მაგიური საყდრების, მთების, სანაპიროების და სიმშვიდის სამყაროში მოხვედრისას მიხვდებით, რომ ბალი იდეალური ადგილია თაფლობისთვის გასატარებლად. აქ საყვარელ ადამიანთან ერთად სრულ რელაქსაციას შეძლებთ. აქ წყვილისთვის ბევრი საინტერესო აქტივობაა შემოთავაზებული, მიიღებთ აუზის და სპა-პროცედურების მომსახურეობასაც. დატვირთული და დამღლელი ქორწილის შემდეგ, ბალის ტრადიციული მასაჟი, ცხელი აბაზანები და იოგა ნამდვილად მისწრებაა.

ბალის “ღმერთების კუნძულს” უწოდებენ და სულიერება აქ მთავარ როლს ასრულებს. ბალიზე ბევრი გასაოცარი საყდარი მდებარეობს ულამაზესი დეტალებით მწვანე ტროპიკული ლანდშაფტის ფონზე. ეს არაშვეულებრივი ადგილია, რომ პარტნიორთან ერთად დრო სულიერ სიმშვიდეში გაატაროთ. თუ უფრო კრეატიულ თავგადასავლებს ეძებთ, იცოდეთ, რომ კუნძულზე ფანტასტიკური ტრადიციები აქვთ, მათ შორის ცეცხლით ცეკვა.

რომანტიკული არდადეგების რჩევები:

#1 ერთ-ერთი უნიკალური რამ, რაც ბალიზე თაფლობისთვის გატარებისას შეგიძლიათ გააკეთოთ, მათ რომელიმე ტაძარში ქორწინების დალოცვის მიღებაა. მღვდელი ამისათვის პატარა ცერემონიალს ატარებს, ლოცავს წყვილის შეუღლებას და ამით გაცნობთ ბალის ულამაზეს კულტურას.

#2 აქაური სანაპიროები ნამდვილი სამოთხეა. მართალია აქ ძირითადად შავი ქვიშის ნაპირებია, მაგრამ მათ უნიკალური სილამაზე აქვთ. იდეალურია თუ ყოველთვის ფიქრობდით სერფინგის სწავლას. თუ ნამდვილი “კუნძულის გამოცდილება” გსურთ, გადაინაცვლეთ კუნძულის სანაპიროზე, სადაც არაა მანქანები, წყალი კრისტალივით სუფთაა და დაგხვდებათ ბამბუკის ქოხები და ზღვის პროდუქტები. გილის კუნძულზე კუებთან ერთად იცურავებთ, ნუსა პენიდაზე კი ულამაზეს კლდეებს შორის. ამიტომაც ბალის კუნძულები დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.

#3 თავგადასავლები გიყვართ? ბალი თქვენთვისაც იდეალურია თაფლობისთვის მიმართულების შერჩევისას. ამ კუნძულზე აქტიური ვულკანები, ჯუნგლები და დასალაშქრი ტბებია. ბალის ბუნება სიცოცხლით სავსე სათავგადასავლო აქტივობებს გთავაზობთ, დაწყებული ზიპლაინებით, დამთავრებული კაიაკით ჩანჩქერების ქვეშ.

#4 ბალი ვიზიტორებს მუდამ გემრიელ საკვებს სთავაზობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კუნძულის პოპულარობა გაიზარდა, გასტრონომიული კულტურა ახალ სიმაღლეებზე ავიდა. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ძალიან კარგ რესტორნებს აღმოაჩენთ, როგორც ბიუჯეტურს, ასევე მაღალი კლასის. აუცილებლად მიირთვით კოქტეილი რომელიმე სანაპიროს ბარში.

#5 თუ სულიერება და კულტურა გაინტერესებთ, საუკეთესო დასარჩენი უბანი უბუდია: წმინდა ადგილებით, საყდრებით, სიმწვანით, ბრინჯის პლანტაციების ტერასებით და ბამბუკის სახლებით. ულამაზესი სანაპიროების სიახლოვისთვის კი დარჩით გილის ან ბალის სხვა კუნძულზე. ცოცხალი რესტორნებისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებმა გილი ტრავანგანს, სემინიაკს და კანგგუს მიანიჭეთ უპირატესობა.

#6 ულუვატუ საუკეთესოა სერფინგისთვის – აქ კლდეები, ქვიშიანი ნაპირები და შესაფერისი ტალღებია თუ თქვენს მეუღლესთან ერთად სერფინგის ცდა გინდათ.

#7 აირჩიეთ ბოჰემური კანგგუ ტრენდული ბარებით და სასიამოვნო ატმოსფეროთი. აქ ბევრი მაღაზია და გემრიელი კვების ობიექტია. ამასთან, აეროპორტიდან აქ მოხვედრა საკმაოდ მარტივია.

#8 სიდემენი ბალის ერთ-ერთი ჯერ კიდევ არაპოპულარული ადგილია: მშვიდი სოფელი კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. რადგანაც ის ტურისტულად ჯერ ცნობილი არაა, მშვენიერი ადგილია რომ ხალხმრავლობას გაექცეთ და განმარტოვდეთ.

#9 ბალიზე ნოემბრიდან აპრილამდე წვიმების სეზონია, ამიტომაც აპრილიდან სექტემბრამდე იდეალური პერიოდია რომ მას ეწვიოთ. ამ დროს აქ სითბოა და წყალი იდეალურად სუფთაა. ივლისსა და აგვისტოში ბალიზე ყველაზე მეტი ხალხი იყრის თავს.