თუ თესალონიკში 2/3 დღის გატარებას გეგმავთ, საკმარისი დრო გექნებათ ძირითადი ღირსშესანიშნაობების სანახავად. ამ ქალაქში ფეხით მიმოსვლა ადვილია და ტურისტული ადგილებიც ერთმანეთთან ახლო-ახლოსაა.

დღე 1

დაიწყეთ დღე მოდიანოს ბაზარში, სადაც საუკეთესო ადგილობრივ პროდუქტებს აღმოაჩენთ. შემდეგ გაყევით ეგნატიას ქუჩას და ისიამოვნეთ მაღაზიების თვალიერებით.

ესტუმრეთ რომაულ აგორას, რომელიც მიწისქვეშა საიდუმლოებესაც გპირდებათ. თუ ბილეთში 4 ევროს გადაიხდით, რომაულ აბანოებს იხილავთ. შემდეგ მიაკითხეთ ჰაგიოს დემეტრიოს ეკლესიას.

ანა პოლის გამზირით მოინახულეთ დავითის და ვლატადონის მონასტრები. თუ კედლებს გაუყვებით, ტრიგონიუს კოშკურას მიაღწევთ და აგიოს პავლოსის მონასტრიდან ქალაქს გადმოხედავთ.

პაშას ბაღებში შესვენების შემდეგ ჩამოუყევით ელენის ზოგაფროუს ქუჩას და იხილეთ ნიკოლას ორფანოსის ეკლესია. გაიარეთ როტუნდა, თაღი და გალერიუსის სასახლე. ეს რომაული კომპლექსი სპარსელებთან გამარჯვების სიმბოლოა. ადრეული ქრისტიანული მოზაიკები ძველ რომაულ ხანაში დაგაბრუნებთ.

დროა თესალონიკის საკულტო ნაგებობას – თეთრ კოშკს მიადგეთ. დატკბით ქალაქის სანაპიროზე სეირნობით.

თუ თავს ენერგიულად გრძნობთ და ღამით გართობაც გინდათ, ლადადიკაზე ან ვალაორიტუს გამზირზე გადაინაცვლეთ, სადაც ბევრ კლუბს და ბარს აღმოაჩენთ.

თუ ქალაქში ფეხით სიარული არ გსურთ, სპეციალურ დასათვალიერებელ ავტობუსებში ჩასხედით. ეს ყველაზე მარტივი გზაა თესალონიკის ღირსშესანიშნაობები სწრაფად მოინახულოთ. 1 ბილეთის ფასი 10 ევროა და ინგლისურ აუდიო გიდსაც მოიცავს.

დღე 2

მეორე დღეს შეგიძლიათ დრო მუზეუმებსაც დაუთმოთ, გააჩნია ყველაზე მეტად რა გაინტერესებთ.

თეთრი კოშკის სიახლოვეს თქვენ აღმოაჩენთ არქეოლოგიურ მუზეუმს, ბიზანტიური კულტურის მუზეუმს, ომის მუზეუმს და ოლიმპიურ მუზეუმს.

ლალადიკას გამზირთან ახლოს შეგიძლიათ ესტუმროთ: კინოს მუზეუმს, ფოტოგრაფიის მუზეუმს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს.

დღე 3

მესამე დღეს დაათვალიერეთ თესალონიკი ცენტრს მიღმა.

შეიძინეთ ის ტური, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ:

ვერჯინა&პელა: დღის ტური მაკედონიის ბერძნულ სამეფოში. დღის მანძილზე დაათვალიერებთ ორ უძველეს ქალაქს: პელას და ვერჯინას. აღმოაჩენთ ლამაზ მოზაიკებს და სამეფო საფლავებს.

ურანუპოლისი და ათონის მთა: თესალონიკიდან უნდა გაყვეთ ავტობუსს ურანუპოლისში, შემდეგ გემის ტურით შემოუაროთ ათონის მთას. ეს კრუიზი დაგათვალიერებინებთ მონასტრებს და ტურის ბოლოს ჰალკიდიკის სანაპიროებზე დაისვენებთ.

მეტეორა: ავტობუსის ერთდღიანი ტურით შთამბეჭდავ მეტეორას დაათვალიერებთ, მონასტრებს გასაოცარი ფორმის კლდეებზე. შეგიძლიათ ესტუმროთ ორ ტაძარს.

ჰალკიდიკის კრუიზი: ამ ტურის ყიდვის შემთხვევაში, ავტობუსი სასტუმროსთან მოგაკითხავთ და პორტში წაგიყვანთ. კრუიზის დროს მოინახულებთ კუნძულებს: დრენიას, დიაპოროსს და ჰალკიდიკის.