კომო, გარდა, მაგიორე – ეს იტალიის ყველაზე ცნობილი ტბებია. პატარა იზეოს ტბა კი ბევრმა არც კი იცის. ლომბარდიის ალპებში მიმალული ეს მომხიბვლელი ტბა ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ტბად ითვლება. მის შუაგულში მდებარე პატარა კუნძულზე უძველესი ციხესიმაგრე მდებარეობს, საიდანაც დატკბებით ხედებით ლომბარდიაზე. მის წინ კი კიდევ ერთი უზარმაზარი მთიანი კუნძლია აღმართული – მონტე იზოლა. ბერგამოს აეროპორტიდან იზეოზე ნახევარი საათის გზაა. ამ ბლოგში გაეცნობით 5 მიზეზს თუ რატომ უნდა ეწვიოთ იზეოს იტალიაში მოგზაურობისას:

1. მონტე იზოლა

მონტე იზოლა ევროპაში უდიდესი კუნძულია, რომელიც ტბაში მდებარეობს. წყლის ზედაპირიდან სიმაღლეში ის 415 მეტრს აღწევს. სალაშქრო ბილიკებით, რომლებიც პანორამულ ხედებს დაგათვალიერებინებთ, მე-13 საუკუნის ეკლესიას მიადგებით. თავად კუნძულზე ბორნით შეძლებთ მოხვედრას.

2. დაიკარგეთ ლოვერეში

პატარა ლოვერე თქვენს გულს აუცილებლად მოიგებს. აუცილებლად გემახსოვრებათ ტბისპირა პიაცაზე სხდომა, ყავის და ნუშის კრუასანის მირთმევა და ეკლესიის ზარის რეკვის მოსმენა. ლოვერე იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებაა ვილებითა და ქვაფენილიანი მოედნებით. ისეირნეთ რუკის გარეშე, დაიკარგეთ შუასაუკუნეების უბანში, მიირთვით ჟელატო და მოიხიბლეთ არქიტექტურით.

3. მიირთვით აპერეტივო

იზეოს ტბა ჩრდილოეთ იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო აპერეტივოს ადგილად ითვლება. გირჩევთ წყლისპირა კაფეს: Cue Darsena21, რომელიც ყვითელ შენობას, პატარა ბაღს და წყალში შემავალ ხის დასასხდომ პლატფორმას აერთიანებს. მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში ადგილი რომ შეგხვდეთ, მიაკითხეთ 5 საათიდან. მიირთვით გემრიელი კოქტეილი მზის ჩასვლის ფონზე.

4. ილაშქრეთ

იზეოს ტბაზე ბევრი იდილიური ბილიკია. ისინი იტალიის ტბების ბილიკებს შორის უნიკალურ ბილიკებად ითვლებიან.  შეგიძლიათ დაიწყოთ ლოვერედან, გაყვეთ რომაულ გზას ბოსიკოს პლატომდე. გაივლით მუხის ტყეებს და ქალაქ ბოსიკოს. კოლომბინას მწვერვალი წყლის დონიდან 1458 მეტრზე მდებარეობს და ტბაზე პანორამულ ხედებს გვთავაზობს. ყვავილები ყველაზე ლამაზია მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერში.

5. ცურაობა ტბაში

აქ იმდენი სანაპირო არაა, რამდენიც გარდას ტბაზე, მაგრამ მოწყობილია საცურაო პლატფორმები და არის ღია სანაპიროები, სადაც სეზონზე ბევრი ხალხი იკრიბება. იპოვნით ველურ სანაპიროებსაც, ხალხის გარეშე. იმის გამო, რომ ტბა ალპურ ზონაში მდებარეობს, წყალი ცივი და ღრმაა.