ბოლო წლებია რაც ლისაბონი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ მიმართულებად ჩამოყალიბდა. პორტუგალიის გასტრონომია მსოფლიო პოპულარობას სამართლიანად იხვეჭს. ქვეყნის დედაქალაქში ახალ, ჯანსაღ, ინოვაციურ და ბიუჯეტურ კერძებს და სასმელებს დააგემოვნებთ. მაგალითად, აქ ზღვის პროდუქტები მუდამ ახლად დაჭერილი და მოპოვებულია. წარმოგიდგენთ საუკეთესო ადგილებს, სადაც ლისაბონელები მიირთმევენ და სვამენ:

საუზმე

როცა საქმე საუზმეს ეხება, მთელ ქალაქში ბევრი გემრიელი შემოთავაზებაა. აირჩიეთ ცნობილი პორტუგალიური ტკბილეული pasteis de nata ლისაბონის რომელიმე ცნობილ საკონდიტროში ან საცხობში:

  1. Pastelaria Alfama Doce – ისტორიული საცხობია ალფამას უბანში.
  2. თუ დასაჯდომები და Wifi გსურთ, ესტუმრეთ Dear Breakfast-ის რომელიმე ფილიალს: სანტოსში, ჩიადოში ან ალფამაში. ისინი შემოგთავაზებენ კვერცხის კერძების კომბოებს, ფანქეიქებს კარამელით, ბანანით ან ბეკონითა და მასკარპონეთი.
  3. ანჯოსში კი Maria’s Food Hub გიმასპინძლებთ ფერადი ხელოვნების ნიმუშებით და კრეატიული მენიუთი. დააგემოვნეთ ტოსტი სალათასთან ერთად.

ყავა

ლისაბონში ყავა ესპრესოს ცოტაოდენი რძით 1 ევროზე ნაკლებ ფასში აღმოაჩენთ ნებისმიერ კაფესა თუ კიოსკში. მას პინგადოს (pingado)-ს უწოდებენ. მიირთვით ის პანორამულ ხედებზე და მიხვდებით თუ რატომ უწოდებენ ლისაბონს “7 მთის ქალაქს”. მაგალითად, Liberty-ში დაგხვდებათ ყავა და წიგნები. იქვე მდებარე Comoba-ში ორგანული ყავით და თეთრი შოკოლადით გაგიმასპინძლდებიან.

ლანჩი

ლანჩის დრო საუკეთესო გზაა, რომ ლისაბონის პოპულარულ ადგილებში მიირთვათ.

  • Taberna Sal Grosso – პოპულარულია როგორც ტურისტებში ასევე ადგილობრივებში მსუყე პატარა პორციებით. მაგიდები აქ წინასწარ იჯავშნება. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ონლაინ.
  • ზღვის პროდუქტების მოყვარულებისთვის Ramiro გამოირჩევა. აქაც რიგები დაგხვდებათ თუ დაჯავშნის გარეშე მიხვალთ.

აპერეტივი

პატარა მოედანზე: Praça da Alegria ჯუნგლების თემატიკის ბარი მდებარეობს: Monkey Mash, სადაც ისეთივე ცოცხალი სასმელებია, როგორც ბარის დეკორი. აქ უგემრიელეს კოქტეილებს დაგიმზადებენ.

სადილი

Tasca Baldracca – არის ტავერნა, სადაც მენიუ მუდამ იცვლება და მას დაფაზე წერენ. აქ პატარა გემრიელი პორციები დაგხვდებათ. თუ უფრო მდიდრული გსურთ, Marlene-ს ეწვიეთ. ეს რესტორანი უნიკალურ ატმოსფეროს და პროფესიონალურ სამზარეულოს გვთავაზობს. შეგიძლიათ უყუროთ მზარეულობს თუ როგორ ამზადებენ კერძებს.

  • Ti Natércia – ალფამაში მდებარეობს და მშვენიერი ადგილია ტრადიციული კერძებისთვის. ეს საკმაოდ ბიუჯეტური ადგილიცაა, პორციების ფასი დაახლოებით 6-12 ევრომდე მერყეობს.
  • Marisqueira de Roma – რომის გამზირზეა და გემრიელი ზღვის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა.
  • Laurentina – მორიგი ბიუჯეტური ადგილი პორტუგალიური საკვებისთვის.
  • Há Tapas no Mercado – 2, 3 და 4 ევროიან ხემსებს გთავაზობთ.
  • Restaurante Príncipe Do Calhariz – ქალაქის ცენტრშია და ფასები 7-დან 15 ევრომდე მერყეობს. აქ სწრაფი კვებაა და დამანაყრებელ პორციებს გთავაზობენ.

ბარები

ლისაბონში ბევრი კარგი სივრცეა საღამოს გასატარებლად. ღვინის მისართმევად ეწვიეთ Rude-ს ანჯოსში, სადაც 40 სახეობის ღვინოა მთელი მსოფლიოდან. გირჩევთ მწვანე ღვინოს, რომელიც პორტუგალიაში ძალიან პოპულარულია. უნიკალური საღამოსთვის ცადეთ Pavilhão Chinês ლისაბონის გასართობ არეალში ბიარო ალტოში.