ცნობილი როგორც “წითელი ზღვის დედოფალი”, საპორტო ქალაქი ჯიდა საუდის არაბეთის კულტურული დედაქალაქია. გასაოცარი მეჩეთების და ისტორიული ძეგლების გარდა, აქ მდიდარი კულინარიული კულტურა და ხელოვნებაა აღმოსაჩენი. ისლამის წმინდა ქალაქად წოდებული ჯიდა მოგხიბლავთ სუფთა სანაპიროებითაც.

გასეირნება ჯიდას ცნობილ სანაპირო ბულვარში

ქალაქის პორტმა დიდი როლი ითამაშა ჯიდას განვითარებაში. დღეს აქ ბევრი რამ ხდება. 30 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი აერთიანებს საკვებ სივრცეებს, პარკებს, მეჩეთებს და კურორტებს.

დასვენება სანაპიროებზე

ჯიდაში რამდენიმე სანაპირო მდებარეობს, რომელიც მონახულებად ნამდვილად ღირს. მაგალითად, Durrat Al-Arus უძველესი კერძო სანაპიროა და ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს და 1996 წელს აშენდა.

შოპინგი მსოფლიო კლასის სავაჭრო ცენტრებში

ჯიდაში უამრავი მოლია, რომლებიც სოციალურ ჰაბებს წარმოადგენენ. ყველაზე პოპულარულებია: Mall of Arabia, Red Sea Mall, Andalus და Boulevard. აქ ნახავთ საერთაშორისო ბრენდებსაც და მეინსტრიმ ბრენდებსაც.

ჯიდას უძველესი უბნის, ალ ბალადის დათვალიერება

Al Balad – მეშვიდე საუკუნით თარიღდება და ჯიდას უძველესი უბანია, რომელიც რამდენი ასწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრი იყო. როდესაც საუდის არაბეთმა ეკონომიკური განვითარება დაიწყო, ჯიდას უბნებიც სწრაფად განვითარდა, ალ ბალადი უცვლელი დარჩა. ამიტომაც, ის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა და კულტურული ჰაბია. ის რამდენიმე იუნესკოს აღიარებულ ბაზრობებსაც აერთიანებს.

შეიგრძენით ქალაქის სულიერი მხარე მის მეჩეთებში ვიზიტით

ისევე როგორც საუდის არაბეთის სხვა ნაწილებში, ჯიდაშიც ვერ მოივლით ქუჩებს ისე, მეჩეთები რომ არ შენიშნოთ. ისლამის წმინდა ქალაქი მექა, აქედან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, Al Rahma, რომელიც თითქოს ზღვაში ტივტივებს.

აღმოაჩინეთ ხელოვნება

ჯიდა ხელოვნების და კულტურის მხრივ მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგანაც აქ ბევრი გალერეა მდებარეობს და არაბი არტისტების შემოქმედების წარმოსაჩენად განსაკუთრებული პლატფორმაა. ორი გამორჩეული მუზეუმია: Athr Gallery და Art Jameel, სადაც რეგულარულად ტარდება გამოფენები.

დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო

ჯიდაში რესტორნების დიდი არჩევანია. ტაჰლიას ქუჩაზე საერთაშორისო კვების ობიექტებს ნახავთ. თუმცა გირჩევთ ტრადიციული კერძებიც დააგემოვნოთ, მათ შორის ზღვის პროდუქტებიც.