მოგზაურებში მაროკო უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარობას. გასულ წელს, ამ ულამაზესმა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანამ რეკორდი დაამყარა და 18 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. მაროკოს ყველაზე ცნობილი მიმართულებაა მარაქეში, მაგრამ არანაკლებ სანახაობრივი და ლამაზია ტანგიერი. ტანგიერი ესპანურ და მაროკოულ კულტურას აერთიანებს. ამ საპორტო ქალაქს მაროკოს რივიერასაც უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ის უფრო იაფია ვიდრე მარაქეში. ბიუჯეტურობის გარდა, ტანგიერი ოქროს ქვიშიან სანაპიროებს აერთიანებს, მათ შორის სოლის მშვიდ სანაპიროს, რომელიც უნიკალურ ხედებს გვთავაზობს ატლანტის ოკეანეზე. არ უნდა გამოგრჩეთ არც აქაური ბაზრობები, სადაც განსაკუთრებულ ნივთებს იხილავთ.
ჩვენ აქ დაუვიწყარ მოგზაურობას დაგიგეგმავთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
მოინახულეთ ტანგიერის ციხესიმაგრე
Tangier’s Kasbah – მაღალი კედლების მქონე ციხესიმაგრეა, სადაც ერთ დროს სულთანი ცხოვრობდა. მისი მთავარი შესასვლელიდან უზარმაზარ ეზოში გახვალთ, რომელსაც რეზიდენციამდე მიყავხართ. აქ მდებარეობს მუზეუმიც. სასახლე მე-17 საუკუნეში აშენდა.

მოინახულეთ ტანგიერის ვილა ნუველი
Ville Nouvelle – ტანგიერის “ახალი ქალაქია”, რომელიც მე-19/მე-20 საუკუნეების არქიტექტურით გამოირჩევა. აქ ნახავთ ოკეანეზე გადმოსახედ ტერასას: Terrasse des Paresseux, რომელიც ევროპელ არტისტებს შთააგონებდა. აქ ასევე მდებარეობს მენდუბიას ბაღები (Mendoubia Gardens) დრაკონის ხეებით.

დატკბით ზღვის ხედებით სპარტელისა და რმილატის პარკიდან
Cap Spartel & Rmilat Park – ეს უზარმაზარი პარკი ბევრ გამოსაკვლევ ადგილს და სალაშქრო ბილიკს წარმოგვიდგენს. ოკეანესთან მდებარე ტყიდან იხილავთ ხედებს კლდეებსა და ზღვაზე. დღეს ეს პარკი მაროკოს ყველაზე ბიომრავალფეროვანი ბაღია.

ტანგიერის სანაპირო
ტანგიერის გრძელ, ქვიშიან სანაპიროზე ადგილობრივები სეირნობენ და ფეხბურთს თამაშობენ. წყალი აქ არც ისე სუფთაა საცურაოდ, თუმცა სუფთა ჰაერისთვის და ფეხის გაშლისთვის იდეალური მიმართულებაა.

1 დღიანი ტური ასილაჰში
პატარა ქალაქი ასილაჰი ტანგიერიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, მაროკოს ატლანტიკის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში და მისი ისტორია რომაული პერიოდიდან თარიღდება. ის როგორც ესპანეთის, ასევე პორტუგალიის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ის ასევე ცნობილია ზღვის პროდუქტების კერძებით.

სან ენდრიუს ეკლესია
St. Andrew’s Church – ქალაქის გამორჩეულად მშვიდი ადგილია, სადაც ქაოსს და ხმაურს გაექცევით. ის 1905 წელს აშენდა და ინტერიერში ტრადიციულ მაროკოეულ არქიტექტურულ ელემენტებს აერთიანებს.

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ტანგიერი იგივე ტანგი ჩვ.წ.-მდე 500 წელსაა მოხსენიებული კართაგენელი მოგზაურების წერილებში. მოგვიანებით ტანგი რომაული კოლონია გახდა. 1 საუკუნის შემდეგ კი ის ბიზანტიის იმპერიის ნაწილად იქცა. ქალაქი ესპანეთის, პორტუგალიის და ინგლისის მმართველობაშიც იყო. ახალი სიცოცხლე ტანგიერმა მე-19 საუკუნის შუა რიცხვებიდან დაიწყო.











