კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რონდაში, ეს ანდალუსიის რეგიონის ულამაზესი ქალაქია შთამბეჭდავი ისტორიული ნანგრევებით და ხედებით. კლდოვან პლატოზე მდებარე ელ ტაჯოს ხევი ნამდვილი ბუნების საოცრებაა. გაატარეთ რამდენიმე დღე რონდას გამოკვლევაში მის საუკუნოვან ხიდებზე, ქვაფენილიან ქუჩებში და პანორამულ გადმოსახედებზე მზის ჩასვლისას. რონდა პატარა ქალაქია, მაგრამ მისი პოპულარობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად იზრდება და მისი მდიდრული ისტორიაც ღირს გასაცნობად.
გადაიარეთ პუენტე ნუევოს ხიდზე
Puente Nuevo – რონდას საკულტო ძეგლია. ეს მე-18 საუკუნის ხიდი ტაჯოს ხევზეა გადებული. მთავარი მიზანი რატომაც ამ ხიდს უნდა ეწვიოთ, გამორჩეულად ლამაზი ხედებია. თაღებს შორის პატარა გამოფენაც მდებარეობს. იმისათვის, რომ თავად ხიდს შეხედოთ შორიდან, ჩაიარეთ კიბეები და გაყევით ქვიშის ბილიკს, რათა დაბლა მოწყობილ ასახედ პლატფორმასთან მიხვიდეთ. ხიდს დაინახავთ ბაღიდან: Jardines De Cuenca, სადაც ასევე გადმოსახედი პლატფორმაა მოწყობილი. ბოლოს, კი ეწვიეთ ველს, ჩანჩქერთან ახლოს და ახედეთ ხიდს წყლის აუზებიდან.
გაისეირნეთ ბაღში: Jardines De Cuenca
კლდეების გვერდით მდებარე კუენკას ბაღები რონდას უმშვენიერესი მწვანე სივრცეა ვარდების ბაღებით და ფანტასტიკური ხედებით რონდას ხიდსა და გარშემო ველებზე. ღიაა ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
ფელიპ მეხუთეს თაღი
Arco de Felipe V – სწორედ კუენკას ბაღებთან მდებარეობს. ეს ქვით ნაშენი თაღია, რომელიც რონდას ქალაქის კედლების ნაწილი იყო. აქედან გადიხართ ლა სიუდადის გამზირზე (La Ciudad district), ქალაქის ულამაზეს ნაწილში. თაღმა მეფე ფელიპ მეხუთეს სახელი მიიღო, რადგანაც სწორედ მან ააყვავა ესპანეთის ეკონომიკა ომის შემდეგ, მე-18 საუკუნეში.
ლა კასა დელ რეი მორო/La Casa del Rey Moro
კლდის მეორე მხარეს, კუენკას ბაღების საპირისპიროდ, ერთი მშვენიერი სახლი გადმოჰყურებს ველს. ეს მავრიტანელი მეფის საცხოვრებელი იყო. ბაღში შადრევნები დაგხვდებათ და თუთიყუშებსაც მოკრავთ თვალს. ღიაა ორშაბათიდან კვირის ჩათვლით დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
მოიხიბლეთ მონდრაგონის სასახლით
Mondragón Palace – კიდევ ერთი მალული ნაგებობაა, რომელიც ველს გადმოჰყურებს. ერთ დროს ესეც სამეფო რეზიდენცია იყო. დღეს აქ მუნიციპალური მუზეუმია, სადაც რონდას ისტორიას, არქეოლოგიას და პრეისტორიას გაეცნობით. ღიაა სამშაბათი/პარასკევი (9.30 AM – 8 PM); შაბათი/ორშაბათი (10 AM – 6 PM); კვირა (10 AM – 3 PM). შეგიძლიათ შეიძინოთ კომბინირებული ბილეთი 12 ევროდ და ეწვიოთ რამდენიმე სხვადასხვა მონუმენტს. მას მონდრაგონის სასახლის შესასვლელშიც იყიდით.
ფუენტა დე ლა დუკეზას მოედანი/Fuente de la Duquesa de Parcent
ეს რონდას ცენტრში მდებარე მოედანია, სადაც მშვიდად ჩამოჯდომას და დასვენებას შეძლებთ. აქ ჩრდილში დააკვირდებით ადგილობრივების მიმოსვლას და ქალაქის ავთენტურ იერსახეს. რონდას ეს ნაწილი ძველ ქალაქში მდებარეობს.
გადმოიხედეთ მირადორ დე რონდადან ან ალამედა დელ ტაჯოდან
თუ გსურთ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ, ორ ცნობილ გადმოსახედს უნდა ეწვიოთ. მირადორ დე რონდა ფანტასტიკურ ხედებს გვთავაზობს ხევზე, მთებზე და პუენტე ნუევოზე. მეორეა ალამედა, ხეებით ჩამწკრივებული ბულვარი, სადაც ზაფხულობით სულ ჟრიამულია.
არაბული აბანოები/Baños Árabes
ეს არაბული თერმული კომპლექსი რონდაში არსებული მუსლიმური პერიოდით თარიღდება. აბანოების კონსტრუქცია საუკეთესოდ შემონახულია ესპანეთში. აღმოაჩინეთ სხვადასხვა აბანოები და შეიგრძენით ანდალუსიური ისტორია მის კედლებში. ღიაა სამშაბათი/პარასკევი დილის 10-დან 8-მდე, შაბათი/ორშაბათი 6-მდე.
პლაზა დე ტოროსი/Plaza de Toros
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ტურისტები რონდაში ჩადიან, არის ის რომ აქ ესპანეთის უძველესი ქვის ნაგებობა მდებარეობს. ის ანდალუსიის ისტორიაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მიხვდებით, რომ სპორტი ამ ქალაქისთვის ერთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ეწვიეთ ეკლესიას (Puerta de Almocábar & Iglesia del Espíritu Santo)
რონდაში მე-13 საუკუნის ქალაქის კარიბჭით უნდა შეხვიდეთ, პუერტა დე ალმოკაბარიდან. ის ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და რონას ისტორიის შთამბეჭდავი ნაშთია. აქედან მოხვდებით წმ. სამების ეკლესიაშიც.
იშოპინგეთ
ქალაქის მონუმენტების დათვალიერების შემდეგ, ისიამოვნეთ შოპინგ თერაპიით. რონდაში ერთ-ერთი საუკეთესო შოპინგ ქუჩაა კარერა ესპინელი – ‘Carrera Espinel’. აქ დიდ მაღაზიებს აღმოაჩენთ. ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ტანისამოსის მაღაზიაა: Las Maravillas.
საუკეთესო კაფე-რესტორნები რონდაში
რონდა საკვების თვალსაზრისით იმედს არ გაგიცრუებთ! აქ ბევრი გემრიელი რესტორანი და ბარი მდებარეობს, სადაც ავთენტური ანდალუსიური სამზარეულოა. რამდენიმე საუკეთესო მათგანია:
- Las Maravillas (ტაპასები)
- Il Forno a Legna (იტალიური)
- Churrería Alba (საუკეთესო ჩუროსი ქალაქში)