მონტევიდეო ქალაქია, სადაც არც ისე სწრაფი ურბანული პულსი სცემს. ძველი ქალაქი ანტიკური ქალაქის კედლებითაა გარშემორტყმული. აქ დაისვენებთ ქვიშიან სანაპიროებზე, თავს აღმოაჩენთ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო კულინარიულ სცენაზე, ეწვევით უამრავ მუზეუმს და შეიგრძნობთ საკარნავალო რითმს მთელი წლის მანძილზე.

1. იარეთ ველოსიპედით ან გაისეირნეთ რამბლაზე

მონტევიდეოს მდინარისპირა რამბლა მსოფლიოს ყველაზე გრძელი სასეირნო ტროტუარია. ბულვარი სანაპირო ზოლს მიუყვება და იდეალურია მათთვის, ვინც ველოსიპედით დადის. დააგემოვნეთ იერბა, ადგილობრივი ტრადიციული სასმელი.

2. ეწვიეთ მემორიალურ მუზეუმს

ეს მუზეუმი (MUSEO DE LA MEMORIA) 2007 წელს გაიხსნა და ქვეყნის ისტორიის იმ წლებს წარმოგვიდგენს, როდესაც აქ დიქტატურა სუფევდა.

3. გამოსცადეთ კარნავალი მთელი წლის მანძილზე

თუ ურუგვაის იანვრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე ეწვევით, უდიდესი კარნავალის მონაწილე ახდებით. ურუვაელები აღდგომამდე 40-50 დღის მანძილზე ფესტივალებს აწყობენ. ამ ტრადიციამ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსიც მიიღო. ამ დროს ქუჩებს მოიცავენ მუსიკოსები და მოცეკვავეები; ეწყობა კოსტიუმირებული აღლუმები.

4. მიირთვით ადგილობრივი საქონლის ხორცით მომზადებული კერძები

ურუგვაი ცნობილია მაღალი ხარისხის საქონლის ხორცით. აქ არსებობს ტრადიცია: ასადო, როცა მეგობრები და ოჯახის წევრები იკრიბებიან და სხვადასხვა ტიპის გრილზე მომზადებულ ხორცს მიირთმევენ ბოსტნეულით. შეგიძლიათ ტრადიციული ვახშმის გამოცდილება გარსიაში მიიღოთ, ეს პოპულარუ რესტორანია 1967 წლიდან.

5. შეიგრძენით ფეხბურთი და ეწვიეთ მუზეუმს

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაიში ჩატარდა. 1930 წელს სწორედ მისი ცენტრალური სტადიონიდან აიღო გეზი ამ სახალხო საფეხბურთო მოვლენამ. დღეს ურუგვაის ორი მთავარი საფეხბურთო გუნდია პენაროლი და ეროვნული ნაკრები. ურუგვაის პრიმავერას დივიზიონი აქ მაისიდან დეკემბრამდე ტარდება. მოინახულეთ ფეხბურთის მუზეუმიც.

6. ისიამოვნეთ მონტევიდეოს ქვიშიანი სანაპიროებით

ფართო რიო დე ლა პლატათი გარშემორტყმული მონტევიდეო იშვიათი დედაქალაქია, რომელსაც სანაპირო ქალაქის სტატუსიც აქვს. ყველაზე პოპულარული სანაპიროა პლაია დე ლოს პოსიტოსი, სადაც რბილი ქვიშა და ფრენბურთის კორტებია.

7. გაეშურეთ პუნტა დელ ესტეში

დედაქალაქის მოვლის შემდეგ, გაყევით ავტობუსს ტრეს კრუსის ტერმინალიდან პუნტა დელ ესტეში და გაისეირნეთ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. აქ შეგიძლიათ სრული რელაქსაციის მიღება და თეთრი ღვინით მომზადებული სანგრიის დალევა.