წყლის კუებთან ერთად ცურვა მაგიური გამოცდილებაა ყველა ასაკის საზღვაო ენთუზიასტებისთვის. ცივ და თბილ წყლებში წყლის კუების 7 სახეობა ბინადრობს, ხოლო 6 მათგანი უკვე გადაშენების პირასაა. კუების ბუნებრივ პირობებში მონახულება თუ გსურთ, შენი მეგზური რამდენიმე მიმართულებას გირჩევთ და მოგზაურობასაც დაგიგეგმავთ.

შენი მეგზური:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

წყლის კუებთან ცურვის დროს არ უნდა დაუშვათ გარკვეული შეცდომები. მაგალითად, ველური და ზედმეტად აღტკინებული მოცურავე კუებს აფრთხობს. გახსოვდეთ, რომ მათ სახლში ხართ და გარემოს პატივისცემით მოეპყარით. არ დააბინძუროთ წყალი და არ წაიღოთ თან ნიჟარები ან სხვა ნივთები.

არ მიუახლოვდეთ ზედმეტად და დაიცავით დისტანცია დაახლოებით 3-6 მეტრი.ისინი თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თუ კარგად დაგინახავენ. არ გამოკვებოთ ისინი და არ შეეხოთ. თუ თავს კომფორტულად იგრძნობენ, თქვენ სიახლოვეს უფრო დიდხანს გაჩერდებიან.

მალდივები

ინდიოეთის ოკეანის არქიპელაგი ნამდვილი სამოთეა ზღვის ბინადრების შთამბეჭდაობითაც. მალდივებზე წყლის კუების 5 მთავარი სახეობაა. რომელიმე მათგანს აუცილებლად გადააწყდებით ამ კრისტალივით სუფთა წყალში ცურვისას. აქ ფანტასტიკური ადგილია: The Lhaviyani Atoll, სადაც მწვანე ზღვის კუებს იხილავთ. მალდივების ბევრი კურორტი გვთავაზობს სნორკელინგის და დაივინგის ტურებს წყლის კუებთან.  საუკეთესო დრო მალდივებზე წყლის კუებთან ერთად საცურაოდ მაისსა და ივნისს შორის პერიოდია.

მარსა ალამი, ეგვიპტე

ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება ზღვის კუების სანახავად აბუ დაბაბია (Abu Dabbab), ბუნების ნაკრძალი თეთრი ქვიშის სანაპიროთი მარსა ალამში. მას “კუების სანაპიროს” უწოდებენ. ორგანიზებულ სნორკელინგის ტურებში 15-მდე წყლის კუს ნახვას შეძლებთ. საუკეთესო დრო აქ მათ დასაკვირვებლად აპრილის ბოლოდან ოქტომბრამდეა.

სიპადანი, მალაიზია

თუ წყლის კუებთან სკუბა დაივინგის ინტერესი გაქვთ, სიპადანის კუნძულზე დაცულ ტერიტორიას ეწვიეთ. ფერად კლდეებში აქ მწვანე ზღვის კუებს აღმოაჩენთ. ერთდროულად შესაძლოა 20 კუც დაინახოთ. ისინი აქ მთელი წლის მანძილზე არიან. თუმცა, საუკეთესო დროა ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით.

სეიშელები

სეიშელები ულამაზესი ადგილია თეთრი ქვიშიანი სანაპიროებით და კრისტალივით სუფთა წყლით. არ აქვს მნიშვნელობა ანს კაიმანის (Anse Caiman) სანაპიროს ეწვევით, პატარა კოკოს (Cocos) თუ ფელისიტის კუნძულებს (Félicité islands), რამდენიმე წყლის კუს ყველგან აღმოაჩენთ. სეიშელებზე წლის კუებთან საცურაოდ საუკეთესო პერიოდია აპრილი და ნოემბერი. ამ თვეებში აქ ქარები არ იცის და ხილვადობა უკეთესია.

ზაკინტოსი, საბერძნეთი

ბერძნულ კუნძულ ზაკინტოსზე გადაშენების პირას მყოფი წყლის კუები ბინადრობენ. ისინი კუნძულ კამეოზე (Cameo Island) და აგიოს სოსტისზე (Agios Sostis) შეგხვდებიან. კუნძულ კამეოზე წყლის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში წყლის კუებისათვის. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ორგანიზებული ტური ან გადადით აგიოს სოსტის საფეხმავლო ხიდზე და მიადექით ლაგანასის სანაპიროს. შესვლის ღირებულებაა 5$. საუკეთესო დროა მაისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. დილით ადრე ან გვიან შუადღეს ყველაზე მაღალია შანსი, რომ კუები შენიშნოთ.