ტრადიციული მაროკოული სამზარეულო საკმაოდ დამანაყრებელი და გემოებით გაჯერებულია. ჩვენი მეგზური დაგიგეგმავთ ტურს მაროკოში და ამ ბლოგში გასტრო რჩევებს მოგცემთ:
ტრადიციული ფერადი ტაფის კერძები – ტაჯინები
მაროკოში აუცილებლად უნდა იპოვნოთ თქვენი ფავორიტი ტაჯინი (Tajine). ყველაზე გავრცელებული ტაჯინია ლიმნით, ზეთისხილით, ცხვრის ან საქონლის ხორცით და ტომატის სოუსით.
სად უნდა დააგემოვნოთ: Dar Hatim in Fez.
ბროშეტი ქუჩის კვების დახლებიდან
მაროკოულ ქაბაბს შეზავებულს ცხარე ჩილის სოუსში ბროშეტა (brochette) ეწოდება. მას ამზადებენ ცხვრის, ქათმის და საქონლის ხორცით.
სად უნდა დააგემოვნოთ: Djembe El Fna
მაროკოს ეროვნული კერძი
Couscous – ბოსტნეულის კერძია ყაბაყით, სტაფილოთი, კარტოფილით და ხახვით.
სად უნდა დააგემოვნოთ: Al Mounia (კასაბლანკა).
ჩაიტკბარუნეთ პირი მაროკოული დესერტით
cornes de gazelle – პატარა ორცხობილობებია ნუშით, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახავთ. მას ძირითადად აყოლებენ ცხელ პიტნის ჩაის, მომზადებულს ადგილობრივი რეცეპტით.
სად უნდა დააგემოვნოთ: Pâtisserie Bennis Habous (კასაბლანკა)
გაუგეთ გემო ბასტილას
Bastila/Pastilla – ტრადიციული მაროკოული კერძია – ღვეზელი, რომელსაც ავსებენ ქათმით, კვერცხით და ხახვით. მაროკოს ზოგიერთ რეგიონში მას თევზისგანაც ამზადებენ.
სად უნდა დააგემოვნოთ: Ruined Garden (ფეზი).
სუპი: ბისარა
Bissara – მარცვლეულის სუპია, რომელსაც ყველაზე ხშირად საუზმეზე მიირთმევენ და ახლად გამომცხვარ პურს აყოლებენ.
სად უნდა დააგემოვნოთ: Baissara Ansar
ისიამოვნეთ პიტნის ჩაით
მაროკოში პიტნის ჩაი ძალიან პოპულარული სასმელია და მას “ბერბერ ვისკის” უწოდებენ. ამ მწვანე ჩაის ყველგან შემოგთავაზებენ – სასტუმროში მისვლისას თუ სტუმრობისას. ნახავთ პატარა ჩაის მაღაზიებსაც.
სად უნდა დააგემოვნოთ: Pâtisserie Driss (ესაურა)
პროდუქტები წლის მანძილზე:
გაზაფხული (მარტი–მაისი): ავოკადო, ატამი, ფორთოხალი და მარწყვი. მიირთვით ამ ხილის წვენები.
ზაფხული (ივნისი-აგვისტო): საზამთრო, პომიდორი, ყურძენი.
შემოდგომა (სექტემბერი–ნოემბერი): ბროწეული, ყურძენი. მაროკოში მრავალფეროვანი სახეობის ყურძენი მოყავთ.
ზამთარი (დეკემბერი–თებერვალი): სტაფილო, კარტოფილი და ხახვი.
რამადანის დროს მაროკოელები მხოლოდ მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის მერე ჭამენ. ამ დროს დღის მანძილზე რესტორნებიც დაკეტილია.