საბერძნეთი ცნობილია თბილი ამინდებით, ანტიკური მემკვიდრეობით და გემრიელი სამზარეულოთი, მაგრამ ამ ქვეყნის ხსენებისას არც ცოცხალი ღამის ცხოვრება უნდა დაგვავიწყდეს. ბერძნებს უყვართ გართობა და წვეულებები. მართალია ათენი და თესალონიკი ბრწყინვალე ღამის ცხოვრების საშუალებას იძლევა, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას საბერძნეთის კუნძულებზე. მიკონოსიდან კორფუმდე შენი მეგზური ტოპ ბერძნულ კუნძულებს გირჩევთ წვეულებებისა და გართობისათვის. ბერძნული დაუვიწყარი ტურის დასაგეგმად მოგვმართეთ – შენი მეგზური.
მიკონოსი
ეს ალბათ პირველი მიმართულებაა, რომელიც გონებაში გვიტივტივდება ბერძნული კუნძულების ხსენებისას. მას ხშირად “საბერძნეთის იბიცასაც” უწოდებენ. ამ კოსმოპოლიტურ კუნძულზე ბევრი ცნობილი ბარი და კლუბია, სადაც ცნობილი ადამიანებიც დადიან ხოლმე. ღამით აქაურობა წვეულებების კუნძულად იქცევა, რადგანაც სანაპირო ბარებში დიჯეები დგებიან.

იოსი/Ios
ეს კუნძული ნაქსოსსა და სანტორინის შორის მდებარეობს და წვეულებების კუნძულის სოლიდური რეპუტაცია აქვს. ქორაზე, ღამე არასოდეს მთავრდება, მილოპოტასიც ცნობილია როგორც წვეულებების ადგილი.

ზაკინტოსი
იონიის კუნძული ზაკინტოსი გამოირჩევა ბრწყინვალე სანაპიროებით. თუმცა, ის მნიშვნელოვანი ღამის ცხოვრების ჰაბიცაა. ცენტრში ბევრ კარგ ბარს აღმოაჩენთ, მაგრამ თუ კლუბში ცეკვა გსურთ, საუკეთესოებია: Tsilivi და Laganas. პირველი დატვირთული კურორტია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მეორე კი სამხრეთის ხმაურიანი ადგილია, რომელიც წვეულებების მოყვარულებს იხმობს.

სკიათოსი
ზაფხულის თვეებში, სკიათოსი ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ კუნძულად იქცევა. მას როგორც მშვიდი სოფლები და ლამაზი სანაპიროები, ასევე ცოცხალი და ხმაურიანი ღამის ცხოვრება აქვს. აქ ბევრი ბარი და კლუბია, რომლებიც სეზონზე ხალხით ივსება. თუ ერთგან არ მოგეწონებათ მუსიკა და ატმოსფერო, შემდეგს ზუსტად გვერდით აღმოაჩენთ.

კოში/Kos
ეს ერთ-ერთი ველური კუნძულია, სადაც ბარებისა და კლუბების ფართო არჩევანია, ყველა გემოვნების ადამიანისთვის. ცენტრის ორ მთავარ ქუჩაზე განაწილებული ღამის გართობის ადგილები სეზონზე დაუვიწყარ წვეულებებს გვთავაზობენ.

კორფუ
კორფუც ერთ-ერთი გამორჩეული ღამის ცხოვრების ბარია. აქ მის ძველ ქალაქშიც აღმოაჩენთ კარგ კლუბებს და ცენტრს მიღმაც. ბრწყინვალე წვეულებების ადგილად გირჩევთ: Kavos და Sidari. ორივეგან ცოცხალი ღამის ცხოვრება, ღია ცის ქვეშ ღამის კლუბები, სანაპირო წვეულებები და მრავალფეროვანი ბარებია.











