ზამთარში სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ სადღაც სამყაროს სხვა წერტილში ამ დროს ზაფხული შეიძლება იყოს. მზით განათებული ზღვის ყურება მართლაც შესანიშნავი შეგრძნებაა. ჩვენ 10 საუკეთესო სანაპირო მიმართულებას გირჩევთ წლის ცივი სეზონისთვის. იქ დღის მანძილზე თითქმის სულ მზე დაგხვდებათ.

მალდივები

მშვიდი ლაგუნებით და შთამბეჭდავი წყალქვეშა ბინადრებით ცნობილ მალდივებზე ზამთარში დღეში 12 საათი მზეა და სასიამოვნო ტემპერატურაა. ეკვატორთან ახლოს მდებარე ეს კუნძულები გემრიელი ზღვის პროდუქტებითაც გამოირჩევა.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 11.9

ტემპერატურა: 27 C

ფუკეთი, ტაილანდი

ტაილანდის ანდამანის ზღვის სანაპიროზე მდებარე ფუკეთი ქვეყნის უდიდესი და ყველაზე ხშირად მონახულებადი სანაპირო მიმართულებაა. მას “სამხრეთის მარგალიტს” უწოდებენ. ფუკეთი მოგზაურებს მთელი წლის მანძილზე იზიდავს ოქროსფერი ქვიშის სანაპიროებით, დატვირთული ბაზრობებით და ენერგიული ღამის ცხოვრებით.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 11.6

ტემპერატურა: 27C

და ნანგი, ვიეტნამი

წლის მანძილზე აქ მზე 2100 საათი კაშკაშებს. ვიეტნამის სანაპირო ქალაქი საინტერესოა კულტურითაც. ის ასევე ტაილანდის სანაპიროებთან შედარებით ნაკლებად დატვირთულიცაა.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 11.2

ტემპერატურა: 22 C

მაუი, აშშ

ორი ვულკანის მიერ ფორმირებული სანაპირო საკმაოდ თბილია და მზის სინათლით ტკბობას დღეში 11 საათის მანძილზე გვთავაზობს. ზამთარში აქ ნაკლები ვიზიტორი ჩამოდის და მეტად სიმშვიდეა.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 10.9

ტემპერატურა: 25C

კანკუნი, მექსიკა

კარიბის სანაპიროზე მდებარე კანკუნი პლაჟზე დასასვენებლად ზამთარშიც კომფორტულ ამინდს გვთავაზობს. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ დაივინგითაც. ღამეები ენერგიულია და ქალაქში სოციალური აფტმოსფერო სუფევს.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 10.9

ტემპერატურა: 24C

აბუ დაბი, ემირატები

დუბაის მეზობელი აბუ დაბი დუბაის მსგავს ატმოსფეროს წარმოგვიდგენს და მეტ კულტურას გვთავაზობს. ამასთან, ის უფრო ბიუჯეტურადაც ითვლება. საადიატის კუნძულზე მდებარე სანაპიროები რბილ ქვიშას და თემატურ პარკებს გვთავაზობს.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 10.6

ტემპერატურა: 20.5 C

დუბაი, ემირატები

ჰაბიბი, ჩამოდი დუბაიში! თუ ეს ფრაზა ერთხელ მაინც მოგისმენიათ, დროა დუბაის ზამთარში ეწვიოთ. გაატარეთ დრო მის სანაპიროებზე, ივახშმეთ მის რესტორნებში და დაკავდით წყლის სპორტით.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 10.2

ტემპერატურა: 30C

ესაუირა, მაროკო

მაროკოს ეს საპორტო ქალაქი ატლანტიკის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ის პორტუგალიურ და ფრანგულ გავლენებს აერთიანებს. სანაპიროები იდეალურია სერფერებისთვის. სარელაქსაციო გარემო კი სტუმრებს მშვიდ ატმოსფეროში ძირავს.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 10.2

ტემპერატურა: 16C

ლისაბონი, პორტუგალია

ევროპის ეს გამორჩეულად თბილი ადგილი ზამთარში დღიურად 10 საათ მზის სინათლეს გვთავაზობს. კარკაველოს და კაშკაისის სანაპიროები იდეალურია დასასვენებლად.

მზიანი საათების რაოდენობა დღეში: 9.4

ტემპერატურა: 12C