თუ ისეთ ქალაქში ისვენებთ ან ატარებთ დროს სადაც ზღვა ან ტბა არ არის და გსურთ იცურაოთ ან სანაპიროზე ისეირნოთ, რიგ შემთხვევებში შორს წასვლა არ გიწევთ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან მაქსიმუმ 2 საათის სავალი გზის არეალში, ბევრი ლამაზი სანაპირო მდებარეობს.
დეალი, კენტი
საფრანგეთის სანაპიროდან 40 კილომეტრში, ლონდონიდან მატარებლით 2 საათის სავალ გზაზე, გრძელი სანაპიროს მქონე საყვარელი ქალაქი მდებარეობს. მოწმენდილ ცაზე, ჰორიზონტს მიღმა, შორიდან საფრანგეთსაც კი მოკრავთ თვალს. დეალში ბევრი მაღაზია დაგხვდებათ.
როგორ მოხვდეთ ლონდონიდან: 1.20 სთ მატარებლით წმ. პანკრასის საერთაშორისო სადგურიდან (St Pancras International), 2 საათი დაქირავებული მანქანით.

ბროადშტეირსი, კენტი
ჩარლზ დიკენსმა აქ ბევრი ზაფხული გაატარა. მან დავიდ კოპერფილდი სწორედ ამ სანაპირო ქალაქში დაწერა. Broadstairs დაგახვედრებთ შთამბეჭდავ ბულვარს, კლდეებს და ქვიშიანი ვიკინგების სანაპიროს.
როგორ მოვხვდეთ ლონდონიდან: 1.40 სთ მატარებლით წმ. პანკრასის საერთაშორისო სადგურიდან, 2 საათი დაქირავებული მანქანით.

უისტეიბლი, კენტი
Whitstable – ცნობილია პასტელური სახლებით, ქვის მღვიმეებით და მეგობრული ხალხით. ის მთელი წლის მანძილზე იზიდავს ტურისტებს. აქ გაგიმასპინძლდებიან ახალი ზღვის პროდუქტებით, ცივი ლუდით და ლაივ მუსიკით. შეგხვდებათ ხელოვნების გალერეებიც და მე-18 საუკუნის ციხესიმაგრე.
როგორ მოვხვდეთ ლონდონიდან: 1.30 სთ მატარებლით ლონდონის ვიქტორიას სადგურიდან, 2 საათი დაქირავებული მანქანით.

საუზენდონსი, ესექსი
Southend-on-Sea – მშვიდი ინგლისური ზღვისპირა ქალაქია რეტრო გასართობი პარკით. თუ ატრაქციონები გიყვართ, ეწვიეთ სათავგადასავლო კუნძულს გასართობად. აქ ასევე მსოფლიოს ყველაზე გრძელი სანაპიროა, რათა წყლის პირას სეირნობით დატკბეთ.
როგორ მოვხვდეთ ლონდონიდან: 1.15 სთ ლონდონის ლივერპულის ქუჩიდან, 2 საათი დაქირავებული მანქანით.

ბრაიტონი და ჰოუვი
ცოტა ბრიტანული ქალაქი თუა იმაზე ფერადი ვიდრე ბრაიტონი (Brighton & Hove). მისი სანაპირო გამორჩეულია მთელ ქვეყანაში, ამიტომაც ბევრი ლონდონელი გარბის აქ ცხელ ზაფხულის უიქენდებზე. მის ვიწრო ქუჩებში ბევრი ბუტიკი, ყავახანა, წიგნის და ვინილების მაღაზიებია და ყველა მათგანი მე-18 საუკუნის შენობებში. იხილეთ სამეფო პავილიონიც.
როგორ მოვხვდეთ ლონდონიდან: 1 სთ მატარებლით ლონდონის ხიდიდან. 1.45 სთ ნაქირავები მანქანით.

ჰასთინგსი, აღმოსავლეთ სასექსი
“ახალ ბრაიტონად” წოდებული ჰასთინგსი ცნობილია 1066 წლის ბრძოლით და ისტორიის მოყვარულებს მუზეუმების და ჰასტინგის სასახლის ნანგრევების სანახავად იწვევს. სხვები აქ წმ. კლემენტინის გამოქვაბულების დასათვალიერებლად მოდიან. საუკეთესო ხედებისთვის ადით კლდის სარკინიგზო ფუნიკულიორზე.
როგორ მოვხვდეთ ლონდონიდან: 1.30 სთ მატარებლით ლონდონის ხიდიდან, 2 სთ. ნაქირავები ავტომობილით.

ისტბურნი, აღმოსავლეთ სასექსი
ვიქტორიანული სასტუმროები და ჩაის სახლები, ბარები და წლისპირა კვების ობიექტები – Eastbourne მის სანაპირო მეზობლებს არ ჩამოუვარდება. პატარა ჩელსის ეს მცირე ნაწილი სავსეა კაფე-მაღაზიებით და კრეატიული სახელოსნოებით.
როგორ მოვხვდეთ ლონდონიდან: 1.20 სთ მატარებლით ლონდონის ვიქტორიას სადგურიდან, 2.20 სთ დაქირავებული მანქანით.

რაი, აღმოსავლეთ სასექსი
ტექნიკურად ეს ზღვისპირა ქალაქი არაა, თუმცა რაი 10 წუთის გზაზეა სანაპიროდან. მოინახულეთ რაის ციხესიმაგრის კოშკურა, საათის კოშკი, წმ. მარიამის ეკლესია, ქალთევზას ქუჩა ულამაზესი სახლებით და რა თქმა უნდა, კემბერ სენდის სანაპირო (Camber Sands beach), რომელიც დაცული ბუნების ნაწილია.
როგორ მოვხვდეთ ლონდონიდან: 1.30 სთ მატარებლით ლივერპულის ქუჩიდან. 2 სთ დაქირავებული მანქანით.











