თურქეთის კუნძულები ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის ხედებს გვთავაზობენ. შეგიძლიათ დასასვენებლად პირდაპირ აქ ჩახვიდეთ ან 1 დღით მოინახულოთ და სასიამოვნო მოგზაურობა მოიწყოთ. მაგალითად, სტამბოლიდან ბევრი კუნძულის მონახულება შეგიძლიათ ბორნების საშუალებით.

Gökçeada/გოკჩიდა

ეგეოსის ზღვაში მდებარე ეს კუნძული ზაფხულობით ცოცხლდება. სეზონზე ვიზიტით თავს ბუნების გარემოცვაში ამოყოფთ და ხმაურიან სანაპიროებს თავს დააღწევთ. გაზაფხულსა და ზამთარში კი იხილავთ ფლამინგოებს და კუნძულის მარილიან ტბას. აქ შეგიძლიათ სერფინგითაც დაკავდეთ. დარჩენა ოჯახურ სასტუმროებში და რამდენიმე დიდ სასტუმროშიცაა შესაძლებელი.

Cunda/ცუნდა

ესეც ეგეოსის ზღვის კუნძულია, რომელზეც ადვილად მოხვდებით. კუნძული დიდი ისტორიის გათვალისწინებით, ბერძნულ გავლენას განიცდის. აქ ბევრი ბერძნული არქიტექტურის შენობა-ნაგებობა და ეკლესიაა. დაისვენეთ მყუდრო კაფე-რესტორნებში, სადაც ტრადიციული თურქული და ბერძნული სამზარეულოებია.

Heybeliada (Princes’ Islands) / ჰეიბელიადა (პრინცის კუნძულები)

თუ სტამბოლში რჩებით და ქალაქისგან შესვენება გინდათ, მიბაძეთ ადგილობრივებს, ჩასხედით ბორანში და ეწვიეთ პრინცის კუნძულებს. მარმარილოს ზღვასთან მდებარე ჰეიბელიადა მანქანებისგან თავისუფალი კუნძულია. ის ან ფეხით უნდა გამოიკვლიოთ ან ველოსიპედით, რომლის ქირაობაც აქვე შეგიძლიათ. დაათვალეირეთ ხის ვილები და პანორამული ხედები ზღვაზე.

Kızkalesi Island/კიზკალესის კუნძული

თურქეთის სამხრეთ სანაპიროებთან მდებარე კიზკალესის კუნძული ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ის წარმოადგენს ბიზანტიურ სასახლეს, რომელიც ბრწყინვალედაა შემონახული. ნავის ტურით შეგიძლიათ ის დაათვალიეროთ და უკან დაბრუნდეთ, თუმცა ნაპირიდან ის მხოლოდ 300 მეტრის მოშორებით მდებარეობს და თუ ცურვა იცით, შეგიძლიათ მიცუროთ კიდეც.

Gemiler Island/გემილერის კუნძული

გემილერის კუნძული პოპულარული ერთ დღიანი ტურის მიმართულებაა ოლუდენიზის კურორტიდან. აქ ბიზანტიური ნანგრევები და გასაოცარი ზღვის ხედები დაგხვდებათ. შეგიძლიათ დაიქირაოთ კაიაკებიც.

Büyükada (Princes’ Islands) / ბუიუკადა (პრინცის კუნძულები)

ბუიუკადა პრინცის კუნძულების უდიდესი კუნძულია, რომელიც სტამბოლიდან იდეალურ გასაქცევ ვარიანტს წარმოადგენს. აქ რამდენიმე სანაპირო, მე-19 საუკუნის ვილები, მთა და მარმარილოს ზღვის ხედებია. ბორანები სტამბოლიდან და უკან სისტემატიურად დადიან. თუმცა, აქ რამდენიმე სასტუმროც მდებარეობს.

Akdamar Island/აკდამარის კუნძული

ერთ დროს ეს ადგილი რელიგიური კომპლექსი იყო, დღეს კი მის მაგივრად მხოლოდ ერთი ტაძარია გასაოცარი ფრესკებითა და ფასადით. შეგიძლიათ ეწვიოთ მხოლოდ საექსკურსიო ნავებით.

Pigeon Island/პიჯენის კუნძული

კუშადასის სასახლე ამ კუნძულზე მდებარეობს, კურორტ კუშადასისგან მოშორებით. კუნძულზე საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი, რომლებითაც დაათვალიერეთ ციხეს და ენდემურ ფლორა-ფაუნას. მზის ჩასვლის პერიოდი აქ განსაკუთრებით ლამაზია.

Kekova Island/კეკოვას კუნძული

კეკოვას კუნძულის არეალი თურქეთის ულამაზეს ბუნებას წარმოგვიდგენს. ბუნებასთან სიახლოვეს თუ გსურთ დარჩენა და დილით ამ ბუნების ხედზე გაღვიძება, აქ რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს.

Kızkulesi/კიზკულესი

სტამბოლის ერთ-ერთი რჩეული ძეგლი, კოშკურაა, რომელიც განცალკევებულ კუნძულზე მდებარეობს იქ, სადაც ბოსფორის სრუტე მარმარილოს ზღვას ხვდება. შენობა მე-18 საუკუნითაა დათარიღებული. თუმცა აქ მანამდე ბიზანტიური ნაგებობა იდგა. ეწვიეთ მას და გადმოხედეთ ქალაქს კოშკის წვერიდან.