მილანი ხელოვნებისა და კულტურის კუთხით, მსოფლიოს გამორჩეული ადგილია. ის იტალიის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია და ამავდროულად, სწრაფად განვითარებადიც. აქ ყვავის მოდა, კულინარია და არქიტექტურა. აღსანიშნავია სამეფო სასახლე და ტრადიციული მუზეუმები.
პინაკოტეკა დე ბრერა: საუკეთესო იტალიური მხატვრობის შესაფასებლად
ეს მუზეუმი (Pinacoteca de Brera) ისეთივე მნიშვნელოვანია მილანისთვის, როგორც პატარა მადონას ქანდაკება დუომოს თავზე. აქ მხატვრული ნამუშევრების უდიდესი კოლექციაა დაცული მთელი ქვეყნის მასშტაბით. იხილავთ იტალიურ ოსტატებს: მანტენადან კარავაჯომდე და რაფაელამდე. მოინახულეთ ბრერას სასახლეც რომანტიკული ატმოსფეროთი.
სანტა მარია დელ გრაცის ბაზილიკა: შედევრები მონასტერში
ეს ეკლესია-მუზეუმი (Basilica di Santa Maria delle Grazie) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აქ იხილავთ “საიდუმლო სერობის” ფრესკას და ბევრ ლამაზ ნამუშევარს.
პინაკოტეკა ამბროსიანა: რენესანსის ხელოვნების შესაფასებლად
შესაძლოა ეს მუზეუმი (Pinacoteca Ambrosiana) ისეთივე პოპულარული არაა, როგორც ბრერა, მაგრამ ისიც უძვირფასეს იტალიურ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს რენესანსის ეპოქიდან. მოინახულეთ მისი ბიბლიოთეკაც.
ნოვეჩენტოს მუზეუმი: მე-20 და 21-ე საუკუნის ხელოვნება
თუ თანამედროვე ხელოვნების გულშემატკივარი ხართ, ამ მუზეუმს (Museo del Novecento) აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ის სამეფო სასახლესთან მდებარეობს და უკანასკნელი ორი საუკუნის ხელოვნებას გვაცნობს. აქ ნახავთ სკულპტურებს, მოდილიანის, კანდინსკის, პიკასოს ნამუშევრებს…
ტრიენალე დი მილანო: ისტორიის და იტალიური დიზაინის აღსანიშნავად
დიზაინი ისე არსადაა აღიარებული, როგორც მილანში. ამიტომაც, ქვეყნის ყველაზე მთავარი დიზაინის მუზეუმი (Triennale di Milano) სწორედ აქ მდებარეობს.
კულტურის მუზეუმი: ვიზუალური ხელოვნებისა და ბგერებისთვის
ამ მუზემში (Museo delle Culture) ხშირად ეწყობა ღონისძიებები, ამიტომაც აუცილებლად შეამოწმეთ კალენდარი თქვენი ვიზიტის პერიოდში. ეს უნიკალური კულტურის მუზეუმი მილანის სახელოვნებო სივრცეში კიდევ ერთ ინოვაციურ მარგალიტს წარმოადგენს.
ტექნოლოგიების ეროვნული მუზეუმი
მეცნიერების და ტექნოლოგიების მუზეუმი (Museo Nazionale Scienza e Tecnologia) ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც სასიამოვნო გამოცდილებას ჰპირდება. დაათვალიერებთ მატარებლების, თვითმფრინავების და მანქანების მოდელებს, ლეონარდო და ვინჩის დიზაინებს.
კასტელო სფორზესკო
და ბოლოს, მილანის ერთ-ერთი სიმბოლო (Castello Sforzesco) და არაჩვეულებრივი მუზეუმი 10 სხვადასხვა ინსტიტუციებს აერთიანებს. ის ეძღვნება ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რენესანსის სკულპტურებს, მიქელანჯელოს უკანასკნელ ნაშრომებს და აშ.