ბევრი სანაპიროთი და გამოქვაბულით, მალიორკა ესპანეთის გამორჩეული კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში. აქ ქვიშიან სანაპიროებზე წვეულებები ეწყობა და ნავსადგურიან პატარა ქალაქებში სიმშვიდე ისადგურებს.
ჩრდილოეთ სანაპირო
ფორმენტორი / Platja de Formentor
მალიორკას ჩრდილოეთ სანაპირო არეალში ოქროსფერი ქვიშა ფიჭვის ტყეებს ერწყმის. შეგიძლიათ იქირაოთ კაიაკი და სხვა წყლის ტრანსპორტი სანაპირო ზოლის გამოსაკვლევად. აქ დასასვენებლად ჩამოსულან ოდრი ჰეპბერნი, სკოტ ფიცჯერალდი და ელიზაბეტ ტეილორი.
როგორ მოვხვდეთ: პოლენკას პორტიდან გაყევით ნავს ან იქირავეთ მანქანა და გაუყევით ფორმენტორის გზას. გზად ბევრი გადმოსახედი და ფოტოების გადასაღები ადგილი შეგხვდებათ.
პლაია დელ ალკუდია / Playa del Alcúdia
ეს მალიორკას ყველაზე გრძელი სანაპიროა, რომელიც არასდროსაა გადავსებული, არც სეზონზე. აქ გამართული ინფრასტრუქტურა და სპორტული მოწყობილობებია. აქ ბევრი რესტორანია ასარჩევად. გაუყევით ძველ ქალაქს და მოინახულეთ ანტიკური კედლებიც.
როგორ მოვხვდეთ: პალმას სანაპიროდან გაყევით 23 ხაზ ავტობუსს.
კალა ბოტა, კალა ვირჯილი, კალა პილოტა და კალა მაგრანერი / Cala Bota, Cala Virgili, Cala Pilota & Cala Magraner
საფეხმავლო ბილიკებით ულამაზეს გამოქვაბულებს და გამოყოფილ სანაპიროებს მოინახულებთ. აქ აუცილებლად უნდა გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი. ყველაზე ადვილად მისასვლელია კალა ბოტა, 30 წუთის გზაზე კალა ვირჯილი, ხოლო შემდეგ კალა პილოტა.
როგორ მოვხვდეთ: პირველი სანაპირო Cales de Mallorca-დან 3 კილომეტრში მდებარეობს.
სა კალობრა / Sa Calobra
ეს პატარა თეთრ კენჭებიანი სანაპირო მწვანე ფირუზისფერი წყლით იდეალურია, მაგრამ ადვილად მისასვლელი არაა. გზის სირთულის მიუხედავად, სა კალობრა ძალიან პოპულარულია და ზაფხულში დატვირთულიცაა.
როგორ მოვხვდეთ: გაყევით ბორანს პორტ დე სოლერიდან. გზას დასჭირდება 1 სთ.
აღმოსავლეთ სანაპირო
კალა ვარკესი / Cala Varques
ეს განმარტოებული და მშვიდი სანაპირო ბუნების ნაკრძალში მდებარეობს და მასთან ტყეში 15 წუთიანი საფეხმავლო გზით მოხვდებით. აქ სუფთა წყალი და მეგობრული ატმოსფეროა.
როგორ მოვხვდეთ: სამანქანო გზიდან ტყეში გამავალი ბილიკი უნდა გაიაროთ.
კალო დეს მორო / Caló des Moro
მალიორკაზე ყველაზე ხშირად სწორედ ამ სანაპიროზე იღებენ ინსტაგრამის ფოტოებს. აქ რბილი თეთრი ქვიშა და ხეებით გარშემორტყმული ბორცვებია. ზაფხულში კალო დეს მოროზე უამრავი ხალხი იყრის თავს. წყალი მშვიდი და სუფთაა.
როგორ მოვხვდეთ: სანაპიროზე ვიწრო კიბეებით მოხვდებით.
კალა სანტანი / Cala Santanyí
ეს პატარა, საყვარელი ქალაქი სანტანის სანაპიროა კრისტალივით სუფთა წყლით. ის კარგადაა აღჭურვილი ინფრასტრუქტურით და წყლის სპორტის სახეობებითაც დაკავდებით.
როგორ მოვხვდეთ: სანტანიდან სანაპიროზე 516 ნომერი ავტობუსი მიდის.
კალა მონდრაგო / Cala Mondragó
მონდრაგოს ეროვნულ პარკში მდებარე ეს სანაპირო ლურჯი დროშის სტატუსს ფლობს, რაც მის სისუფთავეზე მეტყველებს. აქ თეთრი ქვიშა და გამჭვირვალე წყალია.
როგორ მოვხვდეთ: პალმადან აქ 501 ნომერი ავტობუსით მოხვდებით.
კალა ლამპი / Cala Llamp
აქ ქვიშა არაა, მაგრამ შეგიძლიათ ლოდებზე წამოწვეთ, რომლებიც პირდაპირ წყალში არიან შესულნი. მწვანე წყალი და გარშემო არსბეული ატმოსფერო განსაკუთრებულ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
როგორ მოვხვდეთ: პალმადან აქ 101 ნომერი ავტობუსი ჩაგიყვანთ.
პლატია დე ტრენჩი / Platja des Trenc
ეს სანაპირო კარიბის ზღვის სანაპიროებს წააგავს ფილმებიდან. ქვიშის დიუნები, სიახლოვეს არსებული ეროვნული პარკი, სუფთა წყალი – საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის დილის ცურაობისთვის ან საღამოს მზის ჩასვლის საყურებლად. სანაპიროს სიგრძე 10 კმ-ია.
როგორ მოვხვდეთ: პალმადან აქ სამგზავრო ავტობუსები დადიან, თუმცა გარკვეული გზის ფეხით გავლა მოგიწევთ. მანქანის დაქირავების შემთხვევაში, ის პალმადან სულ რაღაც 50 კმ-ში მდებარეობს.
კალა პი / Cala Pi
მცირე ზომის გამო, ეს სანაპირო ზაფხულში საკმაოდ გადატვირთულია. წყალი იდეალურია სნორკელინგისთვის. მოინახულეთ კამპოსის ბაზრობაც, რომელიც ყოველ სამშაბათს და შაბათს იმართება 2 საათამდე.
როგორ მოვხვდეთ: პალმადან ახლოს მიდის ავტობუსი 505.
სამხრეთ სანაპირო
პლაია დე კამპ დე მარი / Playa de Camp de Mar
მდიდრულ კურორტ კამპ დე მარიში მდებარე ეს სანაპირო არაჩვეულებრივ ქვიშას, სუფთა წყალს და გამორჩეულ ინფრასტრუქტურას წარმოგვიდგენს. ხის ხიდით პატარა კუნძულ ლა ილეტას დაუკავშირდებით. ეწვიეთ ნავით სა დრაგონერას ეროვნულ პარკს.
როგორ მოვხვდეთ: ავტობუსები 403 და 101.
პორტიქსოლი / Portixol
ეს ერთ-ერთი საუკეთესო ურბანული სანაპიროა მალიორკაზე. ყოფილი სათევზაო სოფელი ახლა პალმას გარეუბანია წყლისპირა რესტორნებით. ეს ქვიშიანი სანაპირო 100 მ. სიგრძისაა და პოპულარულია პალმას მაცხოვრებლებში.
როგორ მოვხვდეთ: აქ დადიან მატარებლის პირველი, მეორე და მესამე ხაზები.
კალა დე დეია / Cala de Deià
აქაური გამოქვაბულები საერთაშორისო ტურისტებს იზიდავენ. სეზონზე პარკინგის ადგილი არასდროსაა, ამიტომაც განიხილეთ სოფლიდან ფეხით ან ავტობუსით გადასვლა.
როგორ მოვხვდეთ: სოფელ დეიადან აქ 2 კმ-იანი გზით მოხვდებით. მაისიდან ოქტომბრამდე დადიან ავტობუსებიც.
კალა ბანუალბუფარი / Cala Banyalbufar
თუ წყალში გადახტომა გიყვართ, აქ ამას მშვენიერ ხედებზე გააკეთებთ. აქ პატარა ნავსადგური და სათევზაო ქოხები მდებარეობს.
როგორ მოვხვდეთ: მანქანის დაქირავების შემთხვევაში დააპარკინგეთ ის სოფელ ბენიალბუფარიში და ჩადით სანაპიროზე ფეხით.