რჩევები და ბიუჯეტი

საუკეთესო უფასო აქტივობები სეულში

სეული ეს არის ქალაქი, სადაც მთელი დღის მანძილზე, ყველა საათს პროდუქტიულად შეავსებთ. მაგრამ, ის არაა იაფი ადგილი სამოგზაუროდ. თუმცა, ჩვენ სამხრეთ კორეის დედაქალაქში უფასო აქტივობებს გირჩევთ.

1. გადაიღეთ ფოტოები იჰვას მოხატულ სოფელში

სეულის ერთ-ერთ უბანში უამრავ ულამაზეს კედლის მხატვრობას აღმოაჩენთ და ბევრი ფოტოს გადაღების საშუალება გექნებათ. Ihwa Mural Village – აერთიანებს ქუჩებს და ხეივნებს ფერადი მხატვრობებით, რომლებიც ადგილობრივ არტისტებს ეკუთვნით.

2. მოინახულეთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები სეულის ხელოვნების მუზეუმში

Seoul Museum of Art – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ისტორიულ შენობაში, სადაც მუდმივი გამოფენების განყოფილება უფასოა.

3. მოინახულეთ ტრადიციული სახლები ჰანოკში

Bukchon Hanok Village – ტრადიციულ კორეულ სახლებს წარმოგვიდგენს, რომელიც ქვეყნის წარსულში გადაგანაცვლებთ. ამ უბნის ავთენტურობა მართლაც უნიკალურია და ნაგებობები საუკუნესაც ითვლიან. დატკბით ხეივნების შარმით და ხედებით.

4. გაატარეთ დრო მდინარესთან ჰანგანგის პარკში

სეულის ყველაზე ცნობილი უფასო ლოკაციაა მდინარე ჰანის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ქალაქში საუკეთესო რეკრეაციული ზონაა. აქ ლამაზი ხედების ფონზე სასიამოვნოდ გაისეირნებთ. ზაფხულობით ხშირად ტარდება უფასო ღონისძიებებიც.

5. დაათვალიერეთ უნიკალური ბიბლიოთეკა

Cheongun Literature Library – კორეის ერთ-ერთი ულამაზესი ბიბლიოთეკაა. აქ წიგნების უდიდესი კოლექცია ინახება. მეორე სართულზე შეგიძლიათ დასხდეთ სამკითხველო ოთახებში, რომლებიც კროეული ტრადიციული სახლის ატმოსფეროს იმეორებენ. ეს მართლაც უნიკალური ადგილია წიგნის წასაკითხად.

6. გაიარეთ ტყის პარკის ხეივანში

Gyeongui Line Forest Park – უძველესი სასეირნო ბილიკია, რომელიც ერთ დროს ჩრდილოეთ კორეამდეც კი მიდიოდა. ეს ბილიკი სეულის რამდენიმე უბანს გადის. ზაფხულობით აქ ხშირად აწყობენ პიკნიკებს. კარგ ამინდში მოისმენთ მუსიკალურ შესრულებებსაც.

7. შეისწავლეთ ქალაქის წარსული სეულის ისტორიის მუზეუმში

აქ თითქმის ყველა გამოფენა უფასოა. ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს პირველი სართული, სადაც წარმოდგენილია ძველი კომპიუტერები, კასეტები, მაისურები და აშ.

8. ადით სამოთხეში, ბუხანსანის მწვერვალზე

Bukhansan’s peak – სეულთან მდებარე მწვერვალია, რომელიც სამოთხის მსგავს ხედებს შემოგთავაზებთ. აქ კორეელები ტურისტებს ხშირად გემრიელი ტრადიციული სასმლითაც უმასპინძლდებიან.

9. დალაშქრეთ უფრო მარტივი გზა ქალაქის ხედებისთვის

Inwangsan – ბუხანსანზე მარტივი დასალაშქრია და ისიც ბრწყინვალე ხედებს განახებთ სეულზე. გზად შეგხვდებათ ანტიკური ისტორიული კედლები.

10. იხილეთ ღირსშესანიშნაობები უფასოდ სეულის უფასო საფეხმავლო ტურზე

სეულის უფასო საფეხმავლო ტური სამი დღით ადრე უნდა დაჯავშნოთ. ისინი უფასოა და მოიცავს გიდის გამოყოლას, რომელიც ინგლისურად ისაუბრებს. ეს ტურები 10 ადამიანით კომპლექტდება.

11. გაიარეთ ურბანულ სანაპიროზე

Cheong-gye-cheon – სეულის ეკოლოგიური საოცრებაა, ხელოვნური არხი, რომელიც სეულის დაუნთაუნშია მოწყობილი. ეს სასიამოვნო, მწვანე სასეირნო ხეივანია წყალთან, სადაც სასიამოვნო შუადღეს და საღამოს გაატარებთ. აქ მდებარეობს არხის ისტორიის მუზეუმიც, რომელიც ასევე უფასოა.

12. იხილეთ შადრევნის ფერადი წყლის შოუ

აპრილიდან ოქტომბრამდე ადამიანები ჰან რივერის პარკის ხიდთან იკრიბებიან რათა ულამაზესი ‘Moonlight Rainbow Show’ იხილონ. სინათლით, მუსიკითა და წყლით აქ ჯადოსნური სანახაობა ეწყობა. მუსიკალური ჟანრებიდან ისმის, კლასიკა, პოპი და როკ-მუსიკა.

13. შეისწავლეთ ბუდიზმი გილსანგ-საში

Gilsang-sa – ეს სეულის ცნობილი საყდარია, შეიძლება ითქვას ყველაზე ლამაზიც. მისი იდილიური გარემო ულამაზესი ბუნებით საშუალებას მოგცემთ ქალაქის ქაოსს გაერიდოთ. ინგლისური უფასო პროგრამების საშუალებით შეიტყობთ საინტერესო ფაქტებს ბუდიზმზე.

14. შეისვენეთ სეონიუდოს პარკში

Seonyudo Park – მწვანე კუნძულია ქალაქის შუაში და თითქოს სრულიად განცალკევებული სამყაროა. ადგილობრივები და მოგზაურები აქ საპიკნიკოდ, მზის აბაზანებისთვის, ბოტანიკური ბაღების და მწვანე სივრცეების დასათვალიერებლად მოდიან.

15. გაისეირნეთ სეულის ქალაქის კედელთან

მე-14 საუკუნეში აგებული ეს ქალაქის კედელი ეროვნული საგანძურია და მშვენიერი ადგილია სასეირნოდ. ადგილობრივებისთვის ის პოპულარული პაემნის ადგილიცაა. დატკბით პანორამული ხედებით.

16. შეაფასეთ ფუტურისტული არქიტექტურა

Dongdaemun Design Plaza – ზაჰა ჰადიდის უდიდესი ნამუშევარია. აქ გამოფენები, მოდის შოუები და სხვა ღონისძიებები რეგულარულად ტარდება. ნაგებობა მონახულებად ნამდვილად ღირს.

17. აღნიშნეთ კულტურის დღეები

ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათი, სეულში კულტურის დღედ აღინიშნება. ამ დროს მუზეუმები, ხელოვნების სივრცეები და კულტურული ძეგლების უმეტესობა უფასოდაა ღია. კინოთეატრებში კი მოქმედებს დიდი ფასდაკლებები.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

სამხრეთ კორეასამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეა18 ივნ 2026

საუკეთესო ადგილები სამხრეთ კორეაში ვიზიტისთვის

რა ვნახოთ სამხრეთ კორეაში: სეული, ბუსანი, გიონგჯუ, ანდონგი, განგვონ-დო, ჯეჯუ-დო და გუანგჯუ. 7 მიმართულება მთებიდან სანაპირომდე და იუნესკოს ძეგლებით.

იაპონიაიაპონია
იაპონია18 იან 2026

10 საუკეთესო ადგილი აზიაში გაზაფხულზე ვიზიტისთვის

სად წავიდეთ აზიაში გაზაფხულზე: კიუშუ, უზბეკეთი, სამხრეთ კორეა, უბუდი, ნეპალის დოლპო და სხვა მიმართულებები მარტის, აპრილისა და მაისის მიხედვით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე