როტერდამი – ნიდერლანდების ლამაზი და საოცარი ქალაქია, რომელსაც ხშირად მანჰეტენსაც ადარებენ. როტერდამის ღირსშესანიშნაობები – ბუნებრივი პარკები, არქიტექტურული საოცრებები და ხელოვნებასთან დაკავშირებული ობიექტებია.
ერაზმას ხიდი (Erasmus Bridge)
ერაზმას ხიდი როტერდამის სიმბოლოა. ეს საოცარი ასიმეტრიული გედის ფორმის ხიდი მაასის მდინარეზე მდებარეობს. როგორც დღისით, ასევე ღამითაც, ლამპიონები მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
მისამართი: KopVanZuid.
ევრომაჩტა (Euromast)
როტერდამის მეორე სავიზიტო ბარათია – 185 მეტრიანი კოშკი, აღჭურვილი ჩქარი ლიფტით, სადამკვირებლო მოედნით, რესტორნით, მინი-სასტუმროთი და საოცარი ხედით ქალაქზე. ბილეთის ღირებულება: 9 ევრო – ზრდასრული, 5.7 ევრო – ბავშვი.
მისამართი: Euromast, Parkhaven 20.
დელფსჰავენის რაიონი (Delfshaven)
დელფსჰავენის რაიონი ძველი როტერდამის ერთადერთი მხარეა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის მიერ გამანადგურებელი პროცესი არ შეეხო. აქ შენარჩუნებულია პილიგრიმების მამების ეკლესია, რაიონის ვიწრო შენობები გარშემორტყმულია არხებით, ტრიალებს ძველი წისქვილი, მუშაობს ლუდსახარში და საოცარ მშვიდ და კონტრასტულ ატმოსფეროს უქმნის თითოეულ დამსვენებელს.
მისამართი: Delfshaven
სენტ-ლორენტსკერკის საკათედრო ტაძარი (St Laurenskert Cathedral)
შუასაუკუნეების შენობა როტერდამში – სენტ-ლორენტსკერკის საკათედრო ტაძარი შეძლეს შეენარჩუნებინათ ჰიტლერის დროინდელი დაბომბვებისაგან. კათოლიკურ ეკლესიაში ხშირად ტარდება ორგანული მუსიკის კონცერტები, უკრავენ საქსოფონისტები და იქმნება საოცარი აკუსტიკა. მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ქალაქის საყვარელი შვილის, ფილოსოფოსის და აღორძინების ეპოქის მწერლის ერაზმ როტერდამის ძეგლი.
მისამართი: Grotekerkplein 15
სამუზეუმო პარკი (Museum Park)
Eendrachtsplein-ის მეტროს სადგურთან ახლოს მდებარეობს ქალაქის ფაქტობრივად ყველა მუზეუმი. დაგისახელებთ რამოდენიმეს:
ბოიმანს ვან ბიონინგენის მუზეუმი
ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახატების გალერეაა. დარბაზში წარდგენილია ბოსხის, დალის, კლოდ მონეს, ბრეიგელის, გოიის, სეზანის და დელაკრუას ნამუშევრები და ხშირად ტარდება თანამედროვე ხელოვანების გამოფენები. შესვლის ღირებულება დაახლოებით 10 ევროს შეადგენს.
მისამართი: Museumpark 20.
Kunsthal მუზეუმი
ნახატების გალერეა მუდმივად ცვალებადი ექსპოზიციებით. აქ იხილავთ ედვარდ მუნკის, ჟან-პოლ-გოტიეს და სხვა გენიოსების ნახატებს.
მისამართი: Museumpark 18.
ბილეთის ღირებულება: 11 ევრო – ზრდასრული, 4 ევრო – ბავშვი, 12 წლამდე ბავშვებისათვის შესვლა უფასოა.
არქიტექტურის ინსტიტუტი
კომპლექსი, რომელიც იტევს არქიტექტურულ მუზეუმს, ბიბლიოთეკას, საგამოფენო და სალექციო დარბაზებს. შესვლის ღირებულება: 6.5 ევრო- ზრდასრული, 18 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის უფასო.
მისამართი: Museumpark 25.
საზღვაო მუზეუმი
მოიცავს ნახევარ მილიონ ექსპონატს, რომელიც როგორც შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშაც არის წარმოდგენილი. შიგნით მდებარე ექსპოზიცია მოიცავს საზღვაო რუკებს, გემის დაგეგმვარებას, ძველი და თანამედროვე გემების მოდელებს. გარეთ შეგიძლიათ იხილოთ და შეეხოთ ნამდვილ იახტებს, ასევე სურვილისამებრ შეგიძლიათ მათში შესვლაც კი. ბილეთის ღირებულება: 7.5 ევრო – ზრდასრული, 4 ევრო – ბავშვი.
მისამართი: Leuvehaven 1.
Cubic Houses
არქიტექტორების საოცარი ნამუშევრები – კუბური სახლები – მდებარეობს Overblaak 70-ზე, Blaak-ის მეტროს სადგურთან, თვითონ ამ კუბებზე კი მდებარეობს ბინები და მუზეუმები.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 2.5 ევროს შეადგენს ზრდასრულებისათვის.
Trompenburg-ის ბოტანიკური ბაღი
ეს არის მწვანე ოაზისი მეგაპოლისის ცენტრში. შესვლის ღირებულება: 6 ევრო.
მისამართი: Honingerdijk 86.
ბლიაიდორპის ზოოპარკი (Blijdorp Zoo)
ცხოველები, დაწყებული ჟირაფებით და დამთავრებული პინგვინებით, თევზებით, ჩიტებითა და მცენარეებით, ბლიაიდორპის ზოოპარკში საუკეთესო პირობებში ცხოვრობენ. აქ გასეირნება სასიამოვნო იქნება როგორც ბავშვებისათვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც. ბილეთის ღირებულება: 19.5 ევრო – ზრდასრული, 16.5 ევრო – ბავშვი 9 წლამდე, უფასო – 3 წლამდე ბავშვებისათვის.
მისამართი: Blijdorplaan, 8
კინდერდეიკის სოფელი (Kinderdijk)
კინდერდეიკი მდებარეობს 15 კმ-ის სავალზე როტერდამიდან. ეთნიკური მუზეუმის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ შეგიძლიათ გაისეირნოთ ფეხით ან ველოსიპედით. ტურისტებს კი საშუალება აქვთ იხილონ ნამდვილი წისქვილები და სახლები, სადაც ოდითგანვე ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობა.
თუ არ გსურთ ინდივიდუალური ტურის დაგეგმვა, ჯიხურებში შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე საათიანი ექსკურსია გიდის თანხლებით, რაც დაახლოებით 40 ევრო დაგიჯდებათ.