს 10 საათიდან 12 საათამდე. გარდა იმისა, რომ ბარი ძალიან ბიუჯეტურია, ქალბატონებს ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკეობით უფასო სასმელებს სთავაზობენ, კლუბის ხარჯზე.

გაისეირნეთ ემირატების დაცულ ნაკრძალში

Al Wathba Wetlands – უამრავი სახეობის ჩიტს, მცენარეს და ცხოველს აერთიანებს. აირჩიეთ უფასო გიდის მომსახურეობა და დაათვალიერეთ 1.5 კილომეტრი სიგრძის გზა ფლორისა და ფაუნის შესაცნობად. შეგიძლიათ იხილოთ ფლამინგოებიც.

დატკბით სიმშვიდით კიდევ ერთ სანაპიროზე

Al Bateen Beach – აბუ-დაბის კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა. დასხედით სუფთა წყალთან, ხედებით ცნობილ ხიდზე და კუნძულზე. სამუშაო დღეებში აქ თითქმის სიცარიელეა.

ისიამოვნეთ ხელოვნების ცენტრით

Manarat Al Saadiyat – ხელოვნებას და კულტურას ეძღვნება და აქ წლის მანძილზე უამრავი კრეატიული გამოფენა ეწყობა. ხშირად ეწყობა უფასო პერფორმანსების, ფილმის ჩვენების, დრამის, ვორქშოფების საღამოები.

დატკბით თანამედროვე ცხოვრებით სკეიტპარკში

Reem Central Park – თანამედროვე, ურბანული პარკია, სადაც თავს ნამდვილად გაირთობთ. გაისეირნეთ სანაპიროზე, იხილეთ შადრევნის შოუ და დაათვალეირეთ არემარე.