ბევრი მოგზაურისთვის ბალი საოცნებო მიმართულებაა, რადგანაც მას “პატარა სამოთხეს” უწოდებენ დედამიწაზე. ის მრავალფეროვან დასვენებას გვთავაზობს. ბალიზე ყველაზე ცნობილი ადგილებია: სემინიაკი (Seminyak) და უბუდი (Ubud), მაგრამ ჩვენ უფრო საოცარ ადგილებსაც აღმოგაჩენინებთ. ადით ნავზე და გამოიკვლიეთ ნუსა ლემბონგანის კუნძული (Nusa Lembongan), ისერფინგეთ ულუვატუში (Uluwatu) ან მიიღეთ ავთენტური და უნიკალური გამოცდილება ცენტრალურ ბალში. ჩვენ იდილიურ ინდონეზიურ თავგადასავალს დაგიგემავთ.

ნუსა ლემბონგანი/NUSA LEMBONGAN

ეძებთ სარელაქსაციო კუნძულს ბალიზე ყოფნისას? გაყევით ბორანს ნუსამდე და აღმოაჩინეთ ველური თეთრი ქვიშა და სუნთქვისშემკვრელი ადგილები. Crystal Bay – ერთ-ერთი ცნობილი სანაპიროა კუნძულზე. აქ მაღალი პალმები, თეთრი ქვიშა და ფერადი ნავები დაგხვდებათ. ის იდეალურია მათთვის, ვისაც თავგადასავლები უყვართ. მეორე სანაპიროა Dream Beach, ზღაპრული გარემოთი. აქ მდებარეობს შთამბეჭდავი ცისფერი ლაგუნა – Blue Lagoon, რომელიც მოგზაურებში დიდ აღტაცებას იწვევს.

ცენტრალური ბალი

გამოიკვლიეთ ბალის სხვა მხარე და ეწვიეთ კუნძულის ცენტრს. აქ იდილიურ მწვანე ბრინჯის ტერასებს (Jatiluwih Rice Terraces) და პატარა სოფლებს იხილავთ. უბუდიდან ნახევარი საათის გზაზე Gunung Kawi-ს აღმოაჩენთ, სადაც ბევრი ულამაზესი საყდარი მდებარეობს. აღმოაჩინეთ ბალის ტროპიკული და ტრადიციული მხარე. დალაშქრეთ იუნესკოს დაცული ტერიტორიები.

ულუვატუ/ULUWATU

ბალის ეს მიმართულება სერფინგის მოყვარულებს ძალიან უყვართ. ის სავსეა ფარული სანაპიროებით, ბოჰემური ვილებით, კლდოვანი ნაპირებით და სანაპირო ბარებით. Thomas Beach – გრძელი, თეთრ ქვიშიანი სანაპიროა პალმის ხეებით. Ulu Cliffhouse – ეს კლუბი საოცარ ხედებს გვთავაზობს ოკეანეზე. ის რეტრო თუმცა ამავდროულად თანამედროვე დიზაინშია გადაწყვეტილი. ის კლდეზე მდებარეობს და აქედან ზღვაში მარტივად ვერ ჩახვალთ, თუმცა კლუბს აუზი აქვს. Padang Padang Beach – ულუვატუს მორიგი პოპულარულია სანაპიროა, სასიამოვნო საცურაო ზღვით და სერფინგის ინსტრუქტორებით.