ქარის წიქვილები, ყველი, ნავის და ველოსიპედის ტურები, ტრადიციული ფერადი სახლები: ვოლენდამი და მარკენი ნამდვილ ჰოლანდიურ ესთეტიკას გაზიარებთ. ეწვიეთ ვოთერლენდის არეალს ერთდღიანი მოგზაურობით ამსტერდამიდან ან აღმოაჩინეთ ეს ლამაზი სოფლები ველოდიპედით.

ვოლენდამი/Volendam

ეს სოფელი ცნობილია სათევზაო კულტურით და ტრადიციული კოსტიუმებით. ვოლენდამის ცენტრში იხილავთ საყვარელ სახლებს და სუვენირების მაღაზიებს, თანაც ამსტერდამიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქ 30 წუთში მოხვდებით!

გაატარეთ ორი ან სამი საათი ვოლენდამში, დაათვალიერეთ ცენტრი, ეწვიეთ ყველის ქარხანას, მიირთვით თევზი. შემდეგ ჩაისეირნეთ ვოლენდამის უძველეს ნაწილში. ყველის ქარხანაში შეისწავლით ყველის დამზადების პროცესს და ისტორიას. ყველი ნიდერლანდების საკულტო პროდუქტია.

რადგანაც ვოლენდამი სათევზაო სოფელია, აქ თევზის კერძებიც უნდა დააგემოვნოთ. მას ვოლენდამის მთავარ ქუჩებზე ყველგან აღმოაჩენთ. ვოლენდამის ცენტრში ადვილად იქირავებთ სკუტერს ან ველოსიპედს. გაატარეთ დრო ამ შესანიშნავ ადგილას და დატკბით ბუნებით.

ბორანი ვოლენდამიდან მარკენამდე

ვოლენდამის გამოკვლევის შემდეგ, წაყევით ბორანს მარკენამდე. Marken Express ყოველ 45 წუთში გადის ვოლენდამის ცენტრში მდებარე ნავსადგურიდან. 30 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, რომლის დროსაც ულამაზესი ხედებით დატკბებით, მარკენსაც აღმოაჩენთ. თუ ბორანზე ველოსიპედს აიტანთ, უკან ვოლენდამში შეგიძლიათ მისი საშუალებით დაბრუნდეთ და 16 კილომეტრს სადღაც 90 წუთში დაფარავთ.

მარკენი

მარკენი პატარა სოფელია ფერადი ხის სახლებით, ვიწრო ხეივნებით, ხიდებით და ფოტოგენური კუთხეებით. ეს ავთენტური დანიური დასახლება დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ. მარკენის შუქურა მორიგი არაჩვეულებრივი ადგილია მოსანახულებლად. მისი ლოკაციის წყალობით, ხედები შთამბეჭდავია.

ნავსადგურის გარშემო არსებული ისტორიული ცენტრი – Monnickendam აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ამასთან, აქ ბევრად ნაკლები ხალხია ვიდრე ვოლენდამში. დაუვიწყარი გამოცდილებისთვის, გაატარეთ ერთი დღე ნავზე ვოლენდამის გარშემო. აქ ისეთი ნავებიც ქირავდება, რომლებიც საკმაოდ მარტივია სამართავად.

Theetuin Overleek – ჩაის ბაღია, ოჯახური ფერმა სადაც უგემრიელეს სახლში მომზადებულ ნამცხვრებს და ღვეზელებს შემოგთავაზებენ.

ვოლენდამის და მარკენის შემდეგ, შეგიძლიათ მორიგ ულამაზეს სოფელს, ბროეკსაც ეწვიოთ, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. დღეს აქ პასტელური შეფერილობის ხის სახლები და რამდენიმე ათასი მაცხოვრებელია. სამივე სოფელი ბრწყინვალე გასაქცევია ტურისტული ადგილებიდან.

როგორ მოხვდებით ვოლენდამსა და მარკენში ამსტერდამიდან: წაყევით 316 ნომერ ავტობუსს, რომელიც ამსტერდამის ცენტრალური სადგურიდან ყოველ 15 წუთში გადის და სულ რაღაც 30 წთ სჭირდება.

როგორ მოხვდებით როტერდამიდან: სწრაფი 25 წუთიანი მატარებლით ამსტერდამში აღმოჩნდებით, იქიდან კი 316 ნომერ ავტობუსს გაყვებით.

საუკეთესო დრო ვოლენდამს და მარკენს რომ ეწვიოთ, აპრილიდან ოქტომბრამდეა, როცა აქ ტემპერატურა 18-25 გრადუსია და მზიანი ამინდები ხშირადაა.