ვალდემოსა – ულამაზესი სოფელია მთაზე ტრადიციული ქვის სახლებით, რომლებიც მორთულია ყვავილების ქოთნებით და შთამბეჭდავი გადმოსახედებით ყველა კუთხეში. პალმადან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარე ვალდემოსა ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე ცნობილი დასახლებაა. შენი მეგზური აქ სასურველ ტურს დაგიგეგმავთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი
დაათვალიერეთ ძველი ქალაქის ქუჩები
ვალდემოსაში ულამაზესი ქვაფენილიანი ქუჩებია ფერადი სახლებით. ისინი მანქანებისგან თავისუფალია და საფეხმავლოდაა მოწყობილი, რაც ამ სოფელში სეირნობას საოცრად სასიამოვნოს ხდის.
კარტუზიური მონასტერი
ვალდემოსას ერთ-ერთი ულამაზესი შენობაა კარტუზიური მონასტერი (Carthusian Monastery), სადაც ერთ დროს მალიორკას მეფეები ისვენებდნენ. აქ შოპენიც კი დარჩენილა. შესვლის ღირებულებაა 12 ევრო, თუმცა ბაღების დათვალიერება უფასოა. შეგიძლიათ გადმოიხედოთ კოშკურიდანაც. მონასტერი ღიაა ორშაბათი-პარასკევი 10-დან 5-მდე. შაბათს 4-მდე.
ვალდემოსას პორტი
ვალდემოსა 6კმ-ს დაშორებით მდებარეობს ვალდემოსას პორტიდან. ეს მშვიდი სათევზაო პორტი მშვენიერი ადგილია სარელაქსაციოდ და სუფთა წყლის და მთის ხედების სანახავად.
ხედები კუნძულზე
მაღალი ლოკაციის გამო, ვალდემოსაში ბევრი გადმოსახედია სენსაციური ხედებით. რამდენიმე მათგანია:
- Miranda des Lledoners
- Mirador Valldemossa
- Mirador de Valldemossa II
ნახავთ ასევე ბევრ ლამაზ რესტორანს ღია ტერასით.
კვირის ბაზრობა
ვალდემოსაში კვირაობით ბაზრობა ეწყობა დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე. ამ ტრადიციულ ბაზარში შეიძენთ ახალ ხილს, ბოსტნეულს, სამოსს, კერამიკას და აშ.
ტრამუნტანას მთები
თუ ლაშქრობის განწყობაზე ხართ, ეს მთები დალაშქრეთ. მისი ბილიკი იუნესკოს მიერაა აღიარებული და სანაპირო ზოლის მშვენიერ ხედებს განახებთ.
ერთ დღიანი ტური დეიაში
მალიორკაში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ საოცარ სოფელ დეიას არ მოინახულებთ. მას მსგავსი ესთეტიკა აქვს და ცნობილი ისტორიული ფიგურების სახლი ყოფილა.
როგორ მოხვდებით ვალდემოსაში? პალმა დე მალიორკას აეროპორტი ვალდემოსადან ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს.
საუკეთესო კაფე-რესტორნები: საუზმისთვის – Barbaflorida, სადილისთვის Es Taller. ასევე, გირჩევთ:
- Troya
- De Tokia a Lima
- Quita Penas
- Orígenes
როდის უნდა ეწვიოთ? მალიორკა მთელი წლის მანძილზე ულამაზესია. ცხელ თვეებში ვალდემოსაში უფრო გრილა ვიდრე კუნძულის სხვა ნაწილებში, რადგანაც გარკვეულ სიმაღლეზე მდეარეობს. ოქტომბერში მზიანი დღეებია და საცურაოდაც თბილა. ასევე ნაკლები ხალხია და ფასები მცირდება. აქ გაზაფხულის იდეალურია სასიარულოდ და სალაშქროდ. ივლისში და აგვისტოში კი სანაპიროები დატვირთულია.