დუბლინს “ირლანდიის გულისცემას” უწოდებენ. ის ვიკინგებმა 841 წელს მდინარე ლიფის ნაპირებს აღმოაჩინეს და სახელიც მათ უწოდეს. აქ იმდენი თავშესაქცევია, რომ რამდენჯერაც არ უნდა ჩახვიდეთ, სულ ახალ რაღაცას აღმოაჩენთ.

1. ეწვიეთ Temple Bar-ს

დუბლინში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა Temple Bar-ს უბნის დათვალიერება. ეს უბრალოდ ბარი არაა, ის ცოცხალი სადღესასწაულო ადგილია ქალაქის სამხრეთ ნაწილში. აქ რამდენიმე პაბი და კლუბი შეგხვდებათ, სადაც საუკეთესო დროს გაატარებთ, მოუსმენთ ცოცხალ მუსიკას და დააგემოვნებთ გემრიელ კოქტეილებს.

2. აიღეთ ტური გინესის საწყობში

ეს დუბლინის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და წლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს ამ ლუდსახარშს. არტურ გინესმა ის 1759 წელს გახსნა დუბლინის გულში. გინესის ქარხანა (Guinness Storehouse) ქალაქის ისტორიას ინახავს. ტურის დროს ისწავლით ამ ბრენდის ისტორიას და სახურავიდან ქალაქზე ხედებითაც დატკბებით. ამბობენ, რომ გინესი ირლანდიაში ბევრად გემრიელია!

3. ირლანდიური ვისკის მუზეუმი

Irish Whiskey Museum – დუბლინის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და წარმოადგენს ირლანდიური ვისკის კულტურის ისტორიას და მემკვიდრეობას. ის ქვეყნის გამორჩეული საექსპორტო საგანძურია. გიდის ტურების აღებით თქვენ დაესწრებით ვისკის მომზადების პროცესსაც. თუმცა, ისედაც გექნებათ საშუალება რომ ვისკის სხვადასხვა სახეობა დააგემოვნოთ.

4. გადაჭერით ჰა’პენის ხიდი

Ha’Penny Bridge – საფეხმავლო ხიდია, რომელიც მდინარე ლიფის ორ სანაპიროს აერთებს. როდესაც მას ჩრდილოეთიდან გადაჭრით, პირდაპირ Temple Bar-ის რაიონში შეხვალთ. ის დუბლინის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, იმიტომ, რომ პირველი ხიდი იყო მდინარე ლიფზე. როცა ის ააგეს, მასზე გადასვლა ნახევარი პენი ღირდა, სახელიც აქედან ეწოდა. იქამდე, სანამ ხიდი აშენდებოდა, მოსახლეობა მდინარეს ბორნებით ჭრიდა.

5. გადმოხედეთ სტადიონს ზემოდან

თუ ადრენალინს ეძებთ, ქროუკ პარკში (Croke Park) კელოგის ტურით ისარგებლეთ (Kellogg’s Skyline Tour). Croke Park სიდიდით მესამე სტადიონია ევროპაში და სპეციალური რკინის კონსტრუქციის მეშვეობით, თქვენ მას 44 მეტრი სიმაღლიდან გადმოხედავთ. აქედან არ ჩანს მხოლოდ სტადიონი, ხიდიდან ქალაქის პანორამული ხედებიც იშლება. ის დუბლინის ყველაზე მაღალი ღია გადმოსახედი პლატფორმაა.

6. გაისეირნეთ ტრინიტის კოლეჯის გარშემო

Trinity College – ირლანდიის უძველესი უნივერსიტეტია. აქ სწავლობდნენ ოსკარ უაილდი, სემუელ ბეკეტი, ჯონათან სვიფტი და სხვები. აქ შუადღეს სასიამოვნოდ გაატარებთ, რადგანაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უნივერსიტეტის შენობად მიიჩნევენ. სეირნობისას შეგხვდებათ ისტორიული შენობები, ბაღები და მონუმენტები.

7. დუბლინის პატარა მუზეუმი

The Little Museum Of Dublin – ამ ქალაქზე საუცხოო შთაბეჭდილებას შეგიქმნით. ის წარმოგვიდგენს იმ ღირებულ კოლექციებს, რომლებიც დუბლინს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შესწირეს. მოინახულეთ მისი 4 უნიკალური სართული.

8. ქრისტეს კათედრალი

Christ Church Cathedral – ეს ეკლესია მე-11 საუკუნით თარიღდება და საუკუნეების მანძილზე ხშირად მოხდა მისი აღდგენა და გოთიკური თუ სხვა ელემენტებით შემკობა. მის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები და სუვენირები.

9. ეწვიეთ ოსკარ უაილდის სახლს

Oscar Wilde’s House – მწერლის ბავშვობის სახლია. აუცულებლად მოინახულეთ ქუჩის გადაღმა მდებარე ცნობილი მწერლის ქანდაკება, რომელიც თავის სახლს შორიდან უყურებს. მისი სამოსი საღებავით მოხატული არაა, ის სხვადასხვა ფერის ქვისგანაა დამზადებული.

10. დუბლინის ციხესიმაგრე

Dublin Castle – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეა მსოფლიოში, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. დღეს ის სამთავრობო შენობაა, მაგრამ ტურისტებს მის მონახულებაში ხელი არ ეშლებათ. აქ ორი მუზეუმი, ბაღი და კაფეც დაგხვდებათ.

11. იშოპინგეთ გრაფტონის ქუჩაზე

Grafton Street – ადგილობრივებისთვისაც საყვარელი ადგილია, არამხოლოდ ტურისტებისთვის. ეს მშვიდი სასეირნო ქუჩა შოპინგისთვის, ყავისთვის თუ ალკოჰოლის დასაგემოვნებლად მშვენიერი არჩევანია.

12. წმ. სტეფანის პარკი

St. Stephen’s Green – ქალაქის ცენტრში მდებარე მწვანე სივრცეა, რომელიც ვიქქტორიანული პერიოდით თარიღდება და საოცრად მშვიდ ატმოსფეროს ქმნის მწვანეში ჩაფლული ტბით, 700-ზე მეტი ხით, პატარა ჩანჩქერით და საფეხმავლო ბილიკებით.

13. წმ. პატრიკის კათედრალი

წმ. პატრიკმა 1500 წლის წინ ქრისტიანები სწორედ ამ ადგილას მონათლა. მას შემდეგ, ქრისტიანებისთვის ეს წმინდა ადგილია. ის ქვეყნის უდიდესი ტაძარია.

14. ირლანდიის ეროვნული გალერეა

ამ გალერეაში შესვლა უფასოა, ამიტომაც, თუ ხელოვნება გიყვართ, დატკბით. აქ ირლანდიელი და ევროპელი ხელოვანების ნიმუშებია დაცული.

15. დაათვალიერეთ ირლანდიის ბუნების ისტორიის მუზეუმი

National Museum Of Ireland – Natural History – შუასაუკუნოვან, პრეისტორიულ და ვიკინგების პერიოდის ირლანდიას წარმოგვიდგენს. თუ Dublinn Pass შეიძენთ, ამ მუზეუმში უფასოდ შეხვალთ. კომპლექსი მოიცავს არქეოლოგიას, დეკორატიულ ისტორიას და ბუნების ცხოვრებას.

16. მიიღეთ შტაბეჭდილებები გლასნევინის სასაფლაოს მუზეუმზე

თუ ევროპის ცნობილი სასაფლაოების და პანთეონების დათვალიერება თქვენთვის საინტერესოა, დუბლინში Glasnevin Cemetery Museum დაგხვდებათ. აქ ბევრი ცნობილი ადამიანია დაკრძალული.

17. დატკბით ეროვნული ბოტანიკური ბაღებით

National Botanic Gardens-ს სიმშვიდისთვის უნდა ეწვიოთ. ის ქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს და 20 ათასზე მეტ მცენარეს გვთავაზობს. ბაღი მე-18 საუკუნიდან ფუნქციონირებს. აქვეა ელეგანტური პალმის სახლიც შუშის კონსტრუქციით. დუბლინის ბოტანიკურში შესვლა უფასოა.