ლიხტენშტაინი თითქოს ძილის წინ მოყოლილ ზღაპარს ჰგავს. ადგილს, სადაც პრინცები და პრინცესები ცხოვრობენ. ეს ევროპის ყველაზე პატარა ქვეყანა შვეიცარიასა და ავსტრიას შორის მდებარეობს. მას ავთენტური ხასიათი და შარმი აქვს. ჩვენ აქ 12 ტოპ აქტივობას გირჩევთ:

1. გამოიკვლიეთ ისტორიული ვადუზი

პატარა ქვეყნის ეს პატარა დედაქალაქი ალპური ლანდშაფტით გამოირჩევა. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობები მოიცავს ფლორინის კათედრალს, ციხესიმაგრეს, ეროვნულ მუზეუმს, სამთავრობო შენობას და აშ.

2. დატკბით ალპური ხედებით ვადუზის ციხესიმაგრედან

Schloss Vaduz – მთაზე მდებარე შუასაუკუნეების სასახლეა, ლიხტენშტაინის პრინცების რეზიდენცია. მართალია ის საჯაროდ დაკეტილია, მაგრამ შეგიძლიათ გარედან დაათვალიეროთ და პანორამული ხედებით დატკბეთ.

3. ისადილეთ როგორც მეფემ ტორკელში

Torkel – პრინცის ვენახებში არსებული მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანია. ამ ისტორიულ ძველ შენობაში გაერთიანებულია თანამედროვე კომფორტი და დიზაინი. დააგემოვნეთ აქ დამზადებული ღვინო.

4. დააგემოვნეთ ღვინო პრინცის მარანში

ეს მსოფლიოს ყველაზე პატარა ღვინის მწარმოებელი ერია, 600 წლიანი ღვინის კულტურით. ლიხტენშტაინის ბუნებრივი მდგომარეობა იდეალურია ვენახებისთვის.

5. მოინახულეთ საგანძური

Schatzkammer – ვადუზის გულში მდებარეობს და სამეფო ოჯახის ქონებას წარმოგვიდგენს, მათ შორის ფაბერჟეს კვერცხებს. აქაური შედევრების სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

6. შეიგრძენით კულტურა ტრიესენბერგში

 Triesenberg – ვადუზიდან ერთდღიანი მოგზაურობის ადგილია, ქვეყნის უდიდესი მუნიციპალიტეტი. ეს მთიანი სოფელი უოლსერის კულტურას წარმოგვიდგენს, გერმანულად მოსაუბრე ფერემერების, რომლებიც მე-13 საუკუნეში ემიგრაციის შედეგად აქ დასახლდნენ. აქ ტარდიციულის ახლები და წეს-ჩვეულებებია.

7. დალაშქრეთ ფარსტენშტეიგის კლდეები

Fürstensteig – რატიკონის მთების ცნობილი სალაშქრო ბილიკია. 6 კილომეტრიანი გზის გავლას დაახლოებით 2.5 სთ სჭირდება. გაითვალისწინეთ ამინდი.

8. განიტვირთეთ მწვერვალზე

Pfälzerhütte – ზღვის დონიდან 2108 მეტრზე მდებარეობს. აქ ქვით ნაშენი შენობა დგას, სადაც ვიზიტორები ლაშქრობის შემდეგ ისვენებენ და ხედებით ტკბებიან.

9. ისიამოვნეთ ალპური თავგადასავლებით მალბანში

Malbun – კურორტია ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. აქ თავს ისე იგრძნობთ, თითქოს სამყაროს ბოლოში ხართ და სრულიად მოწყდებით ქაოსს. ზამთარში სათხილამურო სპორტით დაკავდებით, ზაფხულში კი ისეირნებთ სრულ სიმწვანესა და სიმშვიდეში.