ბალი მდიდარია ლამაზი სანაპიროებით. აქ მხოლოდ თეთრი ქვიშა არაა. კუნძულის ვულკანური წარსულის დამსახურებით, ბევრი სანაპირო ნაცრისფერი ფერის სხვადასხვა ვარიაციაა. აქ ყველგან სრულ განტვირთვას მოახერხებთ. საუკეთესო საცურაო ნაპირები ბუკიტის ნახევარკუნძულზეა, იდილიური გამოქვაბულებით.
კუტას და სემინიაკის სანაპიროები/Kuta Beach & Seminyak Beach
საუკეთესო მზის ჩასვლისთვის
ბალიზე ტურიზმი კუტას სანაპიროზე დაიწყო და დღემდე საყვარელი ადგილია სანაპირო განტვირთვისთვის და ლეგენდარული მზის ჩასვლებისთვის. აქ შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა სასმელი, ხემსები, იქირაოთ სერფინგის დაფა და სკამები ან უბრალოდ წამოწვეთ ქვიშაზე. სემნიაკი კუტაზე ნაკლებად დატვირთულია.
ჯუნგუტბატუს სანაპირო/Jungutbatu Beach
საუკეთესო ერთდღიანი მოგზაურობისთვის
აქ ლამაზი თეთრი ქვიშა და სუფთა ლურჯი წყალია. დატკბებით ხედებით შორეულ ვულკანზე. სასეირნო ბილიკი სასიამოვნოა ფეხით სიარულისთვის დღის ნებისმიერ დროს. აქ ბევრი კაფე და საკურორტო დაწესებულებაა.
ჯიმბარანის სანაპირო/Jimbaran Beach
საუკეთესო სანაპირო გურმანებისთვის
ბალის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო 4 კმ სიგრძისაა, ძალიან სუფთა და კარგად შენარჩუნებული. აქ ძირითადად გურმანები ჩამოდიან, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების დასაგემოვნებლად რადგანაც ბევრი საკვები ობიექტია. აქედან დაინახავთ აეროპორტში ჩამფრენ თვითმფრინავებსაც.
ლაბუან საიტის სანაპირო/Labuan Sait Beach
საუკეთესო სანაპირო სერფინგისთვის
ზომით პატარა, თუმცა ულამაზესი სანაპირო ულუ ვატუს გზაზე მდებარეობს და სერფინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. გამოცდილი სერფერები აქ ხშირად მოდიან. შაბათ საღამოს კი სანაპირო წვეულება იმართება.
სანურის სანაპირო/Sanur Beach
საუკეთესო სეირნობისთვის
ამ სანაპიროს ულამაზესი სასეირნო ბულვარი აქვს. გამოირჩევა სისუფთავით და სიმშვიდით. სანაპირო კლდეები ლანდშაფტს უფრო გამოკვეთილს ხდის. თვალს მოკრავთ სათევზაო ნავებსაც.
პემუტერანის სანაპირო/Pemuteran Beach
საუკეთესო წყლის სპორტისთვის
ნაცრისფერი ქვიშა, ცისფერი წყალი და გარშემო არსებული მწვანე მთები არემარეს განსაკუთრებულს ხდის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მზის ჩასვლისას ნარინჯისფერი ტონალობები ერწყმის. აქ სეირნობა საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა.
ლურჯი ლაგუნას სანაპირო
განმარტოებული მზის აბაზანებისთვის
პატარა ლურჯი ლაგუნას სანაპირო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და ულამაზეს გამოქვაბულს მოიცავს დამდგარი კამკამა წყლით.
ამედის სანაპირო/Amed Beach
საუკეთესო სანაპირო დაივინგისთვის
ბალის მშვიდ ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ეს ადგილი სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის კუნძულის სხვა ნაწილებთან შედარებით. ამედში შორს ხართ წვეულებებისგან და დიდი ტალღებისგან. აქ ტროპიკული იდილიაა. განსაკუთრებით სასიამოვნო ადგილია დაივინგის მოყვარულებისთვის.
მწვანე სანაპირო/Green Bowl Beach
საუკეთესო სანაპირო სერფინგის საყურებლად
ამ ულამაზეს სანაპიროზე უიქენდის დღეები საკმაოდ გადატვირთულია, თუმცა კვირის დღეებში ცოტა ხალხი დაგხვდებათ. აღმოაჩინეთ გამოქვაბულები, იცურავეთ სუფთა წყალში, გაისეირნეთ წყეში და იხილეთ ლაგუნა კლდესთან.
ბალანგანის სანაპირო/Balangan Beach
საუკეთესო ტროპიკული დასვენებისთვის
ეს ბალის ველური დასავლეთია, გლამურული სანაპირო კლდოვანი ზურგით. თეთრ ქვიშას პალმების ხეები და მზის ქოლგები აფერადებენ. აქ ნახავთ ბარებს და გესთჰაუსებს.