ჩილე ბევრი მოგზაურისთვის უკვე მარტივად მისაღწევი სამოგზაურო მიმართულებაა. თუმცა, აქ ბევრი წეს-ჩვეულება, პროტოკოლი და უსაფრთხოების საკითხია, რომელიც ვიზიტის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

1. ისწავლეთ საბაზისო ესპანური სიტყვები ჩასვლამდე

სხვა ლათინო ამერიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩილეში მარტივი ესპანური სიტყვების ათვისება აუცილებელია, რადგანაც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადგილობრივებისთვის მათთან კონტაქტისას ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

2. შეემზადეთ რეგიონისა და სეზონისთვის

ჩილეში რამდენიმე ტიპის კლიმატის ცვლილებაა. ცენტრალური რეგიონი ხმელთაშუაზღვის კლიმატით გამოირჩევა, პატაგონიას ოკეანისთვის დამახასიათებელი კლიმატი აქვს, წვიმებით, დაბალი ტემპერატურით და ნიავით. ჩრდილოეთ ატაკამას უდაბნო კი ყველაზე მზიანი და მშრალი ადგილია მსოფლიოში. დეკემბერსა და თებერვალში ჩილეს უმეტეს ნაწილში სასიამოვნო ამინდია (25–30°C). მარტში, აპრილსა და მაისში კი ტემპერატურა მცირდება. მაისიდან ჩრდილოეთში წვიმებია მოსალოდნელი და ტემპერატურაც ეცემა. ივნისი, ივლისი და აგვისტო როგორც წესი გრილია, მაგრამ არ ცივა.

3. ჩაალაგეთ მოსაცმელები ცივი საღამოებისთვის

არ აქვს მნიშვნელობა, სანაპიროს ნაწილში რჩებით, ანდების მთებში, პატაგონიაში თუ ატაკამას უდაბნოში, ჩილეში მოსაცმელის თან წაღება აუცილებელია წლის ნებისმიერ დროს.

4. WHATSAPP აქ საჭირო აპლიკაციაა

თუ გსურთ ტურის, რესტორნის ან სასტუმროს დაჯავშნა, კომპანიებთან საკომუნიკაციოდ ვოთსაფი აქ საუკეთესო საშუალებაა. პასუხს წუთებში მიიღებთ.

5. მზად იყავით გვიანი საუზმისთვის

ჩილეს მაცხოვრებლებს ადრიანი დილა დიდად არ უყვართ, ამიტომაც ლანჩსაც უფრო მოგვიანებით მიირთმევენ. ვახშამი კი არ იწყება 8 საათამდე.

6. ერთად ვახშმობის წესები

ჩილეს მაცხოვრებლებთან ერთად სადილობისას არაა მიღებული დატოვოთ მაგიდა მაშინვე, როგორც კი მირთმევას დაასრულებთ. ამის ნაცვლად, გაესაუბრეთ სუფრაზე მსხდომებს ან მომსახურე პერსონალს. ისინი ჭამის შემდეგ წასვლას არ აჩქარებენ. პირიქით, თეფშების აცლა ხანდახან მიღებულიც არაა. ნელი ვახშმები ჩილეს კულტურის ნაწილია.

7. რიგები მოსალოდნელია

რატომ უნდა დადგეთ რიგში ერთხელ, როცა შეგიძლიათ დადგეთ რამდენჯერმე? ჩილეში შესაძლოა შეკვეთა ერთ რიგში მისცეთ, მეორეში გადაიხადოთ და მესამეში კი ის მიიღოთ. სუპერმარკეტებში შესაძლოა პურის, ხილის და ბოსტნეულის რიგები ცალ-ცალკე იყოს.

8. იქონიეთ პატარა კუპიურები

ჩილეში ბანკომატებიდან ჩილეური პესოს გამოტანა მარტივი და ხელსაყრელია. თუ ქეშად იხდით, იქონიეთ პატარა კუპიურები, რადგანაც მოვაჭრეები დიდ ხურდას ვერ დაგიბრუნებენ.

9. დაუწიეთ ხმას

ჩილეს მაცხოვრებლები წყნარები არიან და ხალხმრავლობაში დაბალ ტონალობებში საუბრობენ. ტურისტების ხმამაღალი საუბრები მათ ყურადღებას ნეგატიურად მიიქცევს. უცხო ენაზე ქუჩებში ყვირილით ლაპარაკი ჯიბის ქურდების ინტერესსაც გამოიწვევს თქვენ მიმართ.

10. იცოდეთ სად დალიოთ ონკანის წყალი

სანტიაგოში ონკანის წყლის დალევა უსაფრთხოა, ატაკამას უდაბნოსკენ კი უნდა ერიდოთ.