ტაილანდი სანაპირო დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. მისი თეთრი ქვიშა და მწვანე ნაპირი ყოველწლიურად 32 მილიონ ტურისტს იზიდავს. სწორედ ამიტომ, ის უფრო და უფრო დატვირთული ხდება. უფრო მშვიდი დასვენებისთვის ჩვენ ტაივანს გირჩევთ. ის 168 სხვადასხვა კუნძულს აერთიანებს. ყველა აქ ჩამოთვლილი კუნძული განსხვავებული და ერთი მეორეზე ლამაზია.

ნანგანი

ნანგანი მატსუს არქიპელაგზე 36 კუნძულს შორის ერთ-ერთია. აქაური სანაპიროები იშვიათ ბუნებას წარმოგვიდგენენ. “ლურჯი ცრემლების” ნაპირი, რომელიც ტაივანის სანაპიროს ღამით ნეონისფერ ლურჯად ანათებს, განსაკუთრებით შთამბეჭდავია. აქ ტაიპეიდან ფრენით ან ბორნით მოხვდებით.

ქიმეი

ქვიანი, ნაცრისფერი სანაპიროებით და ფირუზისფერი მწვანე ნაპირით ცნობილი კუნძული ქიმეი ტურისტებს განსხვავებულ სანაპირო გამოცდილებას ჩუქნის. კუნძულის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა მის ერთ-ერთ სანაპიროზე მდებარეობს: ორმაგი გულის ფორმის ქვის ნაგებობა. ერთი შეხედვით, ის თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში ეს პრეისტორიული ნაგებობაა, თევზსაჭერი ხაფანგი, რომელიც ისეა აგებული, რომ შიგნით შეცურებული თევზი გარეთ ვეღარ გამოვიდეს. ამ ადგილამდე მისასვლელად ვიზიტორებს შეუძლიათ ახლომდებარე კუნძულ მაგონგიდან დაახლოებით ერთსაათიანი ბორნით იმგზავრონ.

პენგპენგი

კუნძული პენგპენგი, იგივე დრაკონის ნაპირი, მთლიანად ერთი დიდი სანაპიროა. თეთრი ქვიშის ეს ბრწყინვალე ადგილი იდეალურია სნორკელინგისთვის, ნავებისთვის, კაიაკისთვის და აშ.

ლანიუ

მწვანე მთებით, ღრმა ლურჯი წყლით, გამოქვაბულებით და ქვის სანაპიროებით მორთული ეს ვულკანური კუნძული ტაივანის ფარული მარგალიტია. მას ორქიდეის კუნძულსაც უწოდებენ. აქ მოსახვედრად ვიზიტორებს შეუძლიათ გაყვნენ ბორანს ტაიტუნგიდან.

ლუდაო

ლუდაო ერთ დროს კოლონია იყო, დღეს კი სანაპიროს მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. “მწვანე კუნძულად” ცნობილი ლუდაო შუქურების, ცხელი წყაროების და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თავშესაფარია. კლდის რიფების წყალობით, კუნძულზე სნორკელინგის და სკუბა დაივინგის ფართო შესაძლებლობაა. ტაიპეიდან და ტაიტუნგიდან აქ ბორნით გადახვალთ.

ბაიშა

ბაიშა თეთრი ქვიშის და კრისტალივით სუფთა წყლის მქონე კუნძულია. საუკეთესო სანაპიროებია ლიუ, ჰოულიაო, ჩიკანი და პენგუ. კუნძულზე ნახავთ პენგუს აკვარიუმს, სადაც უამრავი სახეობის წყლის ბინადრის ხილვა შეგიძლიათ, მათ შორის წყლის კუების.

სიაოლოჩო/Xiaoliuqiu

ამ კუნძულს ლამბაის და რიუკუსაც უწოდებენ. ის ტაივანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სავსეა ცოცხალი ნაპირებით, წყლის კუებით და ტროპიკული პალმებით. განსაკუთრებით პოპულარულია წყალში ამოზრდილი ულამაზესი ქვის ლოდი მის გარშემო საცურაოდ და ფოტოების გადასაღებად.