შეუძლებელია ნახოთ ყველაფერი სეიშელებზე მხოლოდ 1 კვირაში, თუმცა მაინც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბევრი ულამაზესი ადგილი. ჩვენი 7 დღიანი გეგმა მოიცავს მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კუნძულზე იქნებით, სეიშელების ნებისმიერი ნაწილის 1 დღიანი ტურებით მონახულება სავსებით შესაძლებელია.

დღე 1: დაათვალიერეთ ვიქტორია

სეიშელების საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას, რომელიც მაჰეს კუნძულზე მდებარეობს, გაეშურეთ თქვენს სასტუმროში და მოემზადეთ მისი დედაქალაქის გამოსაკვლევად. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქია, თუმცა ბევრ საინტერესო რამეს გვთავაზობს. სეიშელების ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი აუცილებელია, ისევე როგორც ბუნების ისტორიის მუზეუმში. სუვენირებისთვის მიაკითხეთ ვიქტორიას ბაზრობას. ეს ისტორიული ბაზრობაა, სადაც ადგილობრივ სამკაულს, ფერად სამოსს და სხვა ნივთებს აღმოაჩენთს. შემდეგ, დააგემოვნეთ აქაური ქუჩის კვება და გემრიელი სასმელები.

დღე 2: დატკბით მაჰეს სანაპიროებით

მეორე დღეს დაისვენეთ მაჰეს ულამაზეს სანაპიროებზე. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა 1 დღით. რამდენიმე მომხიბვლელი სანაპიროა: Baie Lazare, Anse Intendance, Anse Royale და Beau Vallon. დატკბით ფანტასტიკური მზის ჩასვლის ხედებით.

დღე 3: მოინახულეთ პრასლინის კუნძული

გაყევით ბორანს მაჰედან და 1 საათში პრასლინის კუნძულზე აღმოჩნდებით. პირველ გაჩერებად გირჩევთ Vallée de Mai – ეროვნულ პარკს და იუნესკოს დაცულ ტერიტორიას. ეს ულამაზესი ბუნების ნაკრძალია სავსე პალმებით და ქოქოსის ხეებით. პარკში გასაოცარი ფლორა და ფაუნაა, მშვიდი სალაშქრო გზებით. ამის შემდეგ, წადით Anse Lazio-ს სანაპიროზე, სადაც თეთრი ქვიშა და გამჭვირვალე წყალია. წაიღეთ საპიკნიკე პროდუქტი.

დღე 4: 1 დღიანი ტური წმ პიერის კუნძულებზე

Curieuse და St. Pierre Islands წყლის ტაქსით ან ჯგუფური ტურით უნდა მოინახულოთ. დატკბით ერთი დღე ამ მორიგი საოცარი კუნძულის გამოკვლევით. აქ სიმწვანე და სიმშვიდე დაგხვდებათ. ერთიდან მეორე კუნძულზე გადასვლა შესაძლებელია ნავით ან კაიაკით.

დღე 5: წადით პრასლინის კუნძულიდან დიგში

La Digue პრასლინიდან 15 წუთის ბორნის გზაზეა. ეს პატარა კუნძული ძალიან სუფთა სანაპიროებს და სარელაქსაციო ატმოსფეროს აერთიანებს. გაატარეთ დღე ყველაზე პოპულარულ ნაპირზე: Grand Anse. სხვა სანაპიროებია: Anse Patates, Anse La Réunion, და Petite Anse. დატკბით ჯანსაღი ხილის წვენით და ზღვის პროდუქტებით.

დღე 6: გაატარეთ კიდევ ერთი დღე დიგში

La Digue – იმდენად იდილიური მიმართულებაა, რომ მის გასაოცარ ნაპირებზე კიდევ ერთი დღის გატარება აუცილებლად მოგინდებათ. აქ ბევრი გესთჰაუსი და სასტუმროა. ყველაზე ხშირად აქ ფოტოებს იღებენ სანაპიროზე სახელად Anse Source D’Argent, თუმცა მასზე შესასვლელად თანხის გადახდაა საჭირო.

დღე 7: დაბრუნდით მაჰეში და ვიქტორიაში

თუ დრო დაგრჩებათ, გაფრენამდე ისევ გაისეირნეთ ვიქტორიაში ბოლო თავგადასავლებისთვის. დატკბით წყლის ბინადრებთან ცურვით, ნავით სეირნობით და დიდი კუების ხილვით.