ცენტრალური ტოკიოდან მატარებლით 30 წუთის სავალ გზაზე მდებარე იოკოჰამა ისტორიული ქალაქია. აქ დაარსდა პირველი უცხოური სავაჭრო პორტი, პირველი ჩაინათაუნი, პირველი ინგლისურენოვანი გაზეთი, პირველი ლუდის ქარხანა და პირველი სარკინიგზო სადგური. მისი კოსმოპოლიტური წარსული დღეს მის ხელოვნებაში და ჯაზ კულტურაში იჩენს თავს. საერთაშორისო სამზარეულო, სამოსის მაღაზიები და ხელოვნების სტუდიები იოკოჰამას ძლიერ მხარეს წარმოაჩენს.

იპოვნეთ შეღებილი კარიბჭეები იაპონიის უდიდეს ჩაინათაუნში

იაპონიის უდიდესი ჩაინათაუნი არა ტოკიოში, არამედ იოკოჰამაში მდებარეობს. აქ დღეს 600-ზე მეტი მაღაზია და რესტორანია. მათ შორის მდებარეობს რამდენიმე შეღებილი კარიბჭეც. ჩაინათაუნის ღირსშესანიშნავი ადგილია კანტეიბიოს საყდარი.

დატკბით 360 გრადუსიანი ხედით ქალაქზე

Landmark Tower Sky Garden – იოკოჰამაზე საოცარ ხედებს გვთავაზობს. ქალაქის უსწრაფესი ლიფტით 69-ე სართულზე 40 წამში აღმოჩნდებით. მისი გადმოსახედი ღამით კიდევ უფრო ჯადოსნურია.

გაახარეთ შინაგანი ბავშვი ნუდლსის მუზეუმში

Cup Noodles Museum – ნუდლსის ისტორიას წარმოგვიდგენს. გრაფიკული დიზაინის მოყვარულებს მოეწონებათ ნუდლსის შეფუთვების განსაკუთრებული დიზაინი და მრავალფეროვნება.

გაისეირნეთ ფუტურისტულ მინატო მირაიში

Minato Mirai – იაპონური გართობის ადგილია. აქ ბევრი საკვები ობიექტი და ჯაზის ბარია.

დააგემოვნეთ იოკოჰამაში მოხარშული ლუდი

იოკოჰამაში რამდენიმე ადგილობრივი ლუდსახარშია. აქ შემოდგომით ოქტობერფესტიც კი ტარდება, სადაც ასზე მეტი სახეობის ლუდის დაგემოვნებაა შესაძლებელი. იაპონიის ლუდის ფესტივალზე კი 200 ლუდის სახეობაა წარმოდგენილი მთელი ქვეყნიდან.

გაისეირნეთ იოკოჰამას წყლის პირას

იოკოჰამას წყლისპირი მშვენიერი ადგილია სასეირნოდ, ბრწყინვალე ხედებისთვის, ბულვარის სიცოცხლის შესაგრძნობად და გასართობად. დაიწყეთ იოკოჰამას ხელოვნების მუზეუმით და დაათვალიერეთ უნიკალური მაღაზიები. ზოუ-ნო-ჰანას პარკში ლამაზი მზის ჩასვლის ხედებით დატკბებით.

გადმოიხედეთ კოსმოს ეშმაკის ბორბლიდან

გაატარეთ დღე კოსმოს სამყაროში, გასართობ პარკში სადაც ეშმაკის ბორბალი მდებარეობს და არემარეზე განსხვავებულ ხედებს გთავაზობთ.

შეიგრძენით ჯაზის აკორდები

იოკოჰამას მდიდარი ჯაზის კულტურა აქვს, რომელიც ქალაქის პულსაციას განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ყოველწლიური ოქტომბრის ჯაზ-ბულვარი, რომელიც იაპონიის უდიდესი ჯაზ ფესტივალია. ამ დროს აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის. ბარი: “Bar Bar Bar” უძველესი და უდიდესი ჯაზ კლუბია იოკოჰამაში. თუ უფრო ლაუნჯის გამოცდილება გსურთ, გირჩევთ: Jazz Bar Venus.

აღმოაჩინეთ ისტორიული ნიჰონ ოდორის არეალი

Nihon-ōdōri – იოკოჰამას განსაკუთრებული ქუჩაა, რომელიც დასავლურ და იაპონურ არქიტექტურულ გავლენებს აერთიანებს. მოინახულეთ ქალაქის ტრადიციების მუზეუმი, მისი მთავარი მოედანი და კიოკაის თეთრი ტაძარი. შემდეგ გააგრძელეთ სეირნობა ბულვარში. შეგიძლიათ ისარგებლოთ ბორნებით.

დააგემოვნეთ ადგილობრივი ცხელი კერძი

გიუ ნაბე (gyū-nabe) ხორცის კერძია ნუდლსით. მის დასაგემოვნებლად გირჩევთ რესტორანს: Sun Aloha Minato Mira.