გერმანია ყოველთვის ასოცირდებოდა სოსისებთან. თუმცა, ეს ქვეყანა მრავალფეროვან კერძებს გვთავაზობს დამზადებულს ხორცით, ზღვის პროდუქტებით, ბოსტნეულით თუ კარტოფილით. ჩვენ გირჩევთ კერძებს, რომლებიც გერმანიაში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Schwarzsauer/შვარზსაუერი

მოემზადეთ ნამდვილი გერმანული კერძისთვის!  მისი სახელი “სისხლის სუპს” აღნიშნავს და ეს მეტაფორა სულაც არაა. მთავარი ინგრედიენტი ღორის სისხლია. ძმართან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ის შავ ფერს იღებს.

Labskaus/ლაბსკაუსი

ბრემენის ან ჰამბურგის სიახლოვეს ეს კერძი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. როდესაც მათ პირველად სინჯავენ, გონიათ, რომ რაღაც ტკბილს აგემოვნებენ, მაგრამ სინამდვილეში ის საქონლის ხორცით, კარტოფილით, ჭარხლით, კვერცხით და ხახვით მზადდება.

Hofer Schwaaß/ჰოფერ შვააბი

ამ კერძს ტრადიციულ ვარიანტში გერმანიის უფროსი თაობა ამზადებს. მისი ერთ-ერთი ინგრედიენტიც ღორის სისხლი, ბეკონი, ხახვი და თეთრი პურია. მას ღუმელში ამზადებენ იქამდე, სანამ ხრაშუნა არ გახდება. მაღაზიებში ჰოფერ შვააბის მზა ვარიანტებსაც შეხვდებით.

Mettbrötchen/მეტბროჰენი

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში საქონლის და ღორის ხორს სუშის სტილშიც მიირთმევენ, ანუ უმს. ესაა ღია ხორცის სენდვიჩი პილპილით, ხახვით და მარილით. მას ყველა ლუდსახარშში აღმოაჩენთ.

Griebenschmalz/გრიბენშმალზი

გრიბენშმალზი პოპულარული ხემსია გერმანიის ბევრ რეგიონში. მას ძირითადად ბეკონით, ვაშლითა და ხახვით ამზადებენ და საკმაოდ ძლიერი არომატი აქვს. აღსანიშნავია, რომ კერძში ღორის ქონი გამოიყენება, რაც საშუალებას იძლევა არ გადაიყაროს ცხოველის არცერთი ნაწილი.

Heringssalat/ჰერინგსალატი

ეს გემრიელი სალათის ტიპის კერძი თევზის ფილის, ვაშლის, ჭარხლის, ხახვის, იოგურტის და მოხარშული კვერცხის ერთობლიობაა. ეს კომბინაცია შეიძლება უჩვეულო მოგეჩვენოთ, მაგრამ ადგილობრივები გვარწმუნებენ, რომ ეს მშვენიერი და გემრიელი შესაძლებლობაა ერთდროულად მივიღოთ პროტეინები, ბოსტნეული და ხილი.

Quarkkäulchen/ქვარკაულჰენი

დესერტისთვის საქსონურ სუფრას უნდა მიაკითხოთ. ამ მხარეში ბევრი გემრიელი ტკბილეულია. კარტოფილისგან, ყველისგან და კვერცხისგან მოზელილი ცომი პატარა ნაჭრებად იყოფა და დარიჩინი ემატება. ფანქეიქების მსგავსად, მას ბევრნაირი ტოპინგი შეიძლება მოვასხათ.

Maultaschen/მაულტაჰენი

ეს გერმანული დამპლინგებია სავსე ხორცით, შაშხით, ხახვით და/ან ისპანახით. შეიძლება მოგართვან სუპის სახით, შემწვარი კარაქში ან კარტოფილის სალათასთან ერთად.

Grünkohl mit Pinkel/გრუნკოლ მიტ პინკელ

ჩრდილოეთ გერმანიის საკულტო კერძი იმედს არ გაგიცრუებთ. მან იმხელა პოპულარობა მოიხვეჭა, რომ საერთაშორისო ჯანსაღი პროდუქტების მაღაზიათა ქსელებში მოხვდა. ეს არის ჩაშუშული ხუჭუჭა კომბოსტო, რომელსაც ზევიდან კარტოფილს, სოსისს, ბეკონს და სხვადასხვა საკმაზ-სუნელებს უკეთებენ.

Bratwurst/ბრატვორსტი

ღორის ხორცის სოსისი, მოხარშვის ნაცვლად, გრილზე იწვება, ღია ცეცხლზე. თუ მას შეუკვეთავთ, როგორც წესი, თეფშზე 4-დან 12-მდე სოსისს დააწყობენ და კარტოფილის სალათას და მდოგვს მოაყოლებენ.

Krabbenbrötchen/კრაბენბროჰენი

სწრაფი წახემსებისთვის, მიაკითხეთ რომელიმე ქუჩის კვებას და გერმანიის დატოვებამდე ეს კერძიც დააგემოვნეთ. ეს არის პური სავსე ციცქნა კრევეტებით, რომელსაც ჩრდილოეთ ზღვაში მოიპოვებენ. სენდვიჩში დაგხვდებათ სალათის ფურცელი და სპეციალური სოუსიც.